კიევ-პეჩერის ლავრასთან არსებულ ვითარებას უმე-ის სინოდი განიხილავს

უმე-ს იერარქების პრესკონფერენცია. ფოტო: скриншот видео Telegram-канала «Политика Страны»

უმე-ს იერარქების პრესკონფერენცია. ფოტო: скриншот видео Telegram-канала «Политика Страны»

20 მარტს გაიმართება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც გადაწყდება უმე-ის ნაბიჯები ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიის დატოვების შესახებ. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე უმე-ის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ანტონმა, ლავრის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა პავლემ და ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო დეპარტამენტის უფროსმა, მიტროპოლიტმა კლიმენტმა, წერს strana.today.

უმე-ის იერარქებმა, კერძოდ, აღნიშნეს, რომ მათ არ წაუკითხავთ დოკუმენტები ლავრაში მომუშავე სახელმწიფო კომისიის დასკვნებით და ამ კომისიის არც ერთ წევრს არ ჰქონია მონასტრის წარმომადგენლებთან შეხება და კომუნიკაცია.

ჟურნალისტებთან საუბრისას, მიტროპოლიტმა ანტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ავიცილოთ დაპირისპირება უმე-ის მიმართ აგრესიულად განწყობილ ადამიანებსა და მორწმუნეებს შორის, რომლებიც მზად არიან დაიცვან ლავრა.

„ჩვენ წინასწარ არ შეგვიძლია განვჭვრიტოთ რა მოხდება, მაგრამ ვიცით ჩვენი მორწმუნეების განწყობა, რომლებიც დაიცავენ თავიანთ სალოცავებს. გვეუბნებიან, რომ ჩვენდამი ძალიან მტრულად განწყობილი ადამიანები, ფრონტზე მებრძოლებიც კი შეიძლება მოვიდნენ. მინდა ვთქვა, რომ მათ შორის, ვინც ფრონტზე იბრძვის, ბევრია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნე და არ ვისურვებდი, რომ კულტურის სამინისტრომ, სახელმწიფომ სიტუაცია იქამდე მიიყვანოს, რომ აქ, ლავრის ტერიტორიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ძმები, რომლებიც იცავენ ჩვენს უკრაინას. ამ დროისთვის ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა საღი აზრისა და სამართლიანობის, რომ უფალი შთააგონებს ჩვენს ამჟამინდელ ხელისუფლებას, თავიდან აიცილოს დაპირისპირება“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილი ვითარება „აღელვებს არა მხოლოდ უკრაინულ საზოგადოებას, არამედ უკვე ისმის სიგნალები ევროპის სხვა სახელმწიფოებიდან, სხვა კონტინენტებიდან“.

როგორც მჟკ იტყობინება, ადრე დეპუტატმა პარტია ,,ხალხის მსახურიდან’’ ნიკიტა პოტურაევმა თქვა, რომ 29 მარტს „პატრიოტულად განწყობილი საზოგადოება, განსაკუთრებით ომის ვეტერანები, შეიძლება მოვიდნენ კიევ-პეჩერის ლავრაში, რათა მხარი დაუჭირონ მის განთავისუფლებას მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან.”

კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის, ალექსანდრე ტკაჩენკოს თქმით, თუ უმე-ს იერარქია უარს იტყვის ლავრის ტერიტორიის დატოვებაზე, მათი გასახლება სამართალდამცავების დახმარებით მოხდება.

ფეოფანიაში გაიმართა საზეიმო ლიტურგია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კრების წლისთავის აღსანიშნავად

ღვთისმსახურებაზე მრავალი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) არქიეპისკოპოსი შეიკრიბა.

მინკულტში გააკრიტიკეს ლავრის ნაკრძალის მუშაობა

უკრაინის კულტურის სამინისტრომ ყურადღება გაამახვილა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების კრიტიკულ მდგომარეობაზე, რომლებიც შედის ეროვნული ნაკრძალის «კიევო-პეჩერსკაია ლავრა»-ს შემადგენლობაში.

დაზვერვის უფროსმა დაარწმუნა, რომ ევროპაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები უკრაინელებს რეკრუტირებენ

ოლეგ ივაშენკო აცხადებს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კლერიკები ევროკავშირში ფულს შოულობენ, ხოლო შემდეგ მათ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მტრისთვის აგზავნიან.

უსტ-პუტილაში აჩვენეს, თუ როგორ გამოიყენა პოლიციამ ძალა უმე-ის მრევლის წინააღმდეგ

პოლიციელმა ხანში შესული მრევლი ეკლესიის მაღალი ვერანდიდან გამოაგდო და მრევლის წევრს ხელიდან ტელეფონი გამოგლიჯა.

აშშ-ში ახალგაზრდები მასობრივად გადადიან მართლმადიდებლობაზე

ახალგაზრდები მართლმადიდებლობაზე მოქცევას კულტურული არასტაბილურობით გამოწვეული დაღლილობითა და მკაფიო სულიერი მითითებების ძიებით ხსნიან.

რუსეთში ჯვრის გარეშე ეკლესიების გამოსახულების აკრძალვა იგეგმება

ჯვრების გარეშე ეკლესიების გამოსახულებები შეიძლება მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფად ჩაითვალოს, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.