მოულოდნელად: შევჩუკმა თქვა: კონფლიქტი დონბასში სამხედრო გზით ვერ გადაწყდება
უბკე-ს მეთაური სვიატოსლავ შევჩუკი. ფოტო: fakty.com.ua
უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა, რომ არ არსებობს დონბასში კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება და მისი შეჩერება მხოლოდ დიპლომატიური გზით შეიძლება, იუწყება «VaticanNews».
„ეს კი ნამდვილი ტრაგედიაა, რადგან ჩვენ ყველას ომის შეჩერების დიდი იმედი გვქონდა, კონფლიქტის პოლიტიკური, დიპლომატიური გზით გადაწყვეტის იმედი, ყველამ ვიცით, რომ არ არსებობს ამ სიტუაციის სამხედრო გზით მოგვარება“, - თქვა მან.
„არა ომს! დაყარეთ იარაღი! - მოუწოდა შევჩუკმა. - როგორც უწმინდესი მამა ფრანცისკე ამბობდა, ომით ვერაფერს ვარ შეიძენ, მაგრამ ყველაფერს დაკარგავ. გონიერებამ, დიალოგმა, აგრეთვე დიპლომატიურმაც, უნდა გადაწონონ იარაღის გამოყენების ცდუნება ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისას საერთაშორისო-პოლიტიკური თვალსაზრისით“.
მანამდე სვიატოსლავ შევჩუკი სულ სხვა რამეს ამბობდა.
2019 წლის ივნისში შევჩუკმა განაცხადა, რომ „ჩვენ არ გვინდა დონბასში მშვიდობა ნებისმიერ ფასად“.
2019 წლის ოქტომბერში უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ დონბასში ომისგან მხოლოდ ისინი დაიღალენ, „ვისაც თავის გადარჩენა სურს“ და მოუწოდა მოუსმინონ ჯარისკაცებსა და მოხალისეებს, ვინც „გვიხსნის, რომ იმარჯვებს მხოლოდ ის, ვისაც ყველაფრის გაცემა შეუძლია“.
2019 წლის ნოემბერში შევჩუკმა განაცხადა, რომ „ძალზე საშიშია ნებისმიერ ფასად ომის დამთავრების აუცილებლობაზე ლაპარაკი“ და ნაცისტებს შეადარა ისინი, ვინც მშვიდობისკენ მოუწოდებს: „ძალზე საშიშია აყვე აგრესორს ეგრეთ წოდებული მშვიდობის გამო, ანუ ხელები აწიო. ეს მაგონებს ევროპაში ნაცისტური პროპაგანდის ლოგიკას ჰიტლერის აგრესიის კონტექსტში... ხუთი წელია ვლაპარაკობთ: ნუ გვკლავთ, შეწყვიტეთ და მაშინ დავიწყებთ ლაპარაკს. ხომ შეიძლება, უბრალოდ შევწყვიტოთ სროლა? ეტყობა, არც ისე მარტივად არის ყველაფერი“.
ალბანეთში გარდაცვლილი წინამძღვრის სულიერი ანდერძი წაიკითხეს
მეუფე ანასტასის ანდერძი დაიწერა 2008 წელს.
ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის პანაშვიდი გადაიხადეს
ტირანის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საღმრთო წირვაზე შეიკრიბა ალბანური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები.
ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად
უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.
რომის პაპს ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში
რკე-ის ხელმძღვანელის კლინიკური მდგომარეობის შეფასებას 24-48 საათი დასჭირდება.
ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა
უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.
ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“
სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".