წმინდა ანდრიას ეკლესია ფანარიონს წესის დარღვევით გადაეცა,-პოლიტოლოგი
წმინდა ანდრიას ეკლესია კიევში.ფოტო: about-planet.ru
პოლიტოლოგმა ელენე დიაჩენკომ Klymenko Time-ის youtube-არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ წმინდა ანდრიას ეკლესიის გადაცემა მოხდა უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით.
„რის საფუძველზე მოხდა ეს, დღემდე ვერ გამიგია. ვიპოვე ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო სტავროპიგიასა (ფანარსა) და „კიევის სოფიის“ ნაციონალურ ნაკრძალს შორის სტილობატის გადაცემის შესახებ. ამ ხელშეკრულებაში არის პუნქტი იმაზე, რომ სტავროპიგია ვალდებულებას იღებს ჩაატაროს სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოები ისტორიული მემკვიდრეობის ამ ძეგლზე, აგრეთვე დააფინანსებს ამ სამუშაოებს. მე მიჩნდება უდიდესი კითხვა, კერძოდ რა სამუშაოები დააფინანსა, დადებული ხელშეკრულების თანახმად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სტავროპოგიამ?“- განაცხადა დიაჩენკომ.
მისი სიტყვებით, ამ გადაცემის თვით ლეგალიზაციაც იწვევს კითხვებს, რადგან პარლამენტმა, რომელმაც მიიღო კანონი წმინდა ანდრიას ეკლესიის ფანარიონისადმი გადაცემის შესახებ, თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც წმინდა ანდრიას ეკლესია ამოიღო იმ ობიექტების სიიდან, რომელთა გადაცემა აკრძალულია.
„არქიტექტურის ძეგლებზე გადწყვეტილებების მიღება შეუძლია მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას მინისტრთა კაბინეტის სახით. პარლამენტმა ეს განახორციელა და უკვე არსებული კანონის საფუძველზე - არაკონსტიტუციურის - მიიღეს მთავრობის გადაწყვეტილება. ეტყობა, ბატონ გროისმანს (აღნიშნული გადაწყვეტილების დროს მას პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, - რედ.) ესმოდა, რაზე იყო ლაპარაკი და მოთხოვა პოროშენკოს გარანტია პარლამენტის კენჭისყრის სახით. მხოლოდ ამის შემდეგ გროისმანმა შეცვალა 2001 წლის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, რომელიც შეიცავდა ობიექტების ჩამონათვალს, რომელთა გადაცემა და გამოყენება აკრძალული იყო. ამ სიიდან ამოშალეს წმინდა ანდრიას ეკლესია. ასე იქნა დაშვებული მისი გადაცემის უფლება“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
„მაგრამ საქმე იმაშია, რომ თვით კანონი და დადგენილება მიიღეს ერთი წლით ადრე, სანამ სტავროპიგია დარეგისტრირდებოდა როგორც იურიდიული პირი. ესე იგი მათ ჯერ ეს მიიღეს, ხოლო შემდეგ სტავროპოგია სხვა სახელწოდებით დარეგისტრირდა როგორც რელიგიური ორგანიზაცია. მეტიც, კანონში და დადგენილებაში ის აღნიშნულია სხვადასხვანაირად. ხან როგორც კარ-მიდამო, ხან კი როგორც სტავროპიგია. წარმოიშვა გაუგებრობა სახელწოდებებში, ტერმინებში. უკრაინამ თავისი ხარჯით დააფინანსა რესტავრაცია (წმ. ანდრიას ეკლესიის, - რედ.) და უბრალოდ აჩუქა ის კონსტანტინოპოლს“, - დაამატა ექსპერტმა.
ალბანეთში გარდაცვლილი წინამძღვრის სულიერი ანდერძი წაიკითხეს
მეუფე ანასტასის ანდერძი დაიწერა 2008 წელს.
ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის პანაშვიდი გადაიხადეს
ტირანის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საღმრთო წირვაზე შეიკრიბა ალბანური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები.
ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად
უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.
რომის პაპს ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში
რკე-ის ხელმძღვანელის კლინიკური მდგომარეობის შეფასებას 24-48 საათი დასჭირდება.
ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა
უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.
ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“
სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".