ფანარის„სიყვარული“უკრაინისადმი სავსეა სახელმწიფოს მიმართ შიშით-უმე იერარქი

მიტროპოლიტი ლუკა (კოვალენკო). ფოტო: ruspole.org
2020 წლის 17 დეკემბერს ზაპოროჟეს და მელიტოპოლის მიტროპოლიტმა ლუკამ (კოვალენკომ) დაწერა თავის telegram-არხზე, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს „სიყვარული“ უკრაინისადმი სავსეა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ შიშით.
დღევანდელი წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღესასწაულის შესახებ მსჯელობისას, მიტროპოლიტმა ლუკამ აღნიშნა, რომ წმინდანის მამას „თავისებურად უყვარდა კიდევაც თავისი შვილი. მაგრამ მშობლის სიყვარულსა და ზიზღს შორის დისტანცია სულ ერთი ნაბიჯი აღმოჩნდა“ და „ეს ე.წ. „სიყვარული“ გახდა მის მიერ შვილის მხეცურად მოკვლის მიზეზი“.
„რისთვის მოკლა ის მშობელმა? იმისთვის, რომ არ დაემორჩილა? იმისთვის, რომ იმპერატორის და მისი შურისძიების ეშინოდა? საზოგადოებაში თავისი ადგილის, ძალაუფლებისა და ფულის დაკარგვის შიშით? ამ ყველაფრის გამო! როგორ გავს ეს იმას, რაც ხდება დღევანდელ დღეს“, - ხაზი გაუსვა მეუფემ.
მისი აზრით, „ასეთივე „სიყვარულით“, როგორც ბარბარეს მამას „უყვარდა“ თავისი შვილი, ჩვენ „ვუყვარვართ“ ჩვენს „დედას“ - კონსტანტინოპოლის ეკლესიას“.
„ეს „სიყვარული“, რომელიც სავსეა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ შიშით, ანგარებით, სიხარბით, თვალთმაქცობით. ეს „სიყვარული“ უროებით, არმატურით, კასტეტებით, კეტებით და სხვა „ლოცვითი“ ინვენტარით, რითაც ეს ხალხი მოდის ჩვენი ტაძრების ხელში ჩასაგდებად“, - წერს იერარქი.
ის თვლის, რომ „ბარბარეს მამასავით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი მზადაა გაგვანადგუროს, ოღონდაც ასიამოვნოს თავის ბატონებს ოკეანს გაღმა, ვის მიმართაც განიცდის მონურ თრთოლვას“.
მანამდე მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ფანარის მეთაურმა უკრაინელებს თავისი „საყვარელი ხალხი“ უწოდა.

ჩრდილოეთ ირლანდიაში, რომის კათოლიკე მღვდელი სასტიკად სცემეს მის ბოლო წირვაზე
პოლიციამ ინციდენტს მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მისცა.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეთამმართველმა გააკრიტიკა „ეკლესიის რევოლუციონერები“
მიტროპოლიტი ანტონი მიიჩნევს, რომ ასეთ „პროგრესულ განმანათლებლებს“ არა ეკლესიისა და ხალხის მიმართ ნამდვილი ზრუნვა, არამედ მიწიერი იდეოლოგია და პოლიტიკური მიზანშეწონილობა ამოძრავებთ.
ტერნოპოლის რეგიონში თანამდებობის პირი გაასამართლეს პოჩაევის ლავრისთვის მიწის გადაცემისთვის
ტერნოპოლის რეგიონის თანამდებობის პირს 68 ათასი გრივნა დაეკისრა ჯარიმა პოჩაევის ლავრის უძრავი ქონების უმე-ს მონასტრის სასარგებლოდ რეგისტრაციისთვის.
მალიუკმა განაცხადა, თუ რამდენი საქმე აღძრა უმე-ს ეკლესიის მღვდლების წინააღმდეგ
უმე-ს ხელმძღვანელის თქმით, აღიძრა 170 საქმე, წაუყენეს 100 ეჭვი და გამოაცხადეს 31 განაჩენი.
სასამართლომ საქმე გახსნა მჟკ-ის სარჩელზე ბულგარეთში ვებსაიტის დაბლოკვასთან დაკავშირებით
კიევის რაიონულმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო საქმე ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ბულგარული ვებსაიტის უკანონო დაბლოკვასთან დაკავშირებით.