უმე-ს იერარქმა მოუწოდა დაიცვან ბავშვები ლგბტ იდეოლოგიის პროპაგანდისგან

ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: life.znaj.ua

ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: life.znaj.ua

კიევის საპატრიარქოს ვიკარმა, ბარიშევის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) ისაუბრა საიტთან «Православие.ru» სასკოლო ბიბლიოთეკებში წიგნის  გამოჩენაზე «პრინცესა + პრინცესა: დიდხანს და ბედნიერად» ორ ქალს შორის ურთიერთობაზე და ეკლესიის პოზიცია დააფიქსირა ამ საკითხთან დაკავშირებით.

«ეკლესიის დამოკიდებულება მსგავს საკითხთან დაკავშირებით შეიძლება იყოს მხოლოდ უარყოფოთი და ამ საკითხზე ეკლესიის პოზიცია დამყარებულია რამდენიმე არგუმენტზე როგორც რელიგიურ, ასევე ზოგადად საეროზე», – განაცხადა უმე-ს წარმომადგენელმა ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციაში. – ბიბლიაში ნათლად წერია, რომ ერთსქესიანთან კავშირი – ეს საზიზღრობაა ღვთის წინაშე,  რადგან მეძავები და მამათმავლები არ დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს (1 Кор. 6, 9). ლგბტ-იდეოლოგიას წმინდა წიგნში არ აქვს იოტისოდენა გამართლება და მართმადიდებელი ადამიანის გონებაში მისი ადგილი არ არის».

ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ევროპაში, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება რომ ,,ერთსქესიანთა ქორწინება’’ ეკლესიის მხრიდან იქნება ნებადართული, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში გენდერული უმცირესობის წევრებმა შეძლეს  მორწმუნეთა გონების ფორმირება.

«ამიტომ ჩვენ განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ არა მარტო იმის გამო, რომ დავიცვათ საეკლესიო სწავლება, არამედ რომ დავიცვათ ყველაზე მთავარი, ჩვენი ბავშვები ლგბტ იდეოლოგიის დამღუპველი ზეგავლენისგან. დამტკიცებით შიძლება იმის თქმა, რომ ჩვენი მომავალი გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვახერხებთ გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში», – ხაზი გაუსვა ეპისკოპოსმა ვიქტორმა და შეგვახსენა, რომ ბავშვები ლგბტ პროპაგანდისგან პირველ რიგში მშობლებმა უნდა დაიცვან.

«ვიტყვი მეტს, მშობლები რომ არ იყვნენ ჩუმად, არ დემონსტრირებდნენ თავიანთ უინტერესობას, სკოლებში ვერ შეაღწევდა ლგბტ პროპაგანდა ამ დოზით. და ასევე საზოგადოებრივ დონეზე ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ მივიღოთ რაღაც გადაწყვეტილებები, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ დამღუპველი ლგბტ აბრევიატურის პოპულიზაციას, რომელიც ცოტაც და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება», – განაცხადა ეპისკოპოსმა.

ადრე ოდესის რეგიონულმა საბჭომ მხარი დაუჭირა სასკოლო ბიბლიოთეკებიდან ლგბტ წიგნების ამოღებას და ასევე მხარი დაუჭირა ტრადიციული ღირებულებების პოპულიზაციას.

წმინდა იოანე ოქროპირის პატიოსანი თავი ბუქარესტში მიიტანეს

თავი უხრწნელი ყურით — სიწმინდე, რომელიც ეკლესიაში განდიდებულია როგორც განსაკუთრებული საჩუქარი წმინდა იოანე ოქროპირისგან.

ხარკოვის ეპარქიაში აკურთხეს ხეივანი დაცემული მეომრების პატივსაცემად

კეგიჩევკაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებმა უკრაინის დაცემული დამცველების ხსოვნისთვის გმირების ხეივანი აკურთხეს.

Эрдоган: ხუთი წლის წინ ჩვენ გავათავისუფლეთ აია-სოფია ჯაჭვებისგან

თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ალლაჰის ნებით აია-სოფია სამუდამოდ დარჩება მეჩეთად.

კოლაბორაციონიზმი, – პცუ-ში განმარტეს, რატომ ამოშალეს ალექსანდრე ნევსკი

«იერარქი» პცუ-მ განაცხადა, რომ ვერ ხედავს ცუდს ქსენია პეტერბურგელის და მატრონა მოსკოველის პატივისცემაში.

ამსტერდამი: უკრაინა – რისკიანი ინვესტიცია ეკლესიის წინააღმდეგ რეპრესიების გამო

იურისტმა მიმართა კონფერენციის მონაწილეებს რომში, მიუთითა რა უკრაინაში УПЦ-ის დევნაზე და მორწმუნეთა უფლებების სისტემურ დარღვევებზე.

უკრაინაში ააგეს „სპასა ნერუკოტვორნი“ ნაღმებისა და ჭურვების ნამსხვრევებისგან

შავი ფერის «ქრისტეს სახე» განათავსეს «პირსახოცზე», რომელიც გაბრტყელებული, ოქროთი დაფარული ვაზნებისგან შედგება.