უკრაინაში ტოტალური კონტროლის მიზნით „მოქალაქეთა რეიტინგის“ შემოღება სურთ

უკრაინაში სურთ შემოიტანონ ტოტალური ციფრული კონტროლი. ფოტო: depositphotos.com

უკრაინაში სურთ შემოიტანონ ტოტალური ციფრული კონტროლი. ფოტო: depositphotos.com

უკრაინაში შეიძლება მალე შეიქმნას მოქალაქეთა მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელიც თითოეულ უკრაინელზე შეიცავს სხვადასხვა წყაროებიდან ამოკრებილ მონაცემებს, რაც  საშუალებას მისცემს ხელისუფლებას დაამყაროს ტოტალური „ციფრული დიქტატურა“, იუწყება «Вести»

რეესტრში შეკრებილ მონაცემთა საფუძველზე ჩამოყალიბდება მოქალაქეთა სოციალური რეიტინგი. ნიმუშად აღებულია სოციალური რეიტინგის სისტემა ჩინეთში, სადაც ერთიანი საინფორმაციო ორგანო აწარმოებს ხალხის ანალიზს 160 კრიტერიუმით. დაბალი რეიტინგის დროს ადამიანი შეიძლება დაითხოვონ სახელმწიფო სამსახურიდან, უარი უთხრან არენდაზე, არ მისცენ კრედიტი და ა.შ. რეიტინგის დაკარგვა შესაძლებელია, მაგალითად, გადასახადებისა და ჯარიმების გადაუხდელობის გამო,  საზოგადოებრივ ადგილებში და ტრანსპორტში მოწევისთვის, მოძრაობის წესების დარღვევის გამო, მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტებში  მონაწილეობისთვის და სოცქსელებში რისხვის შემცველი პოსტებისთვის.

უკრაინის პარლამენტის გამოცემის წყაროების მონაცემთა თანახმად, შესაბამისი პროექტი უკვე მუშავდება უმაღლეს რადაში.

ახალ პროექტს შეუძლია კანონიერი გახადოს სახელმწიფოს კონტროლი ადამიანის ცხოვრების სხვადახვა  სფეროზე. ეს არის მოქალაქეთა შეფასება სხვადასხვა პარამეტრებით, როგორც ჩინეთში სოციალური კრედიტის სისტემა. სასარგებლო საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, მაგალითად, დონორობისთვის, ვოლონტიორობისთვის, რომელიც ამჟამად არანაირად არ რეგულირდება, სოციალურ პროექტებში მონაწილეობისთვის, მაგალითად, სოციალური ბიუჯეტების შემუშავებისთვის ან კრედიტების დროული დაფარვისთვის დაირიცხება ქულები. ხოლო ჯარიმებისთვის, სხვადასხვა სფეროში ვალებისთვის, ალიმენტების ჩათვლით, გადასახადებისგან თავის არიდების გამო  ქულები ჩამოიჭრება. საბოლოოდ ადამიანს გაუჭირდება სამსახურის შოვნა, კრედიტის აღება და საზღვარგარეთ წასვლაც კი. ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება, როდესაც უკრაინაში არსებული ყველა ბაზა გაერთიანდება ერთიან ბაზაში“, - განუცხადა გამომცემლობას ერთ-ერთმა სახალხო დეპუტატმა და დაამატა, რომ ასეთი იდეები ახლა განიხილება, „ხოლო რა და როდის იქნება, ჯერ უცნობია“.

ზოგიერთი მონაცემით, ეს იდეები განხორციელდება ახალ სამოქალაქო კოდექსში.

როგორც ადვოკატმა ივანე ლიბერმანმა აღნიშნა, „ახალ-ახალი ბაზების დანერგვასთან ერთად, უკრაინელთა თავისუფლება შემოიფარგლება მხოლოდ „სამზარეულოთი“. ყველაფერი შემოწმდება, ყველა მონაცემი იქნება ერთიან სახელმწიფო რეესტრში, რომელიც  მისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის. <...> ამ ბაზებით, როდესაც ისინი გაერთიანდებიან,  „ერთი კლიკით“  ადამიანის საქმიანობის მთელი ისტორიის  გაგება იქნება შესაძლებელი. მონაცემებზე დაყრდნობით კი - ადამიანის შეფასება, შესაბამისად, მას  შეეზღუდება კეთილდღეობის მოპოვების საშუალებები“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი გამოვიდა პიროვნების ციფრული კონტროლის წინააღმდეგ.

ТЦК წაიყვანა მრავალშვილიანი მღვდელი УПЦ პირდაპირ ჯვრის მსვლელობიდან პოჩაევში

კოზელშჩანის ოლქის კეთილმოწესე უკვე პოლიგონზე იმყოფება.

«Иерарх» ПЦУ რუსული პასპორტით კელოგი გაათავისუფლებულ ყირიმში მიიწვია

კლიმენტ კუშმა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს აცნობა, რომ ყირიმი – ეს უკრაინაა.

ბულგარელი მღვდელი: ლავრაში ღვთისმგმობა მთელი ქრისტეს ხალხის დარტყმაა

მამა ვასილ ვასილევმა კიევ-პეჩერის ლავრაში მიმდინარე მოვლენები უღმერთო რეჟიმის დევნას შეადარა.

დუმენკომ ლიეტუვაში კონსტანტინოპოლის ეგზარქოსთან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის „დესტრუქციული როლი“ განიხილა

კიევში ვიზიტის დროს, ფანარის წარმომადგენელმა და მეუ-ს ხელმძღვანელმა უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში მართლმადიდებლობის მდგომარეობა განიხილეს.

კამენეციდან რელიგიური მსვლელობა პოჩაევის ლავრაში შევიდა

პოჩაევის მაცხოვრებლებმა რელიგიური მსვლელობის წინაშე მუხლი მოიყარეს, რათა მათზე ჯვრები და ხატები გადაეტანათ.

საბერძნეთში გამართულ კონფერენციაზე მართლმადიდებლური ანთროპოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები განიხილეს

კონფერენციამ შეახსენა, რომ ადამიანი ღვთის ხატია და არა „ციფრი“ ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სისტემაში.