კვიპროსის ეკლესიის სასულიერო პირი მონაწილეობდა ვოლინის ტაძრის კურთხევაში

სოფელ რაკოვ ლესში ტაძრის კურთხევა. ფოტო: скриншот видео Youtube-канала «Дневник диакона»

სოფელ რაკოვ ლესში ტაძრის კურთხევა. ფოტო: скриншот видео Youtube-канала «Дневник диакона»

2021 წლის 14 სექტემბერს ვოლინის ოლქის კამენ - კაშირსკის რაიონის სოფელ რაკოვ ლესში აკურთხეს უმე-ს თემის ახალი ტაძარი, რომელიც ააშენეს მეუ-ს 2019 წლის ზამთარში წართმეულის ნაცვლად. სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე, უმე-ს ეპისკოპოსებისა და სასულიერო პირებთან ერთად, იქ ჩავიდა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი ნექტარი (ბაკოპულოსი), რომელიც ორი წლით ადრე სტუმრობდა რეიდერობის შედეგად დაზარალებულ თემებს ვოლინში.

კვიპროსელი მღვდელმსახურის ვიდეომიმართვა სოფელ რაკოვ ლესის მორწმუნეების მიმართ გამოაქვეყნეს «Дневник диакона» -ს Youtube-არხზე .

არქიმანდრიტ ნექტართან ერთად მართლმადიდებელი თემისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს სამრევლოს ესტუმრნენ ვოლინის ეპარქიის უმე-ს არქიეპისკოპოსი ნათანაილი (კრიკოტა), ვოლინის ეპარქიის ეპისკოპოსი აფანასი (გერმანი), უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი, რომელიც უთარგმნიდა იქ მყოფ უკრაინელების კვიპროსის სტუმრის მხარდაჭერისა და მილოცვის სიტყვებს.

"ზუსტად ორი წლის უკან მე ჩამოვედი თქვენს სოფელში, რათა მენახეთ, შემეგრძნო თქვენი ტკივილი, როდესაც წაგართვეს ტაძარი. თქვენ არ გქონდათ შესაძლებლობა გეცხოვრათ სრულყოფილი საეკლესიო ცხოვრებით. დღეს მე აქ ვარ თქვენს გვერდით, ჩამოვედი კვიპროსიდან, რათა გავიზიარო ამ შესანიშნავი ტაძრის შექმნის სიხარული".

მე ვხედავ, თქვენ როგორ აღადგენდით ლიტურგიკულ ცხოვრებას წმინდა სოფიას და მისი სამი მოწამე ქალიშვილის ( რწმენა(პისტი), იმედი(ელპიდი) და სიყვარული(აღაპი),-მთარგ.) ტაძარში. ამ სათნოების მატერიალიზაცია შედგა დღეს. ჩვენ ვხედავთ რწმენის, იმედისა და სიყვარულის შედეგებს. შესაბამისად, შემდგომში თქვენ იქნებით აქ, რათა იცხოვროთ ეკლესიის საიდუმლოებების მისტიური ცხოვრებით, იმით, რაც გვაერთიანებს ჩვენ ერთმანეთთან და ღმერთთან და მივყავართ მარადისობაში. უფალი ჩვეთანაა, მოგმადლოთ თავისი წყალობა თქვენს ქრისტიანულ გზაზე და მოგცეთ თქვენს ცხოვრებაში სიხარული და მშვიდობა მუდამ",- უსურვა დამსწრეებს არქიმანდრიტმა ნექტარმა.

ასევე კვიპროსის კლირიკმა თემს საჩუქრად გადასცა წმინდა დიმიტრის ხატი,  რომელიც ძველ დროში ხელმძღვანელობდა ტამასოსის ეპარქიას, სადაც არქიმანდრიტი მსახურობს დღეს, და წმინდა ზიარების ნაკრები.

არქიეპისკოპოსმა ნათანაილმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა კვიპროსელ მღვდელმსახურს მილოცვებისა და საჩუქრებისთვის.

"ჩვენს გულებში განსაკუთრებული გამოძახილი ჰპოვა შორეული კვიპროსიდან მამა ნექტარის ჩამოსვლას, რათა გაეზიარებინა ჩვენი სიხარული",-აღნიშნა უმე-ს იერარქმა.

შეგახსენებთ, არქიმანდრიტ ნექტარის (ბაკოპულოსი) პირველი ვიზიტი  ვოლინსა და ტერნოპოლის ოლქში შედგა 2019 წლის ივნისში.

სოფელ რაკოვ ლესის უმე-ს თემი ერთ-ერთი პირველია  მეუში უკანონოდ გადაფორმებული. თავისი ახალი ტაძარი მორწმუნეებმა ააშენეს 7 თვის განმავლობაში.

პაპი – AI for Good სამიტის მონაწილეებს: ხელოვნური ინტელექტი ეთიკური მართვის საჭიროებს

«ხელოვნური ინტელექტი მოითხოვს სათანადო ეთიკურ მართვას და ადამიანის მიმართ ორიენტირებულ ნორმატიულ-იურიდიულ ბაზას», – აფრთხილებს პონტიფიკოსი.

ესტონეთის პრეზიდენტი საეკლესიო სიტუაციის შესახებ: არ მომწონს იარლიყების მიწებება

ალარ კარისმა რეაგირება მოახდინა შსს-ს ხელმძღვანელის განცხადებებზე პიუხტიცკის მონასტრის მონაზვნებთან დაკავშირებით.

რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში ვატიკანის წარმომადგენლობა დაზარალდა

დაზიანებულია მთავარი შენობის სახურავი, გარაჟი და სამსახურებრივი ოთახები.

პროკურატურა მოითხოვს ჩერკასის ოვა-სგან სახელმწიფოსთვის ოთხი ტაძრის გადაცემას УПЦ

საუბარია სოფელ პუგაჩოვკაში მდებარე სამების ტაძარზე, სოფელ კორნილოვკაში მდებარე ფერისცვალების ტაძარზე, სოფელ ჟაბოტინში მდებარე მიძინების ტაძარზე, ასევე სოფელ ლებედიოვკაში მდებარე წმინდა ალექსანდრას როტონდა-ეკლესიაზე.

საბერძნეთის ოპოზიცია მოითხოვს კრეტის ეკლესიის მიტროპოლიტების არჩევის კანონის გაუქმებას

პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეტის ეკლესია ყოველთვის სარგებლობდა პატივისცემით და ავტონომიით, ხოლო კანონებში შესწორებები თუ ხდებოდა, ყოველთვის ეკლესიის თანხმობით.

ევროკავშირმა მოუწოდა ალბანეთის ხელისუფლებას, არ ჩაერიონ ეკლესიის შიდა საქმეებში

ევროკავშირის რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ «ალბანეთმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც ძირს უთხრის რელიგიის თავისუფლებას».