ფანარიონზე კიდევ ერთხელ დაირღვა კანონი- საბერძნეთის ეკლესიის სასულიერო პირი

არქიმანდრიტი სავა აგიორიტი. ფოტო: YouTube
2020 წლის 1 დეკემბერს, საბერძნეთში ცნობილმა მქადაგებელმა, წმინდა ათონის მთის მკვიდრმა, არქიმანდრიტმა სავამ განაცხადა, რომ ღვთისმსახურების დროს კათოლიკეების დასწრების გამო, ფანარიონზე კიდევ ერთხელ დაირღვა ეკლესიის კანონები.
არქიმანდრიტმა სავამ, რკე-ს (რომაულ-კათოლიკური ეკლესია) კარდინალის, კურტ კოხის მოციქულ ანდრეი პირველწოდებულის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ფანარიონის დღესასწაულზე დასწრების კომენტირებისას, შეგვახსენა ქრისტეს სიტყვები, რომელიც მან უთხრა „მწიგნობრებს, ფარისევლებს და ყველა დანარჩენს: „დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი მძარცველთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!” (იხ. მათე 21, 13)“.
„ძალიან შევწუხდით, როცა გავიგეთ, რომ ფანარიონზე კვლავ, კიდევ ერთხელ, დაირღვა სამოციქულო კანონები; გუშინაც, წმ. მოციქულ ანდრეი პირველწოდებულის სადღესასწაულო მსახურებას ესწრებოდა ხალხი, რომლებიც არ არიან მართლმადიდებლობის აღმსარებლები: ერეტიკოსები, პაპისტები“, - განაცხადა მღვდელმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ „მათი სასულიერო პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მართლმადიდებლურ ეკლესიას სხვა არავინაა თუ არა ის ყაჩაღები, ვისზეც საუბრობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. წმინდა მოციქულების მე-10 და მე-11 წესები მართლმადიდებლებს მათთან ერთად ლოცვას უკრძალავს. გარდა ამისა, არის წმინდა კანონები, რომლებიც ერეტიკოსებს უკრძალავს მართლმადიდებლურ ტაძარში შესვლას“.
„ჩვენ ასევე ძალიან დაგვამწუხრა იმ ფაქტმა, რომ ამავე დღეს ქ. პატრაში მართლმადიდებელ მორწმუნეებს აეკრძალათ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა და წმინდა მოციქულ ანდრეის თაყვანისცემა“, - აღნიშნა მამაო სავამ.
მისი აზრით, „ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოუნანიებლობისა და ჭეშმარიტი ღმერთისგან განდგომის ნიშანია, რისი დანახვისასაც ჩვენ ვერ ვიქნებით ჩუმად და ავიმაღლებთ პროტესტის ხმას “.
„ჩვენ უფალსაც შევთხოვთ მოგვანიჭოს მონანიების ძალა - თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენს პატრიარქებს, ჩვენს აქრიერებს და ჩვენს მღვდლებს, რათა მათ შეძლონ გაილაშქრონ ეკუმენიზმის წყეული ერესის წინააღმდეგ და არ ჩადგნენ მისი მიმდევრების რიგებში; რათა ღვთისმოსავ ხალხს მიეცეს საშუალება თაყვანი სცეს და ევედროს ჩვენს წმინდანებს და შეასრულოს საეკლესიო მსვლელობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეხლა, როცა ჩვენ გვაფრთხილებენ სერიოზული პრობლემების შესახებ ამ ცნობილ პანდემიასთან კავშირში“ - განაცხადა არქიმანდრიტმა სავამ.
მჟკ-ს ხელთ არსებული ინფორმაციით, არქიმანდრიტი სავა აგიორიტი წმინდა მთის მკვიდრი იყო და ასკეტად გადავიდა კერასში. ამჟამად კი ედესის საეპისკოპოსოს სასულიერო პირია.
ედესის, პელსის და ალმოპიის საეპისკოპოსოები - არის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის „ახალი მიწების“ ეპარქია, ისინი ასევე ოფიციალურად ექვემდებარებიან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს.
კერასია - განდგომილთა უძველესი დასახლება ათონზე, მოხსენიებულია „ცხოვრება მეუფე აფანასისა“-ში. მდებარეობს ზღვის დონიდან 600-700 მ-ზე, 2 კმ.-იანი სიგანის მთის ხეობაში, სადაც მთის ბილიკი მიდის კავსოკალივიის სკიტსა და წმ. ანას დიდ სკიტამდე.

ესთს-ის დასკვნის შემდეგ მეუ-ს „იერარქმა“ უმე-ს მორწმუნეებს მის სტრუქტურაში გაწევრიანებისკენ მოუწოდა
მეუ-ს რივნეს „მიტროპოლიტის“ ილარიონის თქმით, საბოლოოდ „დადგა სულიერი განწმენდისა და ფხიზელი არჩევანის დრო“.
მეუ-ს პუბლიცისტი: თუ უმე-ს სასულიერო პირები ეფესბე-ს აგენტები არიან, რატომ ვიღებთ მათ?
ტატიანა დერკაჩმა განაცხადა, რომ მას არ ესმის მეუ-ს ზოგიერთი წარმომადგენლის ლოგიკა, რომლებიც უმე-ს სასულიერო პირებს „ეფესბე-ს აგენტებად“ მოიხსენიებენ და ამავდროულად გაერთიანებას ელიან.
დეპუტატი ვიატროვიჩი: უმე-ს აკრძალვის შესახებ კანონი ამოქმედებას იწყებს
დეპუტატმა განაცხადა, რომ უკრაინის ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის დასკვნების შემდეგ, ხელისუფლებამ შესაძლოა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ კანონის პრაქტიკული განხორციელება დაიწყოს.
ჩერკასის მიტროპოლიტმა მხარი დაუჭირა მის უნეტარეს ონოფრეს
მიტროპოლიტმა ფეოდოსიმ მხარდაჭერის სიტყვებით მიმართა უმე-ს წინამძღვარს.
პატრიარქი ბართლომეოსი აშშ-ში გაემგზავრება გარემოს დამცველის ჯილდოს მისაღებად
ჯილდოს მიღების გარდა, მსოფლიო პატრიარქი გეგმავს შეხვედრას ტრამპთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან.
ზელენსკიმ მოიწვია პაპი ლევი კიევში და ლობირებდა შეპტიცკის კანონიზაციას
უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს უნიატური მიტროპოლიტის შეპტიცკის «აღიარებას» ვატიკანში.