რმე, უმე და ომი: ალტერნატიული ისტორია
რუსული ეკლესია იცავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს და არა უმე-ს ეკლესიას. ფოტო: СПЖ
16 მარტს რმე-ის სინოდმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ უმე-ს დასაცავად ხმა აღიმაღლოს. იმ დღესვე პატრიარქმა კირილემ ვიდეომიმართვაში მოუწოდა გამოსვლისკენ კიევ-პეჩერის ლავრის დახურვის წინააღმდეგ. მსგავს სიტყვებს ახლა არა მარტო პატრიარქი ამბობს. არსებობს უამრავი საპროტესტო განცხადება, რომელიც რმე-ის იერარქებისგან და მღვდელმსახურებისგან უკრაინის ხელისუფლების რეპრესიებს ეხება. ეს ყველაფერი თითქოს სწორი და ლოგიკურია. უკრაინის ხელისუფლება ხომ ნამდვილად ცინიკურად დევნის უმე-ს. მაგრამ რამდენად მართებულია დღევანდელ დღეს რუსული ეკლესიის წარმომადგენლების და, მით უმეტეს, რფ-ის ხელისუფლების შუამდგომლობა? მოდით, ერთი წუთით მოვუხმოთ ფანტაზიას და წარმოვიდგინოთ ის, რასაც სამეცნიერო ფანტასტიკაში „ალტერნატიულ ისტორიას“ უწოდებენ.
რმე უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდის
2022 წლის 22 თებერვალს, რფ არმიის უკრაინაში შეჭრისთანავე პატრიარქმა კირილემ მოიწვია რმე-ის სინოდის საგანგებო სხდომა, სადაც მიიღეს განცხადება იმის შესახებ, რომ დაუშვებელია საომარი მოქმედებები მოძმე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.
„ქრისტეს ეკლესია ტერიტორიულ საზღვრებზე და მეზობლურ უთანხმოებებზე მაღლა დგას. არ შეიძლება რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები ერთმანეთს კლავდნენ. ეს ეწინააღმდეგება ქრისტეს სწავლებას, ეს ანგრევს წმინდა რუსეთის ძმებისა და დების ერთობას. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, მაგრამ ჩვენი ნამდვილი სამშობლო ხომ ზეცაშია. ჩვენ, რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრები, არ ვაკურთხებთ რუს ხალხს, რომ მათ უკრაინის წინააღმდეგ ომი აწარმოონ. მოვუწოდებთ ყველა მებრძოლს, ჩვენი ეკლესიის ერთგულებს, არ შეასრულონ ბრძანებები, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინელ ხალხში გამოიწვიონ მსხვერპლი“, - დაწერეს თავიანთ მიმართვაში სინოდელებმა.
მეორე დღეს პატრიარქმა ქრისტე მაცხოვრის ტაძარში ქადაგების დროს, მოუწოდა სახლში დაბრუნება იმ ჯარისკაცებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ.
„მესმის, რომ ყოველ თქვენგანს ტრიბუნალი ემუქრება, - თქვა მაშინ პატრიარქმა. - მაგრამ მოგმართავთ როგორც ქრისტიანებს - რაღაც მომენტში ჩვენ გვიწევს არჩევანის გაკეთება - მიწიერს ვემსახუროთ თუ ზეციურს. და დღეს ეს მომენტი დადგა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მიწიერი სამშობლო, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ ეს დაცვა ქრისტეს მცნებებს არ ეწინააღმდეგება. მაცხოვარი კი სრულიად ნათლად გვეუბნება: „არა კაც ჰკლა“. ჩვენ ხელი არ უნდა ავღმართოთ ჩვენს მოყვასზე, ჩვენს მართლმადიდებელ ძმაზე. მით უმეტეს, თუ ის თავის სამშობლოს, თავის ოჯახს იცავს“.
რმე-ის იერარქიის პოზიციამ გამოიწვია ეკლესიისა და რუსეთის ხელისუფლების ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება. პატრიარქ კირილესა და სინოდის წევრების წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები სამშობლოს ღალატისა და არმიის დისკრედიტაციის სტატიით. უმრავი ტაძრისა და მონასტრის არენდის ხელშეკრულებები გაუქმებული იყო. ფედერალურმა მასმედიამ ნამდვილი დევნა გააჩაღა რმე-ის წევრთა წინააღმდეგ, მათ უცხოელ აგენტებსა და მოღალატეებს უწოდებდნენ. ამავე დროს ტაძრებში, მსახურებებზე მრევლთა წევრების რაოდენობა მკეთრად გაიზარდა. მოულოდნელად ეკლესიამ საზოგადოებაში წონა და პატივისცემა მოიპოვა.
რუსული ეკლესიის მიმართ უკრაინაშიც შეიცვალა დამოკიდებულება. რადიკალები მას კვლავ „კრემლიოვსკაიას“ უწოდებდნენ, მაგრამ ძირითადად უკრაინელები პატრიარქ კირილესა და მღვდელმთავრების მისამართით პატივისცემისა და მადლიერების სიტყვებს წარმოთქვამდნენ. „მხოლოდ რუსული ეკლესიის პოზიციის გამო მე ვხედავ რაღაც პერსპექტივას ორ ხალხს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში“, - ამგვარად გამოხატავდნენ აზრს უკრაინელები მასმედიასა და სოცქსელებში.
რა იქნებოდა, რომ...
რა იქნებოდა, ისტორია ამ მიმართულებით რომ განვითარებულიყო? დიდი ალბათობით, ომიც სულ სხვა მიმართულებით წავიდოდა და მსხვერპლის რიცხვიც ორივე მხარეს გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ალბათ უმე-ს მიმართაც უკრაინულ საზოგადოებაში სულ სხვაგვარი დამოკიდებულება იქნებოდა. რუსეთის ეკლესიის მიმართ უმეს წევრებშიც სხვა დამოკიდებულება იქნებოდა. დღეს ბევრი მათგანი ხომ ფრონტზე იბრძვის, ბევრმა ომში ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგა. ბევრიც მომავალში დაკარგავს.
თეოფანიაში კრება ნამდვილად არ იქნებოდა, ტაძრებში პატრიარქის მოხსენიება, როგორც „დიდი მეუფისა და მამის“, შენარჩუნებული იქნებოდა. რმე-ს მიმართ საზღვარგარეთაც სხვა დამოკიდებულება იქნებოდა. „რეჟიმის მსახურის“ რეპუტაციის ნაცვლად, რუსეთის ეკლესია განამტკიცებდა ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის ავტორიტეტს, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ საბჭოთა დროს ათასობით ახალმოწამეთა მსხვერპლის შედეგად. არც სანქციები იქნებოდა პატრიარქ კირილეს წინააღნდეგ, „ავტოკეფალიების აღლუმით“ ბალტიისპირეთში.
უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება უმე-ს მიმართ სხვაგვარი იქნებოდა? თითქოს არა. ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს რეპრესიები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ დაიწყო ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე. ეტყობა, ისინი გარედან შეკვეთამ გამოწვია, უკრაინის ჩათრევამ „დასავლეთის ოიკუმენაში“. ხოლო უმე ამ კონტექსტში სერიუზული წინააღმდეგობა იყო, რომელიც უნდა ჩამოეშორებინათ.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ „ალტერნატიულ ისტორიაში“ რმე-ს სრული მორალური უფლება ჰქონდა დამდგარიყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. სწორედ ის უფლება, რომელიც მას არ აქვს რეალურ ისტორიაში. ძნელი დასაჯერებელია, რომ მოსკოვში ვერ აღიქვამენ აშკარა ფაქტს - რმე-დან მომდინარე ნებისმიერი შუამდგომლობა დღეს ზიანის მომტანია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რომ უკრაინისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს მოსკოვის მიერ „თავისი“ ნაწილის დაცვად აღიქმება.
სურს კი უმე-ს რუსეთის ხელისუფლებისა და სამღვდელოების შუამდგომლობა?
თუმცა, ეტყობა, რომ რმე-ის „მედიური“ სამღვდელოება უმე-ს გარშემო დღევანდელ სიტუაციას გარკვეულწილად ნიშნისმოგებით აფასებს. თითქოს უკრაინელებმა შეწყვიტეს თავიანთი „მეუფისა და მამის“ მოხსენიება, დაარღვიეს კანონები და შესაბამისად სამართლიანი სასჯელიც მიიღეს. პოპულარული მღვდელი, ღვთისმეტყველი და ბლოგერი გიორგი მაქსიმოვი წერს: „ყველაფერს თავისი სახელი რომ ვუწოდოთ, ახლა ერთი უკრაინული რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც პატრიარქს არ იხსენიებს, სახელმწიფოს ხელით ართმევს ლავრას მეორე უკრაინულ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც პატრიარქს არ იხსენიებს. ლავრის ნაცვალმა თავის ბოლოდროინდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მას მოსკოვის საპატრიარქოსთან არაფერი საერთო არ აქვს“.
თუმცა მამა გიორგის არ უთქვამს, რატომ ამბობდა ამას ნაცვალი. მჟკ-თან ინტერვიუში მიტროპოლიტმა პავლემ თქვა: „ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რაც სხვადასხვა მომენტში ითქვა რმე-ის წინამძღვრის მიერ. სრულიად რუსეთის პატრიარქისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი უნდა იყოს უკრაინაც, რუსეთიც და ბელორუსიც. თუ ის ყველას პატრიარქია, მან სხვა სიტყვები უნდა იპოვოს, უკრაინელ მებრძოლებსაც მიმართოს და უკრაინელ ხალხსაც“.
რას ვხედავთ ჩვენ? ვხედავთ მიტროპოლიტ პავლეს წუხილს სწორედ იმ „ალტერნატიული რეალობის“ გამო, სადაც პატრიარქი კირილე არ დადგა რფ-ის არმიის მხარეს, არ შეთხზა ღვთისმეტყველება ბრძოლის ველზე ცოდვათა მიტევების შესახებ, არამედ იყო ყველა მართლმადიდებლის მამა და პატრიარქი: როგორც რუსებისთვის, ასევე უკრაინელებისთვისაც. ყველა იმათთვის, ვისთვისაც ის ოდესღაც სკანდირებდა კიევში: „რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი - ჩვენ ყველა ერთი წმინდა რუსეთი ვართ“. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მღვდლის ზუსტი გამონათქვამით, პატრიარქი კირილე აღარ არის უკრაინელთა „მამა“, არამედ მხოლოდ „მეუფე“ დარჩა.
მოვიყვან მამა გიორგი მაქსიმოვის კიდევ ერთ ციტატას: „რა მერე, შეინარჩუნეთ (ლავრა - რედ.)? და ვინ გეხმარებათ მის შენარჩუნებაში? პატრიარქი, რომელსაც აღარ იხსენიებთ იმ ხელისუფლების გულის მოსაგებად, რომელიც თქვენ გდევნით! თქვენ მას ზურგი აქციეთ, ხოლო მან - არა და პირველმა მსოფლიო ლიდერებიდან ხმა აღიმაღლა თქვენ დასაცავად და სხვებიც აიძულა, რომ რაღაც ყურადღება მიექციათ“.
რა უნდა ვთქვათ? არსებობს ასეთი ფსიქოლოგიური პარადოქსი: რაც უფრო ამორალურად წარმოადგენ ოპონენტს, მით უფრო მორალურად გამოიყურები საკუთარ თვალში. რმე-ში რატომღაც დარწმუნებულები არიან, რომ კრება თეოფანიაში მხდალთა ღონისძიებაა, რომელიც უმე-ს „მოღალატეებმა“ ხელისუფლების გულის მოსაგებად ჩაატარეს.
ალბათ ამ პოზიციით უფრო უფრო ადვილია ცხოვრება. მაგრამ მას ჭეშმარიტებასთან არაფერი აქვს საერთო. უბრალოდ, უკრაინელები მიხვდნენ, თუ რა არჩევანი გააკეთეს მართლმადიდებელმა ძმებმა. მათ მხოლოდ სტატუს-კვო დაადასტურეს.
ხოლო „ალტერნატიულ“ პატრიარქ კირილეს თავისი ავტორიტეტით ნამდვილად შეეძლო უმე-ს და კიევო-პეჩერის ლავრის დაცვა. მაგრამ „რეალურ“ პატრიარქს ამის გაკეთება არაფრით არ შეეძლო. მისი შუამდგომლობისგან და მისი ქვეშევრდომების შუამდგომლობისგან უმე მხოლოდ ზარალდება.
17 მარტს მოსკოველი მღვდელი ანდრეი ნოვიკოვი პესკოვის განცხადებას ციტირებდა, რომ უმე-ზე თავდასხმები მხოლოდ „ადასტურებენ სპეცოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილების სისწორეს“ და განაცხადა უკრაინაში რფ-ის ომის „წმინდა მიზნის“ შესახებ.
რმე-ის მღვდელმსახურებისადმი მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მსურს მივმართო მათ - ძმებო, თავი დაგვანებეთ, არ გვინდა დახმარება, არ გვინდა საბოლოო განადგურება. თუ უკრაინაზე თავდასხმას „წმინდას“ უწოდებთ, ეს თქვენი ნებაა. მაგრამ უმე-ს აღმსარებლებისთვის ნებისმიერი მსგავსი განცხადება მხოლოდ ახალი ტკივილისა და რეპრესიების მომტანია. ნუთუ არ არის გასაგები? რუსები ამას სპეციალურად ხომ არ აკეთებენ?
***
ოდესმე უკრაინაში ომი დამთავრდება, სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელს მოაწერენ. ოდესმე უკრაინელები და რუსები შერიგდებიან. ოდესმე ისტორიკოსები შეაფასებენ იმას, რასაც პოლიტიკოსები ომის დროს ამბობდნენ და აკეთებდნენ, და რას - მართლმადიდებელი იერარქები. ჩვენ არ ვიცით, რა სახით იარსებებს ეკლესია ჩვენს დედამიწაზე, მხოლოდ ვიცით, რომ ის ნამდვილად იქნება. მაგრამ ჯერ-ჯერობით სანამ ომი გრძელდება, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ დღევანდელი „სამხედრო“ მტრობა და ზიზღი რაც შეიძლება ნაკლები იყოს. ომებში და კონფლიქტებში ყველას თავისი სიმართლე, თავისი კანონი აქვს. მაგრამ ქრისტიანისთვის უზენაესი კანონი უნდა იყოს ის, რომელიც ჩვენ ქრისტემ მოგვცა. ეს კანონი კი სიყვარულია.
მაცხოვარი გვაფრთხილებს, რომ ბოლო ჟამს „აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ... და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული“.
იმის ცოდნა, მოვიდა თუ არა ჟამი, აღემატება ჩვენ შესაძლებლობებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რომ ერთმანეთისადმი ეს სიყვარული არ განელდეს.
პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?