აგს-ში დაწვრილებით ისაუბრეს სამი რელიგისს ტაძრის მშენებლობაზე
სამი რელიგიის ტაძრის პროექტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ფოტო: wsjournal.ru
არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "აბრაჰამის ოჯახის სახლი", ანუ სამი რელიგიის ტაძარი კუნძულზე საადიატი აბუ-დაბიში მზადაა ოცი პროცენტით, იუწყება khaleejtimes.com.
ტაძრის აშენება დაგეგმილია 2022 წლისთვის, ერთიანი კომპლექსის ტერიტორიაზე აშენებული იქნება წმინდა ფრანცისკეს ქრისტიანული ეკლესია, ალ-ტაიებას მეჩეთი და მოსე ბენ მაიმონის სინაგოგა. ტაძრის არქიტექტურული სტილი უპასუხებს ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის ტრადიციებს.
კომპლექსში განთავსდება კულტურული ცენტრი, რომელშიც ისაუბრებენ ადამიანური ძმობისა და სოლიდარობის იდეებზე, დაეხმარებიან ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ფასეულობებზე დამყარებული საზოგადოების აშენებაში, ყოველი რელიგიის უნიკალური ხასიათის შენარჩუნებით.
პროექტის დიზაინი პირველად წარმოადგინა არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა შეიხმა აბდალა ბენ ზაედ ალ ნახაიანმა საერთაშორისო შეხვედრაზე ნიუ-იორკში 2019 წელს ადამიანური ძმობის უმაღლესი კომიტეტის მეორე სხდომაზე.
დაგეგმილია, რომ ტაძარი გახდეს არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქის ღირსშესანიშნაობა და სამი რელიგიური კონფესიის მეგობრობის გლობალური სიმბოლო. დაპროექტებისას მოწვეული იყვნენ სხვადასხვა რელიგიური თემების წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ბერლინში ააშენებენ "ერთობლივ სახლს" ქრისტიანების, მუსულმანების და ებრაელებისათვის.
ალბანეთში გარდაცვლილი წინამძღვრის სულიერი ანდერძი წაიკითხეს
მეუფე ანასტასის ანდერძი დაიწერა 2008 წელს.
ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის პანაშვიდი გადაიხადეს
ტირანის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საღმრთო წირვაზე შეიკრიბა ალბანური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები.
ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად
უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.
რომის პაპს ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში
რკე-ის ხელმძღვანელის კლინიკური მდგომარეობის შეფასებას 24-48 საათი დასჭირდება.
ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა
უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.
ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“
სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".