ვოლინში მეუ-ს მღვდლებმა უწინამძღვრეს სირცხვილის სვლას უმე მღვდლის სახლამდე

«Хода ганьбы» (სირცხვილის სვლა) მეუ-ს მღვდლების თაოსნობით, უმე-ს მღვდელის სახლამდე. ფოტო: скриншот видео youtube/12 канал

«Хода ганьбы» (სირცხვილის სვლა) მეუ-ს მღვდლების თაოსნობით, უმე-ს მღვდელის სახლამდე. ფოტო: скриншот видео youtube/12 канал

რეგიონალურმა ტელეარხმა აჩვენა სიუჟეტი სოფელ შეპელში „საეკლესიო გაერთიანების“ პროტესტის შესახებ, რომელიც თითქოს უზრუნველყოფს დაფინანსებას და არემონტებს სახლს, სადაც უმე-ს მღვდელი ცხოვრობს.

2021 წლის 20 ივნისს ვოლინის ეპარქიის მეუ-ს კლირიკოსებმა, ადგილობრივი მოსახლეობის  - განხეთქილების საეკლესიო სტრუქტურის მომხრეების - მხარდაჭერით, ჩაატარა თავისებური პროტესტის აქცია სახლთან, სადაც ცხოვრობს ვოლინის ოლქის ლუცკის რაიონის სოფელ შეპელის უმე-ს გაერთიანების წინამძღვრის, დეკანოზ ნიკოლოზ ილიუკის ოჯახი. მოვლენის ვიდეო გამოაქვეყნა „12 არხმა“.

როგორც რეგიონალური ტელეარხის მასალაშია აღნიშნული, ასეთი ფორმით „საეკლესიო გაერთიანება“ თითქოს პროტესტს გამოთქვამს იმის წინააღმდეგ, რომ ის იძულებულია უზრუნველყოს დაფინანსება, აგრეთვე გაარემონტოს სახლი, სადაც კანონიკური ეკლესიის სამრევლოს წინამძღვარი ცხოვრობს. „პროტესტის“ დღეს უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მიძინების ტაძრიდან გაემართნენ სახლისკენ, სადაც ცდილობდნენ  უფლებების წარდგენასა  და ტრადიციულად ყვიროდნენ  «Ганьба» (სირცხვილი).

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა კომენტარი თხოვა მეუ-ს მღვდელს მამა ნიკოლოზს. მისი  სიტყვებით, ის უკვე გაეცნო მასმედიაში ტელეარხის მასალას და ყველაზე მეტად გაოცებული იყო აშკარა და უაზრო ტყუილით, რომელიც შეეხება „ეკლესიის სახლის დაფინანსებას მეუ-ს გაერთიანების მიერ“.

„ისინი პირველად მოვიდნენ აქ და მეტი აღარც მოვლენ. მათ იციან, რომ სახლზე არანაირი უფლებები არ აქვთ, ჩვენ აქ კანონიერად ვცხოვრობთ 1997 წლიდან! ის, რომ ისინი თითქოს რაღაცას აფინანსებენ ან აფინანსებდნენ, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ჩვენ აქ ჩაწერილები ვართ, ჩვენი სახსრებით ვაკეთებდით ყველა სარემონტო სამუშაოს, ყველა კომუნალურ მომსახურების ხელშეკრულება დადებულია ჩვენთან, ისინი კი უბრალოდ ცრუობენ მასმედიასთან“, - კომემტარი გააკეთა მამა ნიკოლოზ ილიუკმა.

მისი სიტყვებით, მის ოჯახს უფლება აქვს იცხოვროს საეკლესიო სახლში ცხოვრების ვადების მიხედვით - უკვე 26 წელზე მეტია. მღვდელმა აგრეთვე გაერთიანებას გადასცა საკუთარი უძრავი ქონება - სახლის ნაწილი, სადაც მისი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. აქ სოფელ შეპელის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიძინების გაერთიანებამ, რომელიც 2019 წელს ტაძრის გარეშე დარჩა, მოაწყო სალოცავი სივრცე.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, 2019 წელს უკრაინაში მართლმადიდებელმა  ეკლესიამ მიიტაცა ორი ტაძარი, სადაც მამა ნიკოლოზი მსახურობდა - ლუცკის რაიონის სოფლებში შეპელი და ვესიოლოე. ორივე სამრევლოში მოხერხდა გაერთიანებების შენარჩუნება, ხოლო ვესიოლოეში ააშენეს ახალი პატარა ტაძარი ღვთისმშობლის საფარველის სახელზე.

ტრანსგენდერთა ჯგუფმა პროვოკაცია მოაწყო მოსკოვის სრეტენსკის მონასტერში

როგორც მონასტრის დაცვის უფროსმა ივანმა განაცხადა, დაცვის თანამშრომლებმა ვერ შეძლეს მიმდინარე მოვლენებში ჩარევა, რადგან ტაძრის ტერიტორია ღიაა ყველა მსურველისთვის.

მიტროპოლიტი პირეის სერაფიმე: წმინდანები არ იყვნენ ზეკაცები, მათ ღმერთი აძლიერებდა

მიტროპოლიტმა სერაფიმემ გაიხსენა, რომ თვით ქრისტე იყო დევნილი და მისი მოწაფეები ვერ ივლიან სხვა გზით.

ისრაელის დასახლებულებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში ქრისტიანულ სოფელ ტაიბეზე

ბოროტმოქმედებმა რამდენიმე ავტომობილი დაწვეს და სახლების კედლებზე დატოვეს გრაფიტი მუქარებით ებრაულ ენაზე.

Карась: ომი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩვენთვის წმინდაა

ცნობილმა პროვოკატორმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ განაცხადა, რომ ღმერთმა 2022 წელს უკრაინელები შეინარჩუნა რუსეთის ფედერაციის გასანადგურებლად.

კარდინალი კათოლიკური ეკლესიის ევთანაზიაზე: ეს არის ბარბაროსობა და არაადამიანობა

კარდინალმა სარამ ხაზი გაუსვა, რომ ღმერთის თაყვანისცემის გარეშე ადამიანი რისკავს, რომ დაიწყოს საკუთარი თავის თაყვანისცემა.

ინდოეთში ინდუისტური ტაძრის მახლობლად ჭყლეტის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა

მთავრობის ოფიციალური პირის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, ექვსი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 29 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.