ჯანდაცვის სამინისტროში უმე ანტივაქსერულ განწყობაში დაადანაშაულეს

უკრაინის მთავარი სანიტარული ექიმი იგორ კუზინი. ფოტო: slovoidilo.ua

უკრაინის მთავარი სანიტარული ექიმი იგორ კუზინი. ფოტო: slovoidilo.ua

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში ხედავენ უმე-ს კავშირს  საზოგადოებაში ანტივაქსერული განწყობის გავრცელებასთან. ამის შესახებ მთავარმა  სახელმწიფო სანიტარულმა  ექიმმმა  იგორ კუზინმა  მთავარ კომიტეტთან ინტერვიუში განაცხადა.

 ჩვენ ვამჩნევთ ამ ტენდენციას (ანტივაქსერული განწყობის გავრცელება, - მთავარი კომიტეტი), რომელიც მოსკოვის საპატრიარქოსთან არის დაკავშირებული“, - თქვა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

მან აღნიშნა, რომ უწყების ძირითადი ფოკუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო კამპანიასთან დაკავშირებით ახლა მიმართულია  სრულიად უკრაინის ეკლესიათა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭოსთან  (რომლის წევრია უმე, - რედ.) მიზანდასახულ მუშაობაზე, უკვე გამოვიდა სედაროს-ს და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი განცხადება ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ.

 ვაქცინაციის თაობაზე  სხვადასხვა კონფესიების მეთაურებმა  და წარმომადგენლებმა   თავიანთ  მორწმუნეებს უკვე  რამდენიმე რაუნდით  მიმართეს. ვაქცინაციის ცენტრები თვით ეკლესიებშიც კი ამოქმედდა, მაგალითად უსკე-ში. ე.ი. სხვა კონფესიები მაქსიმალურად უერთდებიან ამ კამპანიას, მათ შორის შორეულ სოფლებშიც <...>. რაც შეეხება მოსკოვის საპატრიარქოს, მათთან კომუნიკაციის პრობლემებს ვაწყდებით. ეს ჩვენთვის აქტუალური და პრობლემური საკითხია“, - თქვა იგორ კუზინმა.

აღსანიშნავია, რომ უმე არაერთხელ განმარტავდა თავის პოზიციას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მხარს უჭერდა ნებაყოფლობას და არავაქცინირებულთა დისკრიმინაციის დაუშვებლობას. კერძოდ, ამ საკითხების წამოწევას სედაროს-ი აპირებს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს.

მჟკ აგრეთვე წერდა, რომ სახალხო დეპუტატმა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის უფროსის მოადგილემ მარიანა ბეზუგლაიამ უმე-ს „მირიანები“კიევში ვაქცინაციის წინააღმდეგ აქციის ორგანიზებაში დაადანაშაულა.

Європейських політиків розкритикували за селфі на фоні похорону папи Римського

У Франції невідомий зарізав мусульманина під час намазу в мечеті

Суд по Верхній лаврі перенесли на травень

Наступне засідання відбудеться 12 травня 2025 року.

В Ужгороді жителі виступили проти будівництва нового храму УГКЦ

За словами мешканців, у місті вже є покинуті каплиці, які можна відновити для потреб віруючих Мукачівської єпархії УГКЦ.

Став відома дата першого засідання конклаву з виборів папи римського

Дата проведення конклаву була визначена під час закритого зібрання кардиналів у Ватикані — першого після похорону папи Франциска, які відбулися в суботу.

«Він любив злочинну Сербську Церкву»: ЗМІ Хорватії розкритикувало папу

Хорватський тижневик образив пам'ять папи Франциска за відмову канонізувати Степінаца, який співпрацював з усташами.