ს. რაკოვ ლესში აკურთხეს უმე-ს ტაძარი წართმეულის სანაცვლოდ

 ნათანაილმა წმინდანების სოფიასა და მისი სამი წამებული ასულის  (რწმენა (პისტი),  იმედი (ელპიდი) და სიყვარული (აღაპი) სახელობის ტაძრი ს. რაკოვ ლესში. ფოტო: pravoslavna.volyn.ua

ნათანაილმა წმინდანების სოფიასა და მისი სამი წამებული ასულის (რწმენა (პისტი), იმედი (ელპიდი) და სიყვარული (აღაპი) სახელობის ტაძრი ს. რაკოვ ლესში. ფოტო: pravoslavna.volyn.ua

2021 წლის 14 სექტემბერს, საეკლესიო ახალი  წლის დღეს, ვოლინისა და ლუცკის არქიეპისკოპოსმა ნათანაილმა წმინდანების სოფიასა და მისი სამი წამებული ასულის  (რწმენა (პისტი),  იმედი (ელპიდი) და სიყვარული  (აღაპი),-მთარგ.) სახელზე ვოლინის ოლქის სოფელ რაკოვ ლესში ჩაატარა ტაძრის კურთხევა , რომელიც აშენდა მიტაცებულის სანაცვლოდ. იუწყება ვოლინის ეპარქიის პრეს სამსახური.

კურთხევის აღსრულების შემდეგ ეპისკოპოსმა უხელმძღვანელა ტაძარში პირველ საღვთო წირვას.

არქიეპისკოპოსთან ერთად იმსახურეს კამენ-კაშირსკის ეპისკოპოსმა აფანასიმ, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკმა, არქიმანდრიტმა ნექტარმა (ბაკოპულოსი), უმე-ს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა, მხარის ეპარქიის ბლაგოჩინმა, დეკანოზმა ბოგდან ანდრეიჩუკმა, ეპარქიის კანცელარიის გამგემ, არქიმანდრიტმა  პაისიმ (ხომიჩმა), ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა როსტისლავ სიჟუკმა, ეპარქიის კლირიკებმა და მღვდლობის ხარისხის მქონე სტუმრებმა.

პატარა შესასვლელში ვოლინის ეპარქიის მმართველმა დაასაჩუქრა ტაძრის წინამძღვარი უმაღლესი ეკლესიური ჯილდოთი - მიტრით.

ღვთისმსახურებისას ლოცულობდნენ მშვიდობისათვის უკრაინაში და ერთიანობისთვის მსოფლიო მართლმადიდებლობაში. ასევე ლოცვები აღავლინეს კორონავირუსიის ინფექციისგან თავის დასაღწევად და სამედიცინო მუშაკების ჯანმრთელობისთვის.

შეგახსენებთ, უმე-ს თემი სოფელ რაკოვ ლესში ერთ-ერთი პირველია ოლქში, რომელიც არაკანონიერად გადააფორმეს მეუ-დ. მას შემდეგ რაც ბლაგოვეშენსკის ტაძრის დეკანოზი ნიკოლაი სმოლიარჩუკი, რელიგიური თემის ნაწილთან ერთად გადავიდა მეუ-ს იურისდიქციის ქვეშ, მეუფე ნათანაილის 2019 წლის 22 თებერვლის  ბრძანებულებით ის აღკვეთილ იქნა. უმე-ს თემს, რომელსაც მეთაურობს ახალი წინამძღვარი, დეკანოზი როსტისლავ სიჟუკი, ტაძართან მისვლა აკრძალული ჰქონდა და ლოცულობდა დროებით სკიტში.

თავისი ახალი ტაძარი სოფელ რაკოვ ლესის მორწმუნეებმა ააშენეს 7 თვეში.

ნოვინსკი: რუსეთის ნათლობა – არა წარსულის ხსოვნა, ეს მომავლის საწყისი წერტილია

პროტოდიაკონმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებს მოუწოდა, არ დაკარგონ რწმენის ცეცხლი და არ დაეცნენ სასოწარკვეთილებაში დევნის პირობებში.

ნათლობა – ეს უბრალოდ რიტუალი არ არის, არამედ ახალი ცხოვრების დასაწყისი, – ბлажენნეიშის სიტყვები

УПЦ-ის წინამძღოლმა ისაუბრა, თუ როგორ მოქმედებს სული წმინდის მადლი ადამიანზე ნათლობის შემდეგ და როგორ უნდა შევინარჩუნოთ იგი.

УПЦ-ის წინამძღოლმა რუსის ნათლობის დღესასწაულზე ზეიმები ჩაატარა

ლიტურგია და ყოვლადღამისთევა დღესასწაულის წინ მიტროპოლიტმა ონუფრიმ კიევო-პეჩერსკის ლავრაში აღასრულა.

გერმანიის ევანგელისტებმა დაამტკიცეს «ქორწინებები» რამდენიმე პარტნიორთან

ეკლესიაში მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება ახალ სამწყსო ჰორიზონტებს გახსნის და სიყვარულისა და ერთობლივი ცხოვრების სხვადასხვა ფორმებს დაუჭერს მხარს.

უწმინდესმა მოუწოდა კეთილი საქმეების ფარულად კეთებას, რათა მთელი დიდება ღმერთს მიეცეს

«კეთილი საქმე გააკეთე – გადადი გვერდზე. დაე, ადამიანი მადლობას უხდის ღმერთს, რომელმაც ჩემით კეთილი საქმეები აღასრულა», – განმარტა მიტროპოლიტმა ონუფრიმ.

კონგოში ისლამისტებმა იგილ-მა 34 ადამიანი მოკლეს კათოლიკურ ეკლესიაში

შეიარაღებული მებრძოლები ღამით დაესხნენ ტაძარს თავს, კლავდნენ მძინარე მრევლს მახვილით და ცეცხლსასროლი იარაღით.