უმე-ს მრევლმა სოფელ სტადნიკში ლიტურგია ქუჩაში ჩაატარა

ლიტურგია ღია ცის ქვეშ სოფელ სტადნიკში. ფოტო: rivne.church.ua

2023 წლის 26 ოქტომბერს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე, როვენის ეპარქიის ოსტროგის ოლქის სოფელ სტადნიკის მრევლმა ლიტურგია ქუჩაში ჩაატარა - მეუ-ს მიერ მიტაცებული ტაძრის კართან, იუწყება ეპარქიის პრეს-სამსახური.

ამ დღეს ღვთისმსახურება დეკანოზმა ალექსანდრე მაქსიმიუკმა ოსტროგის ოლქის სამღვდელოებასთან ერთად ჩაატარა.

სადღესასწაულო ლიტურგია  სამღვდელოებამ ღია ცის ქვეშ, ეკლესიის დაკეტილ კართან ჩაატარა. ქადაგებაში დეკანოზმა აღნიშნა, რომ „დღეს ეკლესიაში ჩაკეტილი ღვთისმშობელი ტიროდა“.

მან ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც სოფელ სტადნიკის უმე-ს მრევლს მხარი დაუჭირა, ამ სოფლის მაცხოვრებლებს, საეკლესიო გუნდს, ყველას, ვინც  ეკლესიისადმი ერთგულება შეინარჩუნა და ერთი წლის განმავლობაში, მიუხედავად ყველაფრისა, მრევლის ლოცვით ცხოვრებასაც ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს მეუ-ს მომხრეებმა ღვთისმშობლის შობის ტაძარი, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით,  თავიანთ სტრუქტურაში გადაარეგისტრირეს. 2022 წლის მარტის დასაწყისიდან  მეუ-ს რეიდერები ცდილობდნენ  ღვთისმშობლის შობის ტაძრის მიტაცებას, ხოლო 15 მაისიადან ტაძარი დალუქეს ჩხუბის მერე, რომელიც განხეთქილების მომხრეებმა მოაწყვეს.

ამჟამად ღვთისმშობლის შობის ტაძარი სტადნიკში დალუქულია, ხოლო უმე-ს მრევლი ყოველ კვირას ღვთისმსახურებებს ტაძართან ატარებს. „მეუ-ს ახალშექმნილი მრევლი არც ტაძრის ტერიტორიაზე, არც სოფლის ტერიტორიაზე ლოცვაზე არ დადის“, - აღნიშნეს როვენის ეპარქიის საიტზე.

ალბანეთში გარდაცვლილი წინამძღვრის სულიერი ანდერძი წაიკითხეს

მეუფე ანასტასის ანდერძი დაიწერა 2008 წელს.

ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის პანაშვიდი გადაიხადეს

ტირანის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საღმრთო წირვაზე შეიკრიბა ალბანური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები.

ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.

რომის პაპს ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში

რკე-ის ხელმძღვანელის კლინიკური მდგომარეობის შეფასებას 24-48 საათი დასჭირდება.

ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა

უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.

ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“

სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".