იუმორი

«ხვალ უკეთესი გავხდები», – თქვა მან და აღარ გაიღვიძა...

მამაჩემუ სულ ამბობს, რომ უმჯობესია გასცე, ვიდრე მიიღო.
ის ალბათ მღვდელია?
არა ბოქსიორი..

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

ერთი ხანში შესული ადამიანი მიყვებოდა, რომ ის ბავშვობაში ხშირად სთხოვდა ღმერთს მიენიჭებინა მისთვის განსაკუთრებული უნარი, რომელიც ჰქონდა ბიძამისს, - ყოველ ღამე პირიდან გამოეტანა კბილები და წყლით სავსე ჭიქაში ჩაედო, და რა ბედნიერი იყო ის მოგვიანებით, როდესაც ღმერთმა მას ეს არ აუსრულა. (ანტონი სუროჟსკი).

რა რთულია იყო კეთილი ადამიანი, რადგან მუდამ გაბრაზებული ხარ ბოროტ ადამიანებზე...

ტურისტი იერუსალიმში: ,,მითხარით, გოდების კედელში სად ჩავდოთ წერილი საჯანმრთელო და სად მოსახსენებელი?''

რომელიღაც სამრევლოს კაცებმა გადაწყვიტეს შეეგროვებინათ ფული და შეეძინათ ძვირადღირებული სახარება. მამაომ შეიძინა მოვერცხლილი სახარება, დააბრძანა ტაძარში და აი დადგა პირველი წირვაც. მამაომ საზეიმოდ გამოაბრძანა საკურთხევლიდან სახარება. მრევლი სიამაყით შესცქერის მას. ამ დროს ღვთისმსახური ამბობს :

სახარება წმინდა ლუკასგან საკითხავი!

და ტაძარში გაისმა წამოძახილები:

- როგორ თუ ლუკასგან?

- ჩვენ ყველამ დავდეთ ფული!

- ლუკა ჩვენზე უკეთესია თუ რა?

- რა, მისი ფული სხვაგვარია?

- მეც მივეცი ფული!

- და მეც!