პატრიარქი თეოფილე III მადლმოსილ ცეცხლს გადასცემს უმეს,-მიტროპოლიტი კლიმენტი

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა. ფოტო: moya-planeta.ru
უმე-ს სინოდალური საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების თავმჯდომარემ ნეჟინისა და პრილუკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა (ვეჩერიამ) გვაუწყა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია არის ქვეყნის რელიგიურ კონფესიებს შორის ერთადერთი, რომელსაც იერუსალიმის ეკლესიის თავმჯდომარე პატრიარქი თეოფილე III გადასცემს ლამპარს მადლმოსილი ცეცხლით, უფლის საფლავის ტაძარში მისი გადმოსვლის დღეს.
პატრიარქის ეს ჟესტი არის „როგორც ოფიციალური ძმური დალოცვა კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის“, აუწყა მიტროპოლიტმა კლმენტიმ ინტერნეტ-გამოცემას „სტრანა.U.A”.
თუ მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის სასწაული ამ წელს მოხდება, ის იერუსალიმში ღვთიმსახურების დროს აღსრულდება, კიევის დროით დაახლოებით ნაშუადღევს, ხოლო 19.00-თვის სიწმინდეს უკვე დედაქალაქის აეროპორტში დახვდებიან, ივარაუდა მღვდელმთავარმა.
მეუფე კლიმენტიმ მიუთითა, რომ წმინდა მიწაზე ცეცხლისთვის გაფრინდება და მას სპეცრეისით სახლში მოიტანს უმე-ს სამღვდელოების დელეგაცია, რომელსაც სათავეში ჩაუდგება ბორისპოლისა და ბროვარიის მიტროპოლიტი ანტონი. კიევში ჩამოსვლისთანავე, სიწმინდეს უმალ გადააბრძანებენ კიევ-პეჩორის ლავრაში, სადაც მორწმუნეები შეძლებენ ცეცხლიდან საკუთარი სანთლებისა და ლამპარის გადანთებას. აქედან უმე-ს ეპარქიების დელეგაციები მადლმოსილ ცეცხლს უკრაინის ყველა რგეიონში წააბრძანებენ.
მღვდელმსახურის სიტყვებით, დიდი შაბათის 23:00, აღდგომის ღვთისმსახურების დაწყების წინ, მოხდება მთავარი მოვლენა, რომელიც უკავშირდება მადლმოსილ ცეცხლს - უმე-ს მორწმუნეებისა და სასულიერო პირების შეხვედრა თავიანთ წინამძღოლთან, უნეტარეს მიტრპოლიტ ონუფრისთან.
„სწორედ მაშინ სააღდგომო ზეიმი დაიწყება კიევ-პეჩორის ლავრის სატრაპეზო ტაძარში მადლმოსილი ცეცხლის შეტანიდან, როგორც იმ წმინდა ზეიმის სიმბოლური გაგრძელება, რომელიც იერუსალიმში აღსრულდება“, - გაანცხადა უმე-ს სინოდალური განეყოფილების მეთაურმა;.
უმე-ს დელეგაციის გარდა, მადლმოსილი ცეცხლისთვის კიდევ ათი ქვეყნის - რუსეთის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, ყაზახეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის წარმომადგენლები ჩაფრინდებიან.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში მსოფლიო რელიგიების დეპარტამენტის დირექტორმა შარონ რეგევმა განაცხადა, რომ ამ ქეყნების თვითმრფინავებს ბენ გურიონის სახელობის აეროპორტში მიიღებენ, რომელც ჯერ კიდევ დაკეტილია უცხოელებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო. „ამის მიუხედავად, ისინი შეძლებენ წმინდა ცეცხლის მიღებას იერუსალიმში და მის წაღებას სახლში“, - განაცხადა ჩინოვნიკმა.
ადრე მჟკ-მ გამოაქვეყნა უკრაინის ტელეარხებზე სააღდგომო ღონისძიებების გადაცემების განრიგი.

რადაში შეიტანეს ახალი კანონპროექტი გენდერისა და ლგბტ-ის მხარდასაჭერად
დოკუმენტმა ჩაანაცვლა ზაფხულში გაწვეული №5488 და აძლიერებს პასუხისმგებლობას გენდერული და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციისთვის.
მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო ადვოკატი გახდა სომხური ეკლესიის დამცველი
რობერტ ამსტერდამი ერევანში ჩადის ხელისუფლების მუქარების მიუხედავად.
საფრანგეთში გააუქმებენ აღდგომის ორშაბათის დასვენების დღეს ეკონომიის მიზნით
პარიზი ამზადებს რადიკალურ ზომებს 2026 წლის ბიუჯეტის ხარჯების შემცირებისთვის.
ამერიკისა და მაკედონიის ეკლესიების წინამძღვრების ლიტურგია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება
ვაშინგტონში წირვა მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალურ აღიარებას აღნიშნავს ამე-ს მიერ.
მეუ-ს აქტივისტებმა უმე სიტყვა „მართლმადიდებლების“ გამო პრორუსულ ორიენტაციაში დაადანაშაულეს
„იერარქ“ ვიქტორ ბედის ლოცვა-კურთხევით შექმნილმა საძმომ გამოაქვეყნა სვიტერში გამოწყობილი მამაკაცის ფოტო წარწერით „ჩვენ მართლმადიდებლები ვართ“.
მისი უნეტარესი: როდესაც სულით ეცემი, ყოველთვის უნდა სთხოვო ღმერთს, რომ ხელი გამოგიწოდოს
უმე-ის წინამძღვარმა ლიტურგიაზე ქადაგების დროს მოუწოდა, სულიერი დაცემის დროს სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ, არამედ ღმერთს მიმართოთ.