მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის (მჟკ) შესახებ: მისია, მიზნები და ამოცანები

მისია

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი (მჟკ) არის საერთაშორისო მედიაპროექტი,  მიმართული  უნიკალური პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც  მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლებს აერთიანებს. ჩვენი ამოცანაა მართლმადიდებელ მორწმუნეთა ხმის გაძლიერება, რომლებიც სახარებისეულ სწავლებაზე, წმინდა გადმოცემებზე და მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სამართალზე დაფუძნებულ ტრადიციულ  და კონსერვატორულ  შეხედულებათა  ერთგულნი რჩებიან.

ჩვენ ჩვენი მედიარესურსის ყველა მონაწილეს გვინდა მივცეთ საშუალება, რომ მისი ხმა ისმოდეს გლობალური საინფორმაციო სივრცის მასშტაბით. ჩვენ ვისწრაფვით მართლმადიდებლური იდენტობის განმტკიცებისკენ, ქრისტიანული ღირებულებების დაცვისკენ და ვცდილობთ, რომ მთელი მართლმადიდებლური ერთობისთვის ძალისა და შთაგონების წყაროს წარმოვადგენდეთ.

ისტორია და უნიკალურობა

მჟკ შეიქმნა 2014 წელს უკრაინაში საეკლესიო-პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც მართლმადიდებელი საზოგადოება მოექცა ზეწოლის ქვეშ და ხელისუფლებასთან კონფლიქტში აღმოჩნდა. ჩვენ დავიწყეთ მოღვაწეობა იმ პირობებში, როდესაც აუცილებელი იყო თავად მოგვეხდინა აზრთა ლიდერების ფორმირება მართლმადიდებელი სარწმუნოების შიგნით - მათი, ვისაც შეეძლო მიმდინარე მოვლენების ობიექტური შეფასება და საზოგადოებრივი აზრის წარმართვა ჭეშმარიტების ძიებისკენ. 

ჩვენი პროექტი ჩამოყალიბდა იმ გარემოში, როდესაც საჭირო იყო სხვა საინფორმაციო პლატფორმათა მასალების არა მარტო გამოქვეყნება, არამედ თავდაც უნდა შეგვექმნა კონტენტი: ანალიტიკური სტატიები, ინტერვიუები, კომენტარები და ა.შ. საეკლესიო მედიარესურსების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც ჩვეულ პირობებში მუშაობდნენ და ხშირად გამზადებულ მასალებს ბეჭდავდნენ, ჩვენი გუნდი მუშაობდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  შინაგანი სიმდიდრის გახსნაზე. ჩვენ ვცდილობდით საზოგადოებამდე მიგვეტანა მისი სიბრძნე, წარმოგვედგინა უნიკალური და სულიერად გაზრდილი ადამიანები, რომელთა ხმებს შეეძლო სხვებიც შთაეგონებინა.

პრინციპები და ღირებულებები

ჩვენი მედიაპროექტი დაფუძნებულია კონსერვატულ მართლმადიდებლურ  პრინციპებსა და ტრადიციულ  ქრისტიანულ ღირებულებებზე. დარწმუნებულები ვართ, რომ მართლმადიდებლობა უმთავრეს როლს თამაშობს ბევრი ქვეყნისა და ყოველი ცალკეული ადამიანის კულტურულ და სულიერ ცხოვრებაში. ძირითადი პრინციპები, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ:

  1. ქრისტიანული ჰუმანიზმი - პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და სინდისის თავისუფლებისადმი.
  2. ტრადიციული ოჯახური ღირებულებები - ოჯახისა და ქრისტიანულ ჭეშმარიტებებზე დაფუძნებული აღზრდის მხარდაჭერა.
  3. ობიექტურობა და უტყუარი ინფორმაცია - ფეიკებისა და მედია-მანიპულაციის მიმართ დაპირისპირება.
  4. პატივისცემა ეკლესიის დამოუკიდებლობის მიმართ - ეკლესიის საქმეებში პოლიტიკურ და საერო ძალთა ჩარევის აღმოფხვრა.
  5. საერთაშორისო მართლმადიდებლური ერთობის მხარდაჭერა - მთელ მსოფლიოში მართლმადიდებელ მორწმუნეთა გაერთიანება ერთი პოზიციაზე.

აქტუალური გამოწვევები

თანამედროვე მართლმადიდებლური სამყარო დღესდღეობით კრიზისში იმყოფება, რომელიც ხასიათდება განხეთქილებით კონსერვატულ და ლიბერალურად განწყობილ მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის. ეს პირობითი ჯგუფები წარმოდგენილია ყველა ადგილობრივ ეკლესიაში და მათ სხვადასხვა შეფარდება აქვთ.

კონსერვატორი მორწმუნეები ცდილობენ სახარებისეული სწავლების სიწმინდისა  და ეკლესიის კანონების ზედმიწევნით დაცვას, იმ დროს, როდესაც ლიბერალური განწყობის მომხრეები მხარს უჭერენ ეკუმენიზმის იდეებს და ეკლესიის სწავლების ადაპტირებას თანამედროვე სოციალურ  და კულტურულ ტენდენციებთან. კონსერვატორები მრავალწლიანი მართლმადიდებლური ტრადიციების ერთგულნი რჩებიან, რომლებიც დაფუძნებულია სულიერ გამოცდილებაზე, ხოლო ლიბერალები თავაზობენ რწმენის საფუძვლების გადახედვას და ზოგჯერ სათნოებას უწოდებენ იმას, რაც ეკლესიაში ყოველთვის ცოდვად ითვლებოდა.

მედია-სივრცეში ეკლესიის ტრადიციების დამცველთა ხმები ხშირად არ ისმის - საერო მასმედია უპირატესობას ანიჭებს ლიბერალურ შეხედულებებს და ჯანსაღი მართლმადიდებლობის მომხრეებს ყურადღების მიღმა ტოვებს.

ძირითადი მიზნები

  1. ხმა მიეცეს ტრადიციულ მართლმადიდებლობას - შეიქმნას პლატფორმა, რომელზეც კონსერვატული შეხედულებების მომხრეები შეძლებენ თავიანთი პოზიციების ხმამაღლა და თავისუფლად გამოხატვას.
  2. გაიხსნას ეკლესიის სულიერი სიმდიდრე - საზოგადოებამ დაინახოს მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის სიბრძნე და უნიკალურობა.
  3. მართლმადიდებელ ექსპერტთა აქტიური ძიება და მხარდაჭერა - არა მარტო ველოდოთ მასალებს, არამედ აქტიურად შევქმნათ ისინი ინტერვიუსა და კომენტარების საშუალებით სხვადასხვა სფეროს (ღვთისმეტყველება, პოლიტიკა, კულტურა) წარმომადგენლებთან.
  4. მთელ მსოფლიოში მართლმადიდებელ ძალთა გაერთიანება - შეიქმნას ფილიალების საერთაშორისო ქსელი, ყოველი მათგანი იფუნქციონირებს ერთიანი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში, მაგრამ ადგილობრივი საზოგადოების თავისებურებების გათვალისწინებით.

აუდიტორია

ჩვენ ორიენტირებულები ვართ:

  1. სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლურ სამრევლოებზე - ჩვენი ძირითადი აუდიტორია, რომლისთვისაც ჩვენ ვხდებით ინფორმაციის სანდო წყარო და შემაკავშირებელი ჯაჭვი.
  2. საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ლიდერებზე - მათში მართლმადიდებლური სამრევლოების ფასეულობათა გაგების ფორმირება.
  3. სამართალდამცავ ორგანიზაციებზე - ზუსტი ინფორმაციის მიწოდება მორწმუნეთა უფლებათა დარღვევის შესახებ.
  4. ფართო საზოგადოებრიობაზე - ეკლესიისთვის მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიებში ჩართვა.

სტრატეგიული ამოცანები

  1. ფილიალების საერთაშორისო ქსელის განვითარება - ყოველ ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებლური სამრევლოებია, მჟკ-ს ლოკალური განყოფილებების შექმნა. ფილიალები დამოუკიდებლები იქნებიან, მაგრამ იმუშავებენ საერთო სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კონსერვატულ მართლმადიდებლურ პრინციპებზეა დაფუძნებული. ეს ხელს შეუწყობს საინფორმაციო რეზონანსის შექმნას და სხვადასხვა ქვეყნებში მართლმადიდებლური პოზიციის გავლენის გაძლიერებას.
  2. აზრთა მართლმადიდებელი ლიდერების გაერთიანება და მხარდაჭერა - ექსპერტთა აქტიური ძიება, რომლებსაც შეუძლიათ გაახმოვანონ და დაიცვან მართლმადიდებლური ხედვა. ჩვენ ვიპოვით ასეთ ადამიანებს, დავეხმარებით მათ საკუთარი პოტენციალის გახსნაში და დავუთმომთ პლატფორმას საკუთარი აზრების გახმოვანებისთვის. ეს ღონისძიებები მიმართულია ტრადიციული მართლმადიდებლური სამრევლოს პოზიციების განსამტკიცებლად.
  3. ინფორმაციის გაცვლა ქვეყნებს შორის - ფილიალთა ქსელის დახმარებით საკვანძო მოვლენები და მნიშვნელოვანი აზრები სწრაფად გავრცელდება საერთაშორისო დონეზე, რაც შექმნის საზოგადოებრივ აზრს და მხარდაჭერას.
  4. მართლმადიდებლობის ხმის გაძლიერება საზოგადოებაში - მუშაობა იმაზე, რომ ყოველმა მართლმადიდებელმა ადამიანმა, რომელსაც ნორმალური შეხედულებები აქვს, იგრძნოს მხარდაჭერა და ესმოდეს, რომ მისი პოზიცია გაზიარებულია ბევრი მისი თანამოძმის მიერ მთელ მსოფლიოში.

სარედაქციო პოლიტიკის საფუძვლები

  1. ობიექტურობისა და სიზუსტის პრინციპები - ფაქტების შემოწმება, წყაროს გამჭვირვალობა, ახალი ამბებისა და ანალიტიკური მასალების გაზიარება.
  2. ოპერატიულობა - საკვანძო მოვლენების დროული გაშუქება.
  3. მასალების უნიკალურობა და სიღრმე - ორიგინალური კონტენტის შექმნა, რომელიც მართლმადიდებლობის ფასეულობებს ასახავს.
  4. საინფორმაციო საბაბების ფორმირება - აქტიური მონაწილეობა ახალი ამბების შექმნაში, რომლებიც მნიშვნელოვანია მართლმადიდებელი საზოგადოებრიობისთვის.
  5. აქცენტი ეკლესიის სულიერი სიმდიდრის გახსნაზე - მართლმადიდებლობის არსისა და მისი კულტურული მემკვიდრეობის მიტანა ფართო აუდიტორიამდე.

კონტენტის კომუნიკაცია და ფორმატები

ჩვენი მედიაპროექტი იყენებს სხვადასხვა ფორმატებს ყურადღების  მისაქცევად და აუდიტორიის ინტერესის მხარდასაჭერად:

ძირითადი ფორმატები: ახალი ამბები, ანალიტიკა, ინტერვიუები, რეპორტაჟები, დოკუმენტური ფილმები და ვიდეომასალები.

სოციალური ქსელები: აქტიური დასწრება გამომწერებთან ოპერატიული კავშირის დასამყარებლად და უკუკავშირის მისაღებად.

საერთაშორისო გაცვლა: ფილიალთა შორის ინფორმაციისა და მასალების გაცვლის მხარდაჭერა ერთიანი მართლმადიდებლური ხმის შესაქმნელად.

განვითარების პერპექტივები

  1. ღონისძიებათა ორგანიზება - პრეს-კონფერენციების, გამოფენების, მრგვალი მაგიდების ჩატარება.
  2. მართლმადიდებლური კრეატივის მხარდაჭერა - კონკურსები და გრანტები მედიაპროექტების შესაქმნელად, რომლებიც ჩვენს მისიას შეესაბამება.
  3. რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა - საერთო პროექტები მართლმადიდებლური იდეების საზოგადოებრივი გავლენის ასამაღლებლად.
  4. მართლმადიდებელი ძალების საერთაშორისო კონსოლიდაცია - მსოფლიო მართლმადიდებლური ორგანიზაციის შექმნა, რომელიც აერთიანებს მორწმუნეებს მსოფლიოში მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციების გასაძლიერებლად.

* * *

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი უნიკალური მედიაპროექტია, რომელიც ორიენტირებულია მთელ მსოფლიოში მართლმადიდებელი მორწმუნეების გაერთიანებაზე და ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების დაცვაზე. ჩვენ ვქმნით პლატფორმას, რომელზეც ჟღერს მართლმადიდებლობის ხმა და მტკიცედ ვისწრაფვით, რომ მართლმადიდებლური სამრევლოს ყოველი წევრი, მიუხედავად მისი ადგილმდებარეობისა, გრძნობდეს ერთ სარწმუნოებაში გაერთიანებული ძმების  ძალასა და მხარდაჭერას როგორც საინფორმაციო სივრცეში, ასევე რეალურ ცხოვრებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის (მჟკ) შესახებ: მისია, მიზნები და ამოცანები