პოლონეთში ლგბტ-ს კრიტიკისათვის შესაძლებელია სამი წლით დაგაპატიმრონ

პოლონეთისა და ლგბტ დროშა. ფოტო: lifesitenews.com
პოლონეთის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა პროექტი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების, რომლის თანახმად ლგბტ-ს კრიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს პატიმრობა სამი წლით.
ცვლილებები პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსში აფართოებს კანონების მოქმედებას "მტრის ენაზე" და შეიცავს "სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისათვის" მიყენებული შეურაცხყოფისათვის სასჯელს.
ახალ კანონპროექტში ნათქვამია, რომ "შემოთავაზებული გადაწყვეტილებების შეტანა უზრუნველყოფს გაძლიერებულ და სისხლის სამართლებრივ სრულ დაცვას ძალადობისა და უკანონო მუქარის, სიძულვილის გაღვივების, შეურაცხყოფისა და სხეულის ხელშეუხებლობის დაცვაზე ინვალიდობის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო დაზარალებულ მხარესთან.
შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, "უკანონო მუქარები" დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე ვადით, ხოლო მათ, ვინც აღმოჩნდება სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობისათვის "შეურაცხყოფისათვის" ბუნდოვნად ჩამოყალიბებულ ბრალდებაში, ემუქრება სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.
პოლონეთის კონსერვატული პარტიის წარმომადგენლებმა და მომხრეებმა დაგმეს ეს ნაბიჯი, რადგანაც თვლიან, რომ ის მიმართულია იმისკენ, იძულებით გააჩუმონ საზოგედოებრივი დებატები ლგბტ-ს საკითხებზე, კერძოდ, რაც ეხება კათოლიკურ სწავლებას სექსუალურ მორალზე და ქორწინებაზე.
ადრე მჟკ წერდა, რომ პოლონეთის პრემიერის ძმისშვილმა მოაწყო ლგბტ აქცია ვარშავის კათოლიკურ ეკლესიაში.

პაპი ლევი უკრაინაში ომს "უაზროდ" უწოდა
პონტიფიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ იზიარებს უკრაინელების ტკივილს მსხვერპლთა და ტყვეების გამო.
ბუდაპეშტში ევროკავშირის ელჩებთან ერთად გეი პრაიდის აღლუმი აიკრძალა
ბუდაპეშტის მერი და მისი მეუღლე ლგბტ მსვლელობას ხელმძღვანელობდნენ.
ზელენსკიმ ჩერნოვცის ტაძრის ჩამორთმევის ორგანიზატორი მეუ-ს სასულიერო პირი დააჯილდოვა
ივან ჩოკალიუკს მე-3 ხარისხის დამსახურების ორდენი გადაეცა.
პაპი ლეო მართლმადიდებლებს ხილული ეკლესიის ერთიანობისკენ მოუწოდებს
პაპმა განაცხადა, რომ ის ღიაა ამ მიმართულებით ნებისმიერი წინადადებისთვის.
ამერიკელი კონგრესმენი გმობს სირიაში ქრისტიანების წინააღმდეგ ტერორს
რაიან მაკენზიმ აღნიშნა, რომ სირიელი ქრისტიანები რწმენის აღიარების მაგალითია.