მიტროპოლიტ პავლეს აღკვეთის ზომა შეურბილეს

კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარი მიტროპოლიტი პაველი. ფოტო: УПЦ
2024 წლის 30 აპრილს პეჩერსკის რაიონის სასამართლოს მოსამართლემ შეცვალა აღკვეთის ზომა და დაადგინა, რომ კიევ-პეჩერის ლავრის ადგილნაცვალს, ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტ პავლეს (ლებედი) ელექტრონული სამაჯური მოხსნას, იუწყება მჟკ-ს კორესპონდენტი.
მეუფემ ყველა მღვდელმსახურს და მორწმუნეს მადლობა გადაუხადა ლოცვისა და მხარდაჭერისთვის, მოსამართლეს გრეჩანაია სვეტლანა ივანეს ასულს, პროკურორს ზავისტოვსკის ევგენი ანატოლის ძეს, აგრეთვე ადვოკატებს, „რომლებმაც ყველაზე მეტად იშრომეს“.
„ეს მოხდა მაშინ, როდესაც უფალი ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისთვის ნებაყოფლობით ივნო! ვმადლობ მოწყალე ღმერთს, ქრისტე მაცხოვარს, რომელმაც რეალური ბორკილებისგან მიხსნა. მწამს, რომ ის თავისი დიდებული აღდგომით უეჭველად მომანიჭებს მეც, ცოდვილს და უღირსს, მისი დიდებული აღდგომის განდიდებას და თქვენთან ერთად ცათა სასუფევლის დამკვიდრებას. ვმადლობ ღვთისმშობელს და ყველა პეჩერელ ღირს მამას და ყველა წმინდანს, თქვენც, საყვარელო ძმებო და დებო, გულითადი მადლობა და თაყვანისცემა“, - დაწერა მიტროპოლიტმა პავლემ.
როგორც მჟკ წერდა, 2024 წ. 19 აპრილს ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტმა პავლემ ლოცვით აღნიშნა თავისი დაბადების დღე და სამღვდელმთავრო ქიროტონიის წლისთავი. მეუფემ პირველშეწირულის ლიტურგია ჩაატარა კიევის ოლქის სოფელ ვორონკოვის სახლის ეკლესიაში, სადაც ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

Апеляційний суд залишив митрополита Арсенія за ґратами
Колегія суддів залишила намісника Святогірської лаври під вартою до кінця травня, незважаючи на докази захисту про можливість застосування альтернативного запобіжного заходу.

Зеленський запевнив, що УПЦ контролюється представниками КГБ
Президент заявив, що влада не закриває жодних церков.
На похоронах понтифіка візьмуть участь трансгендери
Ватикан запросив трансгендерів, мігрантів та ув'язнених для участі в церемонії поховання понтифіка в базиліці Санта-Марія-Маджоре.
Думенко розповів, як Україна переможе Росію
Глава ПЦУ вважає, що російські війська самі по собі покинуть Україну.
ეკლესია აღნიშნავს ცხოველმყოფელი წყაროს ხატის დღესასწაულს
ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს მორწმუნეები იკრიბებიან წმინდა წყაროებთან, სადაც წყლის კურთხევის რიტუალი და საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება ეკლესიებში.
В Кам'янській єпархії ієрарх УПЦ освятив дзвони для двох храмів
Освячення здійснив митрополит Кам'янський і Царичанський Володимир.