ფილარეტი: დუმენკო მეუ-ს უკანონო მეთაურია, მას ღვთის სამსჯავრო ელოდება
ფილარეტ დენისენკო და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: 24.ua
ფილარეტ დენისენკომ განაცხადა, რომ ეპიფანე მეუ-ს უკანონო მეთაურია და მას ღვთის სამსჯავრო შეახსენა, „რომელსაც ვერავინ ვერ გაექცევა“. „პატრიარქის“ შესაბამისი განცხადება გამოაქვეყნეს კიევის საპატრიარქოს უმე(კ)-ს საიტზე პარასკევს, 2021 წლის 25 ივნისს.
„ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლებს ირჩევენ ამა თუ იმ მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ კრებებზე. ასე იყო უკრაინაშიც. პატრიარქი მსტისლავი, პატრიარქი ვლადიმერი და პატრიარქი ფილარეტი არჩეულები იყვნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებად ამ ეკლესიის ადგილობრივ კრებებზე. <...> მიტროპოლიტი ეპიფანე (დუმენკო) არ იყო არჩეული უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ კრებაზე, ამიტომ მისი წინამძღოლობა არაკანონიკურია, ე.ი. არაკანონიერი“, - დააზუსტა ფილარეტმა.
დუმენკო აქამდე არ იწვევს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „ადგილობრივ კრებას“ იმის შიშით, რომ მას არ აირჩევან „წინამძღოლად“, დარწმუნებულია კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური.
გარდა ამისა, თვლის ის, შეუიარაღებული თვალითაც ჩანს, რომ ეპიფანე „არ ემსახურება ეკლესიის ინტერესებს, იმიტომ რომ, ის რომ ეკლესიას ემსახურებოდეს, მის კანონებსა და ტრადიციებს დაიცავდა“.
ფილარეტმა დუმენკოს მოუწოდა საუკუნო მომავალზე და ღვთის სამართლიან სამსაჯავროზე იფიქროს, „რომელსაც ვერავინ ვერ გაექცევა“.
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მივაღწიოთ საუკუნო ნეტარ ცხოვრებას. ყველაფერი მიწიერი წარმავალია და სრულდება სიკვდილით“, - შეახსენა 92 წლის „პატრიარქმა“.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ფილარეტმა განაცხადა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქები“ ეპიფანეს მიმართ „პოზიტიურად განწყობილები არ არიან“.
ალბანეთში გარდაცვლილი წინამძღვრის სულიერი ანდერძი წაიკითხეს
მეუფე ანასტასის ანდერძი დაიწერა 2008 წელს.
ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის პანაშვიდი გადაიხადეს
ტირანის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საღმრთო წირვაზე შეიკრიბა ალბანური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები.
ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად
უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.
რომის პაპს ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში
რკე-ის ხელმძღვანელის კლინიკური მდგომარეობის შეფასებას 24-48 საათი დასჭირდება.
ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა
უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.
ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“
სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".