ერისკაცები ბართლომესთან შეხვედრას ითხოვენ მისი ჩამოსვლის შემთხვევაში

უმე-ს მორწმუნეთა ლოცვით დგომა უმაღლეს რადასთან, 15.06.21. ფოტო: pravoslavie.ru

უმე-ს მორწმუნეთა ლოცვით დგომა უმაღლეს რადასთან, 15.06.21. ფოტო: pravoslavie.ru

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები ითხოვენ პირად შეხვედრას კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესთან, რომ მოახსენონ მას რეალური საეკლესიო სიტუაცია უკრაინაში. ამის შესახებ ნათქვამია სამოქალაქო კავშირის «Миряне»-ს ოფიციალურ წერილში, რომელიც მიმართულია ფანარის მეთაურისადმი და გამოქვეყნებული იყო პარასკევს, 13 აგვისტოს, სამოქალაქო კავშირის тг-არხზე.

„თუ პატრიარქი ბართლომე უკრაინაში ჩამოვა, ჩვენ მასთან შეხვედრას ვითხოვთ 21 აგვისტოს 9:00-დან უმაღლეს რადასთან, სადაც იქნება მისი შეხვედრა დ. რაზუმკოვთან“, - განაცხადეს ორგანიზაციაში და ხაზი გაუსვეს, რომ სურთ „გაიგონ მისგან, რითი ხელმძღვანელობდა, როდესაც განხეთქილებას უფრო ამძაფრებდა და როგორ აპირებს იმის გამოსწორებას, რაც ჩაიდინა“.

შეხვედრაზე მოწვევა «Миряне»-მ გააფორმეს ოფიციალურ წერილში. მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი აქვეყნებს დოკუმენტის მთელ ტექსტს.

„ჩვენთვის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერისკაცებისთვის ცნობილია, რომ 2021 წლის 20-24 აგვისტოს პერიოდში თქვენ  უკრაინაში ყოფნას გეგმავთ. ჩვენ ცნობილია, რომ 21 აგვისტოს დაგეგმილია თქვენი შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან. ჩვენ შევიკრიბებით უკრაინის პარლამენტის კედლებთან იმისთვის, რომ სიმართლე მოგიყვეთ,  რა ხდება სინამდვილეში უკრაინის მართლმადიდებლობაში.

გვსურს ინფორმაცია მოგაწოდოთ იმ სოციალურ კატასტროფაზე, რომელიც ექს-პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ქმედებებმა უკრაინულ მიწას მოუტანეს. თქვენი გადაწყვეტილება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის თხოვნის დაკმაყოფილებაზე ავტოკეფალიის მინიჭებაზე სტრუქტურას, რომელსაც „უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია“ ეწოდება, გამოიწვია ნამდვილი დევნა ჩვენი კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, რომლის წინამძღოლია  კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე.  

დაწყებული 2018  წლის ბოლოდან  დღემდე ჩვენი ტაძრები განიცდიან მასიურ ძალისმიერ მიტაცებებს უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეთა  და მათი მხარდამჭერი რადიკალური  ნაციონალისტური  ორგანიზაციების მხრიდან. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები და მღვდლები განიცდიან ფიზიკურ და მორალურ ძალადობას. მიტაცებებმა გამოიწვიეს მტრობა და ზიზღი რელიგიურ ნიადაგზე. „მშვიდობიანი გადასვლები“, რომლებზეც თქვენ გიყვებიან, სულ რამდენიმე ათეული იყო, ამასთან ერთად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ასეულობით საეკლესიო გაერთიანება რეიდერობისგან ზარალდება - მათ ძალით ართმევენ ტაძრებს. 

ამის დადასტურებაა ათობით ამ ბოლო დროს უკვე აშენებული ახალი ტაძარი სოფლებში, სადაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებებს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის რეიდერებმა ქონება ჩამოართვეს. და კიდევ ასობით გაერთიანება იძულებულია  ღვთისმსახურებები ფარდულებში, გარაჟებში და სხვა ტაძრისთვის მორგებულ შენობებში ატაროს, ან სულაც ღია ცის ქვეშ.

მაგრამ, მიუხედავდ ყველაფრისა, ჩვენ კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი წინამძღოლის - კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს  ერთგულნი ვრჩებით. და ჩვენ მილიონობით ვართ. 

ჩვენი აზრით, თქვენ ცრუ ინფორმაციას გაწვდიან იმ მოვლენებზე, რომლებიც უკრაინაში ვითარდება, ამიტომ ვითხოვთ შეხვედრას, რომ თქვენამდე სიმართლე მოვიტანოთ და გამოსავალი ვიპოვოთ იმ სიტუაციიდან, რომელშიც ჩვენი ეკლესია აღმოჩნდა.  

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ეპარქიის ერისკაცები შევიკრიბებით თქვენთან შესახვედრად 21 აგვისტოს კიევის დროით 9 საათზე, მოედანზე, უკრაინის უმაღლესი რადის შენობის შესასვლელთან. 

ჩვენ დაგელოდებით ლოცვით, რომ ღმერთმა მშვიდობა მოუვლინოს ჩვენს მიწას“.

შეგახსენებთ, მანამდე «Миряне»-მ გაახმოვანეს მოქმედების გეგმა ფანარის მეთაურის უკრაინაში ჩამოსვლის შემთხვევაში.

აშშ-ში შეიტანეს კანონპროექტი პაპის ამერიკული მოქალაქეობის შესანარჩუნებლად

კანონპროექტი ითვალისწინებს გათავისუფლებას საგადასახადო ანგარიშგების წარდგენისა და გადასახადების გადახდის ვალდებულებისგან აშშ-ში პონტიფიკატის პერიოდში.

კიროვოგრადისა და ალექსანდრიის ეპარქიებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (УПЦ) ამოწმებს „რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან“ (РПЦ) კავშირებზე.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ასევე ელოდებიან, როგორ შეასრულებს მითითებას ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების საკითხების სახელმწიფო სამსახური კიევის მიტროპოლია.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაადანაშაულა სახელმწიფო ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების საკითხების სამსახური ეკლესიის იძულებაში უკანონო საქმიანობისკენ

ეკლესიამ სერიოზული დარღვევები აღმოაჩინა ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების საკითხების სახელმწიფო სამსახურის (გესს) კვლევების პროცესში და მათი მოთხოვნები უკრაინის კანონებს ეწინააღმდეგება.

ვერხოვნის სასამართლომ უარი თქვა მინკულტზე და დაავალა ნიკოლაევის კოსტელის გადაცემა რკც-ს

სასამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საბერძნეთში შექმნეს იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს ეკატერინეს მონასტერს სინაზე

კანონპროექტი შეიმუშავა განათლების, რელიგიის საკითხთა და სპორტის სამინისტრომ.

УПЦ – ბოლო დამოუკიდებელი ხმა, რომელიც არ კონტროლდება ზელენსკის მიერ, – ამსტერდამი

ადვოკატის თქმით, ზელენსკის თავდასხმა ანტიკორუფციულ ორგანოებზე იმავე საბაბით მოხდა, რა საბაბითაც ხელისუფლება დევნის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ).