უუს გენერალმა მოუწოდა, რომ „გაწმინდონ“ უმე-ს მონასტრები

უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე სკიპალსკი. ფოტო: glavred.info
უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე სკიპალსკიმ პროგრამის «Борковский & Валевская» ეთერში ტელეარხ „ესპრესოზე“ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მონასტერი უნდა გაიწმინდოს, იმიტომ რომ იქ „იმყოფება ხალხი, რომლებიც რუსი დივერსანტებივით იქცევიან“.
„ჩვენ ძალზე ძლიერი მეხუთე კოლონა გვყავს. ეს ის ხალხია, რომლებიც თავს რუსეთის შემადგენლობაში მოიაზრებენ... ჩვენ უნდა გავწმინდოთ ყველა მოსკოვის მონასტერი , სადაც ყოველდღიურად იღებენ ინფორმაციას იმ ხალხზე, ვისაც რუსი დევერსანტების ქცევა და ფსიქოლოგია აქვთ. სამუშაო ბევრია. გახსოვდეთ, იმ საშიშროების ფონზე, რაც გაგვაჩნია, ყველაზე საშიში დარტყმა გველოდება ზურგში. ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალმა.
„იმ შემთხვევაში, თუ ომი იქნება, ჩვენ კი ყველას გვესმის, რომ ეს შესაძლებელია, მთელმა ქვეყანამ უნდა იბრძოლოს. საჭიროა უკრაინელების მობილიზება, რომ მათ გედები კი არ დაიჭირონ, არამედ მედვედჩუკები“, - დაამატა გენერალ-ლეიტენენტმა.
როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, პრეზიდენტის ოფისში დაარეგისტრირეს მორწმუნეთა მიმართვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროვების შესახებ.

საქართველოს პატრიარქი მსოფლიოს გამარჯვების დღეს ულოცავს
პატრიარქმა ილია II-მ გაიხსენა გამარჯვებულთა გმირობა და მოუწოდა მშვიდობის შენარჩუნებისკენ მომავალი თაობების საკეთილდღეოდ.

პოტურაევი: ანტიკორუფციულ სააგენტოებს 3894 კანონთან დაკავშირებით კითხვები აქვთ
პარლამენტის წევრმა ჩიოდა, რომ კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანტიეკლესიური კანონით ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს.
კრეტის ეკლესია ხელისუფლებას მიტროპოლიტის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს
კრეტის ეკლესიის სინოდმა მკვეთრად გააპროტესტა სახელმწიფოსა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ჩარევა ახალი მიტროპოლიტის არჩევნებში.
ჩერნოვცის რსა-მ გაავრცელა ინფორმაცია, თუ რამდენი უმე-ს სამრევლო „გადავიდა“ მეუ-ში
ბუკოვინაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 367 რელიგიური თემი ფუნქციონირებს, რომელთაგან ზოგიერთი, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თითქოს, მეუ-ს შეუერთდა.
მეუ-ში რკეს-ის მონაზონის ლექცია გაიმართა
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საკრებულოთაშორისო წარმომადგენლობის წევრმა, ვანესა ლარინამ, ზორას და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სხვა წევრებს პოსტ-სიმართლის ეპოქაში სიმართლის დამახინჯების შესახებ უამბო.
პოჩაევის ლავრაში წმინდა ამფილოქეს წმინდა ნაწილებით მსვლელობა ჩატარდა
მონასტერში დღესასწაულები წმინდანის კანონიზაციის დღეს დაიწყო.