მეუ-ს «მღვდლობა» – ფანარიონის მიერ ლეგიტიმური თვითმარქვიები არიან - მს სსუგ

მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ფოტო: 24tv.ua

მეუ-ს «მღვდლები» – ფანარიონის მიერ ლეგიტიმური თვითმარქვიები არიან, ამიტომ თვითონ გაარკვიოს რა ხდება მის ,,მღვდლებს’’ შორის. ეს განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა (მს სსუგ) ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფევი) გადაცემაში «Церковь и мир» 10 ივლისს.

კითხვაზე, აქვს თუ არა პასუხი მიტროპოლიტს მეუ-ს ,,მღვდლისთვის’’,რომელმაც უკრაინის კონსტიტუციის 25 წლისთავისთვის მიძღვნილ კონცერტზე ღიად მიაყენა შეურაცყოფა ხალხს, ასევე ამ სტრუქტურის სხვა წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აგრესიულ ლექსიკას იყენებენ, იერარქმა გაიხსენა ეკლესიის ოფიციალური პოზიცია მეუ-ს მიმართ.

«ჩვენ ერთი ძალიან უბრალო პასუხი გვაქვს, რომელსაც ხმამაღლა ვაცხადებთ: ისინი არ არიან მღვდლები, ისინი ერისკაცები არიან, ადამიანები, რომლებმაც მოირგეს მღვდლის მანტია, თავს მღვდლად აცხადებენ. მათ ჰყავთ ისეთებიც, რომლებმაც თავი ეპისკოპოსად და მიტროპოლიტად გამოაცხადეს, მაგრამ მათ არ აქვთ კანონიკური ხელდასხმა. ამიტომ ისინი მღვდლები არ არიან. ესენი არიან თვითმარქვიები, რომლებიც უკანონოდ მიითვისეს მღვდლობა და შემდეგ ისინი დააკანონა კონსტანტინოპოლმა ”, - თქვა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

ამავდროულად, ფანარიონის თვალსაზრისით, დაამატა მან, «ეს ბატონი, რომელიც ასე უხამსად საუბრობდა, – მღვდელია».

«ვფიქრობ, რამდენადაც ფანარიონი უმაღლეს არბიტრს წარმოადგენს ე.წ. ,,მეუ-ს ეკლესიისათვის’’, ალბათ, კონსტანტინოპოლმა უნდა გაარკვიოს რა ხდება იქ. მას არაფერი არ აქვს ჩვენთან და კანონიკურ ეკლესიასთან  საერთო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ის არ არის მღვდელი», – ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ «უკრაინის ბედით შეწუხებულმა» მეუ-ს მღვდელმა სცენიდან შეურაცყოფა მიაყენა ვოლნოგორსკის მაცხოვრებელს.

ალბანეთში გარდაცვლილი წინამძღვრის სულიერი ანდერძი წაიკითხეს

მეუფე ანასტასის ანდერძი დაიწერა 2008 წელს.

ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის პანაშვიდი გადაიხადეს

ტირანის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საღმრთო წირვაზე შეიკრიბა ალბანური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები.

ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.

რომის პაპს ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში

რკე-ის ხელმძღვანელის კლინიკური მდგომარეობის შეფასებას 24-48 საათი დასჭირდება.

ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა

უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.

ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“

სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".