კსას-ის რექტორი: ჩვენ ვერსად ვერ წავალთ ლავრიდან

კსას-ს რექტორი არქიეპისკოპოსი სილვესტერი(სტოიჩევი). ფოტო: http://kdais.kiev.ua/
კსას რექტორმა, არქიეპისკოპოსმა სილვესტრმა (სტოიჩევი) თქვა, რომ თუ უმე-ს ბერებს კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნიან, კსას-ში სასწავლო პროცესი შეჩერდება, იმიტომ რომ დაწესებულება „ვერსად ვერ გადასახლდება“, იუწყება kdais.kiev.ua.
მისი სიტყვებით, სახელმწიფო მოხელეები, პოლიტიკოსები, სახალხო დეპუტატები თავიანთ კომენტარებში არ აშუქებენ კსას-ის მომავალი ბედის პრობლემებს, რომელიც უკვე ოცდაათ წელზე მეტია, რაც კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მდებარეობს.
„თუ კიევის სასულიერო აკადემია დაკარგავს კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებით სარგებლობის უფლებას, ეს უეჭველად გამოიწვევს სასწავლო პროცესის შეჩერებას, რადგან ჩვენ ვერსად ვერ გადავსახლდებით. გამოდის, რომ უკრაინის ერთ-ერთმა წამყვანმა სასწავლო დაწესებულებამ, რომელიც უკვე 400 წელზე მეტ ისტორიას ითვლის, არსებობა უნდა შეწყვიტოს“, - აღნიშნა უმე-ს იერარქმა.
არქიეპისკოპოსმა სილვესტრმა ხაზი გაუსვა, რომ კიევის სასულიერო აკადემია ყველა სასწავლო კორპუსით საკუთარი ხარჯებით სარგებლობს.
„კორპუსები, სადაც ახლა კიევის სასულიერო აკადემიის სასწავლო აუდიტორიებია განთავსებული (კორპუსები 63 და 64), ეკლესიას სარგებლობაში ავარიულ მდგომარეობაში გადაეცა. კიევის სასულიერო აკადემიამ საკუთარი ხარჯებით ამ კორპუსების გენერალური რეკონსტრუქცია განახორციელა“, - დაამატა მან.
რექტორმა გაიხსენა, რომ ომის დაწყებიდან „კიევის სასულიერო აკადემია რეგულარულ დახმარებას უწევდა ყველას, ვისაც ეს ესაჭიროებოდა, ლტოლვილებს და იძულებით გადასახლებულებს“.
უმე-ს იერარქმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, „უკრაინის და მსოფლიო საზოგადოებრიობას და ყველას, ვინც გულგრილი არ არის, რომ არ დაუშვან კიევის სასულიერო აკადემიის დაღუპვა“.
როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, კსას-ის პედაგოგებმა მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე მიმართეს ლავრის დასაცავად.

Бути монахами в Лаврі можуть лише співробітники Мінкульту – ТСН
У сюжеті ТСН, який перепостили в ПЦУ, сказано, що монахи УПЦ Києво-Печерської лаври зможуть потрапити в печери лише після переходу в ПЦУ.
В Румунській Церкві знайшли мощі двох новопрославлених святих
В монастирі Сіхастрія відбулася ексгумація мощей святих Паїсія та Клеопи.
Болгарський теолог: Хто гонить монахів і «вивчає» мощі Лаври – не християни
Олександр Тодоров підкреслив, що ті, хто вигонить монахів з монастиря і проводить експерименти над святими, не можуть мати відношення до християнства.
Клірик УПЦ: Мені кажуть – отче, ми за вас, але боїмося ходити до вас у храм
Священник підкреслив, що сьогодні в багатьох регіонах люди бояться ходити до храмів УПЦ, оскільки бояться звільнення або репресій
მართლმადიდებლური ეკლესია რადონიცას აღნიშნავს
რადონიცაზე მორწმუნეები ლოცულობენ წირვაზე, შემდეგ კი მიდიან ნათესავებისა და ახლობლების საფლავებზე.