უმე-ში ისაუბრეს ბერ-მონაზვნების ყრილობის შესახებ პოჩაევოს ლავრაში

უმე-ს მონაზონთა კრებაზე ისაუბრეს მსოფლიო მართმადიდებლურ ცხოვრებაზე და მონაზვნების ბედზე თანამედროვე ცხოვრებაში. ფოტო: news.church.ua

2021 წლის 15 ივლისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების პოჩაევოს ლავრაში მიმდინარეობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზონთა ყრილობა, რომელზეც იერარქები,  იღუმენები, წინამძღვრები და მონასტრებისა და სკიტების წარმომადგენლები საუბრობდნენ სიტუაციაზე მსოფლიო მართლმადიდებლობაში და სავანეების ცხოვრებაზე თანამედროვე პირობებში , იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

ყრილობის მიმდინარეობისას ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტმა პავლემ მოხსენება გააკეთა თემაზე: "მონაზვნობის როლი და მნიშვნელობა ადამიანის სულის გადარჩენაში", ხოლო იღუმენია სერაფიმამ (შევჩიკი),ოდესის მთავარანგელოზ მიქაელის დედათა მონასტრის წინამძღვარმა ისაუბრა იმაზე, რომ მონაზვნობა- კანონიკური მართლმადიდებლობის საყრდენია.

კიევის სასულიერო სკოლების რექტორი, ბელგოროდის ეპისკოპოსი  სილვესტერი საუბრობდა თემაზე: "სიტუაცია მსოფლიო მართლმადიდებლობაში პატრიარქ ბართლომეს ქმედებების შედეგად უკრაინაში და უმე-ს მონაზვნობის შესაძლო წვლილი მის გადაწყვეტაში", პოჩაევოს მიტროპოლიტი ვლადიმირი- მონაზვნობაზე თანამედროვე მსოფლიოში.

ზიმნენსკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენია სტეფანამ (ბანდურა) მოამზადა თემა: " გაჯეტები მონასტერში:  მობილური ტელეფონების, ქსელების, ინტერნეტის გამოყენება სავანეში - სარგებლობა და საშიშროება", ხოლო უჟგოროდის ამაღლების მონასტრის არქიმანდრიტმა მარკმა (კუშტანი) თავის მოხსენებაში გააზიარა მოსაზრება თემაზე:"  მონაზვნობისკენ მოწოდება. როგორ აღვზარდოთ ახალგაზრდებში  მისწრაფება მონაზვნობისკენ?"

ახტირსკის წმინდა სამების მონასტრის მოადგილემ, არქიმანდრიტმა სემეონმა (გაგატიკი) გააზიარა თავისი მოსაზრება თემაზე: "თანამედრობე მონაზვნობა: შესაძლებელი და შეუძლებელი", მაშინ როდესაც სვიატოგორსკის მიტროპოლიტმა არსენმა ისაუბრა სულიერ ხელმძღვანელობაზე სავანეში.

ბორისპოლის ეპარქიის ვიკარმა,ზგუროვსკის ეპისკოპოსმა ამბროსიმ წარმოადგინა მოხსენება: "მონასტრების საგანმანათლებლო  და სასწავლო მოღვაწეობა", ჟიტომირში ანასტასიევსკის სტავროპიგიალური მონასტრის  იღუმენიამ მიხაილამ (ფურმანეცი) განიხილა დედათა მონასტრის სასულიერო ხელმძღვანელობის თავისებურებები.

როგორც იუწყებოდა მჟკ, პოჩაევოს ლავრაში მუშაობა დაიწყო უმე-ს მონაზვნობის ყრილობამ.

ალბანეთში გარდაცვლილი წინამძღვრის სულიერი ანდერძი წაიკითხეს

მეუფე ანასტასის ანდერძი დაიწერა 2008 წელს.

ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის პანაშვიდი გადაიხადეს

ტირანის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საღმრთო წირვაზე შეიკრიბა ალბანური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები.

ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.

რომის პაპს ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში

რკე-ის ხელმძღვანელის კლინიკური მდგომარეობის შეფასებას 24-48 საათი დასჭირდება.

ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა

უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.

ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“

სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".