ღვთივგანისვენა კრასნოლიმანსკის არქიეპისკოპოსმა ალიპმა (პოგრებნიაკი)

კრასნოლიმანსკის არქიეპისკოპოსი ალიპი (პოგრებნიაკი). ფოტო: facebook.com/V.D.Kotsaba

ღვთივგანისვენა კრასნოლიმანსკის არქიეპისკოპოსმა ალიპმა (პოგრებნიაკი), უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გორლოვსკის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსმა.

იერარქის გარდაცვალების შესახებ თავის facebook.გვერდზე  იუწყებოდა ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა).

 ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს ყოვლადუსამღვდელოეს მეუფეს!“ - დაწერა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.

არქიეპისკოპოსი ალიპი (ერისკაცობაში ვასილი პოგრებნიაკი) დაიბადა 1945 წლის 21 ივნისს ხარკოვის ოლქის ბოროვსკის რაიონის დაბა მალიევკაში. სწავლობდა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, 1968 წელს ბერად აღიკვეცა წმინდა სერგის ლავრაში. ხელდასხმული იყო იეროდიაკვნად, 1970 წელს - მღვდელ-მონაზვნად. დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით.

1977 – 1984 წლებში მსახურობდა კრასნი ლიმანში პეტრე-პავლეს ტაძრის წინამძღვრად, შემდეგ დანიშნული იყო დონეცკის ოლქის სოფელ კრესტიშჩეს ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვრად. 1985 – 1989 წლებში იყო ვორონეჟის საფარველის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი.

1989-1990 წლებში გაანთავისუფლეს ავადმყოფობის, 1991 წელს კვლავ გახდა კრასნი ლიმანში პეტრე-პავლეს ტაძრის წინამძღვარი, აყვანილი იყო არქიმანდრიტის ხარისხში.

1991 წლის 6 ოქტომბერს ქიროტონირებული იყო დონეცკისა და სლავიანსკის ეპისკოპოსად.

1992 წლის 22 იანვარს უარი განაცხადა ხელი მოეწერა უმე-ს კრების მიმართვაზე, რომელიც მოწვეული იყო კიევის მიტროპოლიტ ფილარეტის (დენისენკო) მიერ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორესადმი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ. მეორე დღეს, 23 იანვარს, მიტროპოლიტმა ფილარეტმა ის დონეცკის ეპარქიის მმართველობიდან გაანთავისუფლა.

მონაწილეობდა 1992 წლის 27-28 მაისის ხარკოვის სამღვდელმთავრო კრებაში, სადაც  მიტროპოლიტ ფილარეტის (დენისენკო) ხარისხის ჩამორთმევისა და სამღვდლო სამსახურის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. კრების მერე დაუბრუნდა დონეცკის ეპარქიის მმართველობას, მაგრამ, მისი საკუთარი სიტყვებით, „ჯანმრთელობის მუდმივი გაუარესება ხელს უშლიდა სამღვდელმთავრო მსახურებაში“.

1992 წლის 8 დეკემბერს უმე-ს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, კიევის მიტროპოლიტ ვლადიმერის (საბოდანი) თავმჯდომარეობით, ეპისკოპოსი ალიპი საკუთარი თხოვნით გაანთავისუფლეს. 1994 წლის 29 ივლისს დანიშნეს გორლოვსკისა და სლავიანსკის ეპისკოპოსად, 1996 წლის 3 მაისიდან 12 სექტემბრამდე ის დროებით მართავდა დონეცკის ეპარქიას.

1997 წლის 11 ივნისს უმე-ს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით საკუთარი თხოვნით გაანთავისუფლეს ავადმყოფობის გამო. 2014 წლის 16 სექტემბერს სინოდმა ეპისკოპოსი ალიპი (პოგრებნიაკი) კრასნოლიმანსკის ეპასკოპოსად, გორლოვსკის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსად დანიშნა.

2914 წლის 4 ოქტომბერს ქალაქ იზიუმის ამაღლების საკათედრო ტაძარში კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ კრასნოლიმსკის ეპისკოპოსი ალიპი არქიეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა.

2015 წელს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული მსახურების გამო მეუფე ალიპი დაჯილდოვებული იყო ღირსი სერგი რადონეჟელის ІІ ხარისხის ორდენით.

თავისი ეკლესიური ცხოვრების განმავლობაში ახლადშესვენებულმა სქიარქიეპისკოპოსმა უამრავი ტაძარი და მონასტერი ააშენა, მის დროს დაიწყო მიძინების სვიატოგორსკის ლავრის აღორძინება. მართლმადიდებლური რწმენის სიწმინდის დამცველი, მეუფე ალიპი არა მარტო ერისკაცთა, არამედ მღვდლებისა და ბერების  სულიერი მოძღვარი იყო.

ალბანეთში გარდაცვლილი წინამძღვრის სულიერი ანდერძი წაიკითხეს

მეუფე ანასტასის ანდერძი დაიწერა 2008 წელს.

ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის პანაშვიდი გადაიხადეს

ტირანის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საღმრთო წირვაზე შეიკრიბა ალბანური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები.

ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.

რომის პაპს ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში

რკე-ის ხელმძღვანელის კლინიკური მდგომარეობის შეფასებას 24-48 საათი დასჭირდება.

ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა

უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.

ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“

სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".