იუმორი

მღვდელმა ერთხელ დიდგვაროვან ოჯახში ისადილა. სადილის შემდეგ, როცა მღვდელი უკვე წასული იყო, დიასახლისმა მეუღლეს უთხრა:

- "მგონი მან ჩვენი კოვზი ხელს გააყოლა".

ქალს ეს საკითხი მთელი წელი გულს უღღრნიდა. ერთი წლის შემდეგ მღვდელი ისევ ეწვია მათ სადილზე. დიასახლისმა ვერ მოითმინა და მას ჰკითხა:

- " თქვენ მოიპარეთ ჩვენი კოვზი"?

მღვდელმა მშვიდად მიუგო:

- " არა, მე ის მხოლოდ თქვენს ბიბლიაში ჩავდე".

მრევლი ეუბნება მღვდლს ზიარების დროს: - მამაო, მე, გუშინ წესებს ვკითხულობდი და ჩაქრა შუქი. იქნებ შემთვის ზიარება არ არის საჭირო?

სულიერი სიმწიფე ნიშნავს იმისა, რომ ამქვეყნად უკვე არავის სჭირდება თქვენი სულიერი რჩევები.

- მამაო, შეიძლება შუა წირვა დავტოვო და წავიდე? ჩემს მეუღლეს სურს, მასთან ერთად საყიდლებზე წავიდე .
- არავითარ შემთხვევაში. თქვენ ლოცვას და ხსოვნას უნდა დაესწროთ.
- გმადლობთ, მამაო!!!

ხალხური სიბრძნე: "თუ ოჯახში ერთი წმინდა ადამიანი აღმოჩნდა, მაშინ ყველა დანარჩენი ავტომატურად წამებული ხდება".

ორი გოგონა ფეხით მოდიან სანაპიროდან, რომელიც ტაძრის მახლობლად იმყოფება. და ცნობისმოყვარეობის გამო გადაწყვიტეს ტაძარში შესვლა. როგორც იყვნენ საცურაო კოსტუმებში ისე შესვლა მოინდომეს. შესასვლელთან მათ აუხსნეს, რომ ტაძარში ამ ფორმით შესვლა არ შეიძლება. ისინი თავმდაბლად შემობრუნდნენ უკან წასასვლელად და ერთი მეორეს ეუბნება: ”მე ხომ გეუბნებოდი, რომ თავშალის გარეშე არ შეგვიშვებენ მეთქი”.

ჩემო შვილიშვილო, შენ მე უსადენო კომუნიკაციით ვერ გამაკვირვებ! მე 70 წელია რაც ვლოცულობ!