უკრ.ჯან. სამინ-ში უმე-ს ვაქცინაციის დაბალი დონის გამო ვალდებულება დააკისრეს

უკრაინის ჯანდაცვის საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელი სასწაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხებში ალექსანდრ დანილიუკი. ფოტო: скриншот/YouTube/Doctor Bulavinova

უკრაინაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დონე დამოკიდებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეფექტურობისგან, განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელმა სასწაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხებში ალექსანდრ დანილიუკმა  ბავშვთა ფონდ იუნისეფის ექიმ-ინფექციონისტ და სამედიცინო ექსპერტ ეკატერინე ბულანოვასთან ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა მის  YouTube-არხზე.

ინტერვიუ ასევე გავიდა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

ბულანოვას შეკითხვას ფაქტორებზე, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს უკრაინელების სურვილზე აიცრან, დანილიუკმა უპასუხა უმე-ს მორწმუნეების  ლოცვით  დგომაზე უმაღლეს რადას შენობასთან.

"როდესაც მე მივდიოდი გადაღებაზე, პირდაპირ უმაღლეს რადასთან ქვეყანა-აგრესორის რელიგიურმა ორგანიზაციამ გამოიყვანა ხალხი იმიტომ, რომ არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება და ა.შ.",-თქვა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა (სპიკერის სტილის ორიგინალი დაცულია-რედ.).

დანილიუკმა უმე-ს "თითქმის ფსევდორელიგიური სტრუქტურა"უწოდა და თქვა, რომ მისი ქსელი მთელ ქვეყანაშია.

"იქ, სადაც ვაქცინირების ყველაზე ნაკლები რაოდენობაა, ისინი იქ მეტად აქტიურები არიან",-განაცხადა მან.- მათი ლიდერებიც იქედან არიან".

ჯანდაცვის ჩინოვნიკმა დააზუსტა,  "ლიდერებად" ვის მოიაზრებს. უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი წარმოშობით არის ჩერნოვცის ოლქიდან და ვაქცინაციის დონით ერთ-ერთი ბოლოა. ამასთან თვითონ დანილიუკი დაიბადა, სწავლობდა და ევრომაიდნამდე მუშაობდა იმიერკარპატების ოლქში, რომელიც დაბლა იმყოფება ვაქცინირებულთა სიაში  პროცენტული მაჩვენებლებით, თუ არ ჩავთვლით პრობლემურ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს.

ასევე დანილიუკმა განაცხადა, რომ ქალაქებში ვაქცინაციის დაბალი დონე აიხსნება "მედიის ფეიკ-ინფორმაციებით", რომელიც გავრცელებულია "აბსოლუტურად უმეტესი" რუსულენოვანი მედია-საშუალებებით. "ყველაფერი ეს აღმოსავლეთიდან მოდის",-დაასკვნა ჩინოვნიკმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ვოლინსკის სსა-ში განაცხადეს, რომ "წითელ ზონაში" ტაძრებში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ ვაქცინირებულებს.

ალბანეთში გარდაცვლილი წინამძღვრის სულიერი ანდერძი წაიკითხეს

მეუფე ანასტასის ანდერძი დაიწერა 2008 წელს.

ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის პანაშვიდი გადაიხადეს

ტირანის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საღმრთო წირვაზე შეიკრიბა ალბანური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები.

ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.

რომის პაპს ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში

რკე-ის ხელმძღვანელის კლინიკური მდგომარეობის შეფასებას 24-48 საათი დასჭირდება.

ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა

უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.

ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“

სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".