რომის პაპმა ოფიციალურად დართო ნება ქალებს იმსახურონ საკურთხეველში

რომის პაპი და ქალები საკურთხეველში. ფოტო: vaticannews.va

2021წლის 10 იანვარს რომის პაპმა ფრანცისკემ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის თანახმადაც ქალები დაიშვებიან საკურთხეველში მკითხველებისა და აკოლიტების (დამხმარეების) მსახურებით, იუწყება ვატიკანის ოფიციალური საიტი.

პაპის ტახტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პონტიფიკოსმა დააკანონა ის, რაც უკვე ათწლეულებია დანერგილია რომის კათოლიკურ ეკლესიაში, სადაც სხვადასხვა ტაძრებში ქალები  მესის დროს კითხულობენ ღვთის სიტყვას, საკურთხეველთან მსახურობენ მინისტრანტებად და აზიარებენ მრევლს.

ამასთან, ვატიკანის საიტზე აღნიშნავენ, რომ „აქამდე ეს მსახურება ხორციელდებოდა ინსტიტუციონალური მანდატის გარეშე, წმინდა პაპის იოანე პავლე VI გვერდის ავლით, რომელმაც 1972 წელს დაუშვა ეს მსახურება მხოლოდ ერისკაცებისთვის“.

ახლა კი, ე.წ. „სამოციქულო ეპისტოლეში“ Spiritus Domini რომის პაპმა  შეცვალა კანონიკური სამართლის კოდექსის 230 კანონის პირველი პარაგრაფი, სადაც აღნიშნა, რომ „ზემოხსენებულ მუდმივ მსახურებაზე ქალებიც დაშვებულია“, ხოლო „ასეთი მსახურების კანონიკური სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შესრულდეს შესაბამისი ლიტურგიკული რიტუალი“.

კანონის ახალი ფორმულირება ასე ჟღერს: „ერის ადამიანი, გარკვეულ ასაკს მიღწეული და დაჯილდოვებული იმ თვისებებით, რომელიც განსაზღვრულია ეპისკოპოსთა კონფერენციის დეკრეტით, შესაბამისი ლიტურგიკული რიტუალის ჩატარების შემდეგ, შესაძლებელია დაინიშნოს  მკითხველის ან აკოლიტის მუდმივ  მსახურებაზე“. ამგვარად, პაპმა ამოიღო იქ არსებული განსაზღვრება „ერისკაცი“.

პონტიფიკოსის აზრით, „ბოლო წლებში ჩვენ დოქტრინის განვითარებამდე მივედით“, ხოლო „ეკლესიის მიერ დადგენილ  გარკვეულ  მსახურებებს საფუძვლად უდევთ ნათლობის მიღების საერთო პირობა და ამ საიდუმლოებით მიღებული სამეუფო საღვთოება“. 

კარდინალ ლუი ფრანჩესკო ლადარია ფერერის სწავლების კონგრეგაციის პრეფექტის სახელზე დაწერილ წერილში პაპი შეეცადა თავისი გადაწყვეტილების საღვთისმეტყველო მიზეზების ახსნას.

მან დააკავშირა ისინი „განახლებასთან, რომელიც დაიწყო ვატიკანის მეორე კრებაზე, აგრეთვე  ყველა მონათლულის ერთობლივი საეკლესიო პასუხისმგებლობის, განსაკუთრებით ერის ხალხის მისიის,  ხელახლა გადახედვის გადაუდებელ აუცილებლობასთან“.

რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა კარდინალს შეახსენა პაპ იოანე პავლე II სიტყვები, რომელთა თანახმად „ეკლესიამ არავითარ შემთხვევაში  არ უნდა დაუშვას ქალთა მღვდლებად  ხელდასხმა“. თუმცა, პაპ ფრანცისკეს აზრით, „მსახურება, რომელიც სამღვდლოსთან კავშირში არ არის, შესაძლებელია და დღესდღეობით  ამ  შეზღუდვის გადალახვა გონივრულად გვესახება“.

დამხმარედ ან მკითხველად მსახურების უფლების მინიჭება ერის ორივე სქესის  წარმომადგენელთათვის  ხელს შეუწყობს  აღიარებას იმ ძვირფასი წვლილისა, რომელიც ერის ხალხს, მათ შორის ქალებსაც, ლიტურგიის მეშვეობით  შეაქვთ ეკლესიის ცხოვრებასა და მისიაში. <...> ქალებისთვის ამ მოვალეობების მინიჭების გადაწყვეტილება, რასაც მოყვება სტაბილურობა, საზოგადოებრივი აღიარება და ეპისკოპოსის მხრიდან მანდატი, უფრო ეფექტურს ხდის  საყოველთაო მონაწილეობას ეკლესიაში და სახარებისეულ ქმედებებში“, - თვლის პაპა ფრანცისკე.

აკოლიტი  - სასულიერო პირის საწყისი  საფეხური  - ეპისკოპოსის ან პრესვიტერის დამხმარე, შემდგომში კი ღვთისმასახური ერისკაცი რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელსაც გარკვეული მსახურება აქვს მესის დროს. აკოლიტის მოვალეობაში შედის სანთლების დანთება და ტარება, პურისა და ღვინის მომზადება ევქარისტიული კურთხევისთვის, აგრეთვე რიგი სხვა ფუნქციები; სპეციალური კურთხევით რომის კათოლიკურ ეკლესიაში აკოლიტს შეუძლია აზიაროს მორწმუნეები.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ კათოლიკე ეპისკოპოსის კარლოს ესკრიბანოს აზრით, „ქალ-მღვდლებს“ შეუძლიათ გადალახონ სასულიერო პირების მცირერიცხოვნობის კრიზისი, ხოლო ლუქსემბურგის არქიეპისკოპოსმა ჟან კლოდ ქოლერიქმა განაცხადა, რომ „გახსნილია“ ქალებისთვის, რომელთაც სურთ გახდნენ მღვდლები.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.