უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ბლანკებში შემოიღო „უცნობი სქესი“, - მასმედია
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად შემოიღო დამატებითი „უცნობი სქესი“ COVID-19-ზე ლაბორატორიული ტესტირების მიმართვების ბლანკებში. ფოტო: premium.vgc.no
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად შემოიღო დამატებითი „უცნობი სქესი“ COVID-19-ზე ლაბორატორიული ტესტირების მიმართვების ბლანკებში. ამის შესახებ განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფის დირექტორატში, იუწყება «Українські новини».
უწყების პასუხში, რომელიც მიიღეს საინფორმაციო სააგენტოს შეკითხვაზე, დაზუსტებულია, რომ ბლანკი დამტკიცებულია ჯანდაცვის სამინისტოს 28.03.2020 №722 ბრძანებით „სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზება კორონავირუსით დაავადებულებისთვის (COVID-19)“.
ბლანკის გამოქვეყნებული ნიმუში მოწმობს, რომ უკრაინელებს, რომლებიც ტესტირებას გადიან კორონავირუსზე, თავაზობენ როგორც მამრობითი და მდედრობითი, აგრეთვე უცნობი სქესის მითითებას.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 12 სექტემბერს უკრაინამ მიიღო „ბიარიცის პარტნიორობის“ ოფიციალური სტატუსი. ექსპერტები თვლიან, რომ ამ საერთაშორისო პროექტის ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ე.წ. გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ემუქრებიან ტრადიციულ ფასეულობებს. ეკლესიაში, სადაც იზიარებენ უკრაინული საზოგადოების ღელვას გენდერული საკითხის წამოწევასთან დაკავშირებით, მოუწოდეს „პარტნიორობის“ მუშაობის კონტროლისკენ.
მანამდე უკრაინის განათლების მინისტრმა სერგეი შკარლეტმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს უკრაინელი მოსწავლეების სახელმძღვანელოების გადაკეთება გენდერული თანასწორობის გათვალისწინებით.
ალბანეთში გარდაცვლილი წინამძღვრის სულიერი ანდერძი წაიკითხეს
მეუფე ანასტასის ანდერძი დაიწერა 2008 წელს.
ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის პანაშვიდი გადაიხადეს
ტირანის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საღმრთო წირვაზე შეიკრიბა ალბანური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები.
ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად
უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.
რომის პაპს ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში
რკე-ის ხელმძღვანელის კლინიკური მდგომარეობის შეფასებას 24-48 საათი დასჭირდება.
ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა
უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.
ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“
სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".