მეუ-ს მომხრეებმა უმე-ს უკანონოდ წაართვეს ს. უსპენსკის ტაძარი, - იურისტი

წმინდა მიძინების სახელობის ტაძარი სოფელ უსპენკაში. ფოტო: alexandria-eparhia.org.ua

იროვოგრადის ოლქის, ონუფრიევსკის რაიონის სოფელ უსპენსკის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის გაერთიანებას უკანონოდ, სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირთა მონაწილეობით, ჩამოართვეს იურიდიული პირის სტატუსი და მიისაკუთრეს მისი ქონება. ამის შესახებ  მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირს უყვებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ალექსანდრიის ეპარქიის იურისტი მამა ვალერი.

მან გაიხსენა, რომ 2019 წელს სოფელში ჩაატარეს ორი კრება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მრევლის კანონიკური კუთვნილების საკითხზე. პირველი - უკანონო, სადაც ტერიტორიულმა გაერთიანებამ ა. მ. შკილისა და ა. ი. იაკოვენკოს ხელმძღვანელობით კენჭი უყარა უკრაინაში  მართლმადიდებელ  ეკლესიაში გადასვლას, მეორე - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური გაერთიანების კრება, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება „დარჩენილიყვნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში და  მისი ერთგულები ყოფილიყვნენ,  კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს  მიტროპოლიტ  ონოფრესა და   უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ალექსანდრიის ეპარქიის ალექსანდრიისა და სვეტლოვიდსკის ეპისკოპოსის ბოგოლეპის წინამძღვრობითა და მათთან ერთობაში“. 

კიროვოგრადის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციაში იგნორირება გაუკეთეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის გაერთიანების ნამდვილი წევრების გადაწყვეტილებას და პროტოკოლების ნამდვილობისა და განმცხადებლის უფლებამოსილების, ა.მ. შკილის,  სათანადო შემოწმების გარეშე ჩაატარეს გადარეგისტრირება, რის შედეგადაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიურმა ორგანიზაციამ დაკარგა იურიდიული პირის სტატუსი.

შკილმა, როგორც უკანონოდ გადარეგისტრირებული ორგანიზაციის ახალმა ხელმძღვანელმა შეიტანა კიროვოგრადის ოლქის სამეურნეო სასამართლოში სარჩელი, სადაც მიუთითა  არასწორი ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის საკუთრების უფლების გადაცემას უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებისთვის. სასამართლო ამ საქმეზე ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ  2021 წლის 22 თებერვალს უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური ორგანიზაცია უკვე შესულია უძრავი ქონების ფლობის სახელმწიფო რეესტრში როგორც საკულტო ნაგებობის მფლობელი.  

„ასეთი ცვლილებები უკანონოდ იყო გატარებული სახელმწიფო რეგისტრატორის ვ.ვ. რეპიახის მიერ, - აღნიშნა იურისტმა. - ცვლილებების შეტანის საფუძვლად მითითებულია მოწმობა საკუთრების უფლებაზე, რომლის ორიგინალი აქვს ი.ი. ონისკოს (ტაძრის წინამძღვარს - რედ.), ხოლო ასლი  მას არავისთვის არ წარუდგენია“.

2021 წლის 13 მარტს უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებამ ღვთისმშობლის მიძინების მიტაცებულ ტაძარში, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დალუქეს საკუთრების უფლებაზე კონფლიქტის გამო, ჩაატარა „სამადლობელი პარაკლისი“. ხოლო  უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები ტაძრად გადაკეთებულ შენობაში ლოცულობენ მათზე, ვინც მათი ტაძარი მიიტაცა.

ნიკოლოზობის დღესასწაულზე პრაღაში სატანისტური შოუ გაიმართება

შემზარავი არსებები საჩუქრების დარიგების ნაცვლად ბავშვებს შეაშინებენ.

19 ნოემბერს, უმე-ის ოდესის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ილოცებენ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთათვის

უმე აღავლენს ლოცვას ოდესის დაბომბვის შედეგად ყველა დაღუპულთა და დაშავებულთათვის.

მიტროპოლიტმა ევლოგიიმ მიუსამძიმრა სუმის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

სუმის ეპარქიის ყველა ეკლესიასა და მონასტერში განსაკუთრებული პარაკლისი აღევლინება.

Kyipride-მა ბოდიში მოიხადა თარიღის არჩევისთვის და გადადო ლგბტ ფესტივალი

ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს კრიტიკა გოლდომორის ხსოვნის დღეს მათი ღონისძიების გამართვის გამო.

ნოვოსელკაში უცნობმა პირებმა კვლავ გაქურდეს უმე-ის საეკლესიო სახლი

სოფელში უმე-ის მორწმუნეებს სისტემატიურად დევნიან.

პირველად, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები გამოიყენება სასულიერო სივრცეში

ინოვაცია დაეხმარება მათ, ვინც ვერ ახერხებს ვატიკანში ჩამოსვლას წმინდა პეტრეს ბაზილიკის დასათვალიერებლად.