ს.პრიპუტნში ,,თავისუფლების’’ წევრებმა უმე-ს ტაძარი დაარბიეს

სოფელ პრიპუტნში მეუ-ს წარმომადგენლებმა უმე-ს ტაძარი დაარბიეს. ფოტო: скриншот видео с facebook-страницы Г. Сухаревского

სოფელ პრიპუტნში მეუ-ს წარმომადგენლებმა უმე-ს ტაძარი დაარბიეს. ფოტო: скриншот видео с facebook-страницы Г. Сухаревского

2021 წლის 4 აპრილს პარტია ,,თავისუფლების’’ ნაციონალისტებმა ჩერნიგოვის ოლქის სოფელ პრიპუტნში უმე-ს კუთვნილი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აიღეს.

როგორც მჟკ-ს აცნობა მრევლმა, ღამით თავდამსხმელებმა გატეხეს ტაძრის ბოქლომი და ახალი დაკიდეს. ხოლო დღისით, «5 არხის» ინფორმაციული მხარდაჭერითა და პოლიციის უმოქმედობის შედეგად აიღეს ტაძარი.

მრევლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სოფელში ტაძრის აღების მიზნით დაახლოებით 20 ადამიანი მოვიდა. მრევლმა შეძლო მათი ნაწილის იდენტიფიცირება – ისინი იყვნენ ამავე რეგიონში უმე-ს კუთვნილი სხვა ტაძრების აღებაში მონაწილე პირები, კერძოდ, სოფელ კრუტის, პარაფიევკასა და სხვათა.

პარტია ,,თავისუფლების’’ ნაციონალისტების გარდა სოფელში გამოჩნდნენ დიმიტრი კორჩინსკის რადიკალური ორგანიზაცია ,,ბრატსტვას’’ წევრები, რომლებიც თითქოსდა თავიანთი საინფორმაციო რესურსისთვის ინტერვიუს ასაღებად იყვნენ მოსული .

ახლა ტაძარზე ჰკიდია დაფა წარწერით, რომ ეს არის მეუ-ს ტაძარი. ტაძრის თავზე სახელმწიფო დროშა დაკიდეს.

ავღნიშნავთ, რომ  სოფელ პრიპუტნის ტაძარზე ადრე განხორციელდა სქიზმატიკოსების მხრიდან დარბევა. ერთ ერთი დარბევის დროს, 2019 წლის სექტემბერში, აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტაძრის წინამძღვარს და მრევლს, რომელთაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ. მაშინ უმე-ს მრევლმა შეძლო ტაძრის დაცვა და ისინი აგრძელებდნენ ტაძარში ლოცვას.

უმე-ს მრევლი ირწმუნება, რომ მეუ-ს წარმომადგენლები, რომელთაც სოფელ პრიპუტნში მეთაურობას უწევს მსახურებიდან განკვეთილი იეროდიაკონი ლეონტი, არ ფლობენ არანაირ კანონიერ უფლებას ამ ტაძარზე. მათ მხოლოდ რეგისტრაციის საბუთი აქვთ, რომელიც ფიქტიურად ითვლება, რადგან არაკანონიერი გზით მოიპოვეს.

ცოტა ხნის წინ სოფლის მოსახლეობამ შეაგროვა ხელმოწერები ტაძრის დასაცავად. რათა ტაძარი დარჩენილიყო უკრაინის კანონიკური მართმადიდებლური ეკლესიის მფლობელობაში, მოგროვდა დაახლოებით 300  ადამიანის ხელმოწერა.

ადრე მჟკ წერდა, რომ მეუ-ს მორწმუნეებმა არაკანონიერი გზით მოიპოვეს უმე-ს კუთვნილ ტაძარზე მფლობელობის უფლება.

ჩერკასის ეპარქიაში განაცხადეს, რომ საიტი დახურეს სბუ-ს მოქმედებების გამო

მმართველობაში ცდილობდნენ პლატფორმის ტექნიკური მახასიათებლების გამოყენებას ვებსაიტის მოდერატორების ბრალდებისათვის.

ათასობით ბულგარელი გამოვიდა მსვლელობაზე თემის „სიკეთეები და რელიგიები“ მხარდასაჭერად

სულიერი პირები და მორწმუნეები ბულგარეთის ეკლესიიდან მოვიდნენ განათლების სამინისტროს ინიციატივის მხარდასაჭერად.

წმინდა სინოდის თავმჯდომარე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (უაპც) 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხმელნიცკის ეპარქიის ზეიმებს გაუძღვება

ბლაჟენეიშმული ჩაატარებს ლიტურგიას და საკათედრო ტაძრის კურთხევას ხმელნიცკში.

Тრამპი: უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის შორის მოლაპარაკებები ვატიკანში უნდა გაიმართოს

აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინთან საუბრის შესახებ ისაუბრა.

В კიევის სულიერ სკოლებში გამოიცა სამეცნიერო ჟურნალი „კდას ნაშრომები“ ორი ტომით

„კდას შრომებში“ ქვეყნდება მეცნიერების სტატები პროფესორების, ასოცირებული პროფესორების, აკადემიის მასწავლებლების, ასევე საერო და სულიერი დაწესებულებების.

მიტროპოლიტი მელეტე მიტოვებულ ვასილიევსკის приходს უჭერს მხარს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერნოვცებში

იუპც-ის იერარქმა მოუწოდა მორწმუნეებს არ გაბრაზდნენ და შეინარჩუნონ სულიერი მშვიდობა, რადგან «ეს ჩვენი იარაღია, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძლიერი».