ჯარიმა მედიაში ლგბტ კრიტიკისთვის: ზელენსკიმ ხელი მოაწერა სკანდალურ კანონს

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ფოტო: Дом

2022 წლის 29 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს „მედიის შესახებ“, რომელსაც მხარი 13 დეკემბერს უმაღლეს რადაში დაუჭირა. კანონპროექტის ეტაპზე მას აქტიურად აკრიტიკებდნენ როგორც ჟურნალისტები, ასევე უფლებადამცველები, მაგრამ ხელისუფლებაში ის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭიროდ არის წარმოდგენილი.

კანონი მნიშვნელოვნად აფართოებს ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის ეროვნული საბჭოს უფლებამოსილებებს, რომელიც იღებს შემდეგ უფლებებს: ყველა მედიის რედაქციაში სავალდებულო მითითებების გაგზავნის უფლება; ყველა სახის მედიის დაჯარიმების უფლება; უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აკრძალოს ონლაინ მედიის ოპერირება 14 დღით და გააუქმოს ბეჭდური მედიის რეგისტრაცია.

სხვა საკითხებთან ერთად, მედია შეიძლება დაიხუროს სოგი-ის ნიშნით „დისკრიმინაციის“ - „სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის“ დაგმობისთვის.

ამ კანონს მხარი ყველა ფრაქციის წარმომადგენელმა დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიებმა ,,გოლოსმა'' და ,,ევროკავშირმა’’ პირველი მოსმენით მას ხმა არ მისცა.

კანონმა „მედიის შესახებ“ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების სრულიად უკრაინის საბჭოს მხრიდან. საბჭომ ორჯერ მოუწოდა ხელისუფლებას დაესრულებინა ეს კანონპროექტი - თებერვალში საბჭოს წევრებმა ხელისუფლებას გაუგზავნეს ამ საკანონმდებლო აქტის პროექტში შესატანი ცვლილებები, სადაც მოუწოდეს მათ გაითვალისწინონ ეს წინადადებები და დაამტკიცონ იგი.

როგორც მჟკ იტყობინება, მანამდე კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა მედიის შესახებ კანონის მიღების მნიშვნელობაზე.

სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.

ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო

პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.

ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.