რუსეთის აფრიკული ეგზარქატი: რელიგია და გეოპოლიტიკა

რმე-მ გამოაცხადა აფრიკის ეგზარქატის შექმნის შესახებ. ფოტო: СПЖ

 

2021 წლის ბოლოს მართლმადიდებლურ სამყაროში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მოხდა ისტორიული მოვლენა, რომელიც უდიდეს გავლენას მოახდენს ეკლესიაზე - რმე-მ გამოაცხადა აფრიკის საპატრიარქო ეგზარქატის შექმნის თაობაზე.

რმე-ს ტაძრის კომპლექსი იოჰანესბურგში, სარ. ფოტო: st-sergius.info

ეკლესია და პოლიტიკა

ეკლესიისა და პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულებების საკითხი ძალიან რთული და არაერთგვაროვანია. ეკლესიის არსებობის მანძილზე სხვადასხვა ეპოქასა და განსხვავებულ პოლიტიკურ სიტუაციაში მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების მიერ გამოთქმული იყო განსხვავებული თვალსაზრისი ამ პრობლემაზე. ერთის მხრივ, უდაო ფაქტს წარმოადგენს ის, რომ უფალი იესო ქრისტე პოლიტიკით არა მხოლოდ დაკავებული არ იყო, არამედ მან თვალსაჩინოდ უარყო მასში მისი მონაწილეობის პერსპექტივა - წავიდა მისგან გალილეის ტბის წყლებზე: „იესომ იცოდა, რომ აპირებდნენ მოსვლას და მის შეპყრობას, რათა გაემეფებინათ ის. ამიტომ კვლავ განმარტოვდა მთაზე.როდესაც მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ზღვაზე ჩავიდნენ. ნავში ჩასხდნენ და ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ გასწიეს. ჩამობნელდა. იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან. ძლიერი ქარი ქროდა და ზღვა ბობოქრობდა. ოცდახუთი თუ ოცდაათი უტევანი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც უახლოვდებოდა ნავს, და შეშინდნენ. ხოლო იესომ უთხრა მათ: მე ვარ, ნუ გეშინიათ“ (იოან.6:15-20).

უფალმა თავის მოციქულებს ასევე უანდერძა სხვა რამით დაკავება და არა პოლიტიკით: „მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის, ძის და სული წმიდის სახელით“ (მათ. 28:19). ეკლესიის, როგორც ქრისტეს სხეულის მისია სულაც არაა იმაში, რომ მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში.

მეორეს მხრივ, ეკლესია  ცხოვრობს არა ვაკუუმში, არამედ სამყაროში, სადაც პოლიტიკა წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს და ეხება ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს. ეკლესიის ისტორიაში არაერთხელ ხდებოდა ისე, რომ მართლმადიდებლები და ერეტიკოსები სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკს განეკუთვნებოდნენ. ასე იყო არიუსის დავის, ხატთმებრძოლობის დროს და სხვა ბევრ შემთხვევაში. მართლმადიდებლობის გამარჯვებას ან მის მარცხს (შუალედური, როგორც ეს შემდგომმა ისტორიამ გვიჩვენა) ხშირად თან ახლდა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება.

როგორ უნდა მოხდეს ამ დიხოტომიის გადაწყვეტა, ეს უმეტესწილად არავინ იცის. თუმცა, შეიძლება გამოითქვას რამოდენიმე მტკიცება, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ სწორად:

რას ამბობენ კანონები

დაარღვია თუ არა რმე-მ წმინდა კანონები, შევიდა რა სხვა ადგილობრივი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე და იქ შექმნა პარალელური იერარქია? ფანარიონის/მეუ/ალექსანდრიის საპატრიარქოს მომხრეები თავიანთ პუბლიკაციებში ერთმნიშვნელოვნად ამბობენ, რომ დიახ, დაარღვია და მითუმეტეს, გამოიწვია განხეთქილება აფრიკაში. თუმცა, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი დაინახავს, რომ რმე-ს საქციელი არის მხოლოდ რეაქცია რეალურ განხეთქილებაზე, რომელიც 2018 წელს შექმნა ფანარიონმა, მოახდინა რა უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების ლეგალიზაცია უკრაინის მართლმადიდებლური ეკელსიის კანონიკურ ტერიტორიაზე. ამასთან, უმე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრის დროს განხეთქილებაში არ იყო მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, არ იყო დადანაშაულებული ერესში, არ მიუყენებია ჩრდილი რაიმე არახელსაყრელი საქმეებით ან გადაწყვეტილებებით. როცა რმე-ს სამღვდელოების მეთაურობა ფანარიონს აფრთხილებდა, რომ მისი ჩარევით უკრაინაში ის „პანდორას ყუთს“ გახსნიდა, ამის მოსმენა არავის სურდა.

რმე-ს საქციელი არის მხოლოდ რეაქცია რეალურ განხეთქილებაზე, რომელიც 2018 წელს შექმნა ფანარიონმა, მოახდინა რა უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების ლეგალიზაცია უკრაინის მართლმადიდებლური ეკელსიის კანონიკურ ტერიტორიაზე.

აფრიკაში რუსული საეგზარქოსოს შექმნის შემთხვევაში სიტუაცია პრინციპულად განსხვავებულია: ალექსანდრიის საპატრიარქო, რომელმაც ცნო მეუ, ერთმნიშვნელოვნად წავიდა განხეთქილებაში. აი, როგორ არის საუბარი ამაზე რმე-ს წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაში: „ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორის განხეთქილებაში წასვლის, საღვთო ლიტურგიაში 2019 წლის 8 ნოემბერს, როგორც ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ მეთაურის  ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღოლების სახით მის მიერ მოხსენიებისა და 2021 წლის 13 აგვისტოს მის მეთაურთან ერთად თანამსახურების შემდეგ, განაცხადა თავის დაუთანხმებლობაზე წინამძღოლის პოზიციასთან, მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს თხოვნით მიეღო ისინი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში“. ანუ რუსეთის საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს შექმნის მომენტისთვის ალექსანდრიის საპატრიარქო უკვე იყო განხეთქილებაში.

შეიძლება ითქვას, რომ რმე ამ სიტუაციაში სრულიად კანონიერად მოიქცა და ასევე კანონიერად მოიქცნენ აფრიკელი კლირიკოსები, რომლებიც განუდგნენ თავიანთ პატრიარქს და მოისურვეს რმე-თან მიერთება. თუმცა, ყველაფერი არაა ასე მარტივად და ერთმნიშვნელოვნად.

არსებობს კონსტანტინოპოლის ორჯერადი კრების წესი 15, რომელის კლირიკოსებს მიუთითებს უარი თქვან თავიანთ ეპისკოპოსებზე მათი ერესში გადასვლის შემთხვევაში: „წინამძღოლთან ურთიერთობაზე უარის მთქმელები ერთგვარი ერესის  გამო, დაგმობილნი წმინდა საეკლესიო კრებების ან მამების მიერ, ანუ როცა ის ერესს ყველგან ქადაგებს და ამას ღიად ასწავლის ეკლესიაში, ასეთები თავს შეიზღუდავენ  სათავეში მყოფი ეპისკოპოსისგან საეკლესიო კრების მიერ განხილვამდე, არა მხოლოდ არ ექვემდებარებიან წესებით დადგენილ ეპიტიმიას, არამედ ღირსნი არიან პატივისცემის მართლმადიდებლების მსგავსად. რამეთუ მათ გაკიცხეს არა ეპისკოპოსები, არამედ ცრუ ეპისკოპოსები და ცრუ მასწავლებლები და განხეთქილებით არ გადაკვეთეს ეკლესიის ერთიანობა, არამედ გადაწყვიტეს დაეცვათ ეკლესია განხეთქილებისა და დაყოფისგან“.

ალექსანდრიის საპატრიარქო, რომელმაც ცნო მეუ, ერთმნიშვნელოვნად წავიდა განხეთქილებაში.

ეს წესი არგუმენტის სახით მოჰყავდათ რუს იერარქებსა და მეფეებს, როცა დამოუკიდებლად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევის გარეშე აირჩიეს რიაზანის ეპისკოპოსი იონა კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე 1448 წელს (ფაქტიურად გამოაცხადეს საეკლესიო ავტონომია). რუსებმა მაშინ გაბედეს ეს იმ მიზეზით, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ერესში ჩავარდა, მიიღო რა ფლორენციის უნია 1439 წელს.

საინტერესო ისტორიული დეტალი - მიტროპოლიტი იონა გახდა ეკლესიის წინამძღოლი არა მხოლოდ მოსკოვის სამეფოს, არამედ კიევის მიტროპოლიის ფარგლებში, რომელიც იმყოფებოდა ლიტვის დიდი სამთავროს ძალაუფლების ქვეშ. ანუ მაშინ რუსეთის სამეფო იყო ერთიანი ორ სახელმწიფოში, ორ მიტროპოლიად კი ის დაყოფილი იყო არა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, არამედ რომის პაპის კალიქსტე III მიერ 1458 წლის 15 ოქტომბერს.  პაპი, ფლორენციის უნიის თანახმად, თავს თვლიდა ეკლესიის მეთაურად და თვლიდა, რომ მსგავსი საკითხები  მის კომპეტენციას ეხებოდა. კონსტანტინოპოლის  უნიატის პატრიარქი გრიგოლ III მამოსიც ასევე თვლიდა და მხოლოდ პაპის გადაწყვეტილების შემდეგ დასვა „კიევის, ლიტვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად“ ვინმე გრიგორი ბულგარელი.

დიახ, მოგვიანებით ყველამ აღიარა ასეთი ვითარება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: კიევის მიტროპოლია გამოყოფილი იყო მოსკოვისგან კათოლიკური ეკლესიის სრულიად უკანონო მეთაურის მიერ და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში იყო 1686 წლამდე, როცა კონსტანტინოპოლის პატრიარქ დიონისე IV მიერ შეუერთდა რუსეთის ეკლესიას, რომელიც იმ დროისთვის უკვე საპატრიარქო გახდა.

ერთი სიტყვით, ეს მხოლოდ ისტორიული რემარკაა. დავუბრუნდეთ აფრიკაში რუსეთის ეგზარქატის შექმნის კანონიკურ საკითხებს.

განვმეორდებით, ორჯერადი კრების მე-15 წესის თანახმად, კლირიკოსები უნდა განუდგნენ თავიანთ ეპისკოპოსებს, თუ ისინი ერესში ვარდებიან. თუმცა, განხეთქილება და ერესი ერთიდაიგივე არაა. ბასილი დიდის 1 წესი ამის შესახებ შემდეგს ამბობს: „რამეთუ ძველებმა სხვა რამ უწოდეს ერესს, სხვა - განხეთქილებას, სრულიად განსხვავებული თვითნებურ კრებას. ერეტიკოსებად ისინი უწოდებდნენ სრულიად განყენებულებს და თავად რწმენაში გაუცხოებულებს: განხეთქილებაში მყოფებს, რომლებიც არ იზიარებენ აზრებს ზოგიერთი საეკლესიო საგნის შესახებ და საკითხებზე, რომლებიც უშვებენ განხეთქილების მოგვარებას: ხოლო თვითნებურ კრებას უწოდებდნენ კრებას, რომელიც დგინდებოდა დაუმორჩილებელი პრესვიტერების ან ეპისკოპოსების და არაგანსწავლული ხალხის მიერ“. ანუ განხეთქილება არის გამიჯვნა აზრებში იმ საკითხებზე, რომელიც უშვებს განხეთქილების მოგვარებას და ის, ერესისგან განსხვავებით, არ ამართლებს პარალელური იერარქიის შექმნას.

ასე რომ, რმე არაკანონიერად მოიქცა? საქმე ისევ მარტივად როდია. საქმე იმაშია, რომ ფანარიონის ყველა მოქმედება უკრაინაში: განხეთქილებაში მყოფების აღიარება, მეუ-ს შექმნა, უმე-ს „გაუქმება“ ეს არა მხოლოდ განხეთქილებაში მყოფების მოქმედებები, არამედ თავად ნამდვილი ერესის - კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესის გამოვლინებაა. და ყველა ის, ვინც ეთანხმება ფანარიონის მოქმედებებს, პირველ რიგში, წარმოადგენს ერესის მომხრეებს. ეკლესია ხომ თავიდანვე აღიარებს, რომ მხოლოდ იესო ქრისტე არის ეკლესიის მეთაური. ის ამ მეთაურობას ახორციელებს უშუალოდ და არ საჭიროებს არანაირ თავის „მოადგილეს“, „ვიკარიუსს“ ან სხვა „მოვალეობის შემსრულებელს“ აქ დედამიწაზე. ეს პრინციპული საკითხია, რომელიც არ გულისხმობს არანაირ კომპრომისს. ამ საკითხზე უთანხმოება არ შეიძლება მოგვარდეს სხვაგვარად, გარდა ცრუ სწავლების უარყოფისა ერთგვარი იერარქის თაობაზე, რომელიც დედამიწაზე წარმოადგენს ეკლესიის მეთაურს ან თუ უფრო დიპლომატიურად გამოვხატავთ, ფლობს განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს. შეიძლება ითქვას, რომ კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესი ჯერჯერობით არაა დაგმობილი ერთიანად, თუმცა ყოველგვარი ერესი უარყოფილი და დაგმობილი იყო ცალკეული იერარქების ან ადგილობრივი ეკლესიების მიერ ჯერ კიდევ  მსოფლიო საეკლესიო კრებებამდე ოფიციალურ დაგმობამდე.

კონსტანტინოპოლის პაპიზმი ფაქტიურად დაგმობილი იქნა რმე-ს მღვდელმთავართა კრებაზე 2008 წელს. და მართალია, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გაჟღერებული სიტყვა „ერესი“, არამედ დიპლომატიურად შეიცვალა სიტყვათშეთანხმებით „ახალი ეკლესოლოგიური კონცეფცია“, თუმცა უკვე ჩამოყალიბებული იყო ამ ერესის შინაარსი და მითითებული იყო, რომ რმე მას უარყოფდა.

კონსტანტინოპოლის პაპიზმი ფაქტიურად დაგმობილ იქნა რმე-ს მღვდელმთავართა კრებაზე 2008 წელს.

სპეციალური დადგენილების ტექსტი გვამცნობს: „საეკლესიო კრება გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ტენდენციებთან დაკავშირებით, რომელიც ვლინდება წმინდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის ზოგიერთი წინამძღოლის გამონათქვამებში. IV მსოფლიო საეკლესიო კრების 28 -ე წესის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მთელი სისრულით  გაგებისგან ამოსვლისას, ეს იერარქები და ღვთისმეტყველები ანვითარებენ ახალ ეკლეზიოლოგიურ კონცეფციას, რომელიც გამოწვევად რჩება საერთო მართლმადიდებლური ერთიანობისთვის. ამ კონცეფციის თანახმად: ა) მსოფლიო მართლმადიდებლობისადმი მიკუთვნებულად ითვლება ის ადგილობრივი ეკლესია, რომელიც ურთიერთობაშია კონსტანტინოპოლის ტახტთან; ბ) კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გააჩნია საეკლესიო იურისდიქციის განსაკუთრებული უფლება მართლმადიდებლური განფენის ყველა ქვეყანაში; გ) ამ ქვეყნებში კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ყველა ადგილობრივი ეკლესიის აზრებსა და ინტრესებს; დ) ნებისმიერი მღვდელმთავარი ან კლირიკოსი, რომელიც მსახურობს მისი ადგილობრივი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის ფარგლებს მიღმა, იმყოფება კონსტანტინოპოლის საეკლესიო იურისდიქციის ქვეშ, თუნდაც თავად ვერ აცნობიერებდეს ამას... ე) კონსტანტინოპოლის საპატრიარქო განსაზღვრავს ეკლესიების გეოგრაფიულ საზღვრებს და თუ მისი აზრი არ ემთხვევა ამა თუ იმ ეკლესიის აზრს მოცემულ საკითხზე, მას შეუძლია ამ ეკლესიის ტერიტორიაზე დააწესოს საკუთარი იურისდიქცია. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ საკუთარი უფლებებისა და უფლებამოსილებების ასეთი ხედვა დაუძლეველ წინააღმდეგობაში შედის მრავალსაუკუნოვან კანონიკურ ტრადიციასთან, რომელზეც დგას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და სხვა ადგილობრივი ეკლესიების ყოფა“.

რატომ არ უწოდა რმე-ს მღვდელმთავართა კრებამ ერესს ერესი? იმიტომ, რომ იყო 2008 წელი, ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი  ფანარიონის ჩარევა უკრაინაში და ჯერ კიდევ იყო იმედი, რომ კონსტანტინოპოლელი იერარქები გონს მოეგებოდნენ, გააცნობიერებდნენ, რომ ისინი მცდარი მიმართულებით მოძრაობდნენ.

აი, რუსი მართლმადიდებელი მოღვაწე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კლირიკოსი, ღირსი სილუან ათონელის მოწაფე არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) თავისუფალი იყო თავის გამონათქვამებში. ჯერ კიდევ 1950 წელს მან დაწერა შემდეგი: „ამჟამად ჩვენი წმინდა ეკლესიის წიაღში გაჩნდა მასზე დოგმატური სწავლების გაუკუღმართების დიდი საშიშროება. თქვენ იკითხავთ: რაში ჩანს ამჟამად ეს დამახინჯება? ვპასუხობთ: კონსტანტინოპოლის ნეოპაპიზმში, რომელიც თეორიული ფაზიდან სწრაფად ცდილობს გადასვლას პრაქტიკულ ფაზაში... საჭიროა საუბარი იმაზე, რომ პაპიზმის ეს ფორმა ასევე წარმოადგენს ეკლესიოლოგიურ ერესს, ისევე როგორც რომის პაპიზმი?

კონსტანტინოპოლის ნეოპაპიზმი, რომელიც თეორიული ფაზიდან სწრაფად ცდილობს გადასვლას პრაქტიკულ ფაზაში წარმოადგენს ეკლესიოლოგიურ ერესს, ისევე როგორც რომის პაპიზმი.

                         არქმინადრიტი სოფრონი (სახაროვი).

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესს ეწოდება ერესი და დაგმობილი იქნება რმე-ს მღვდელმთავართა კრებაზე 2022 წელს, შემდეგ კი ე.წ. ამანის ფორმატში ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლებისა და წინამძღოლების ფორმატში, რომლებმაც არ გამოხატეს თანხმობა ამ ერესთან მეუ-ს აღიარების ფორმით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რმე, რომელმაც შექმნა საპატრიარქო ეგზარქატი აფრიკაში, მოიქცა მართებულად, სწორედ კანონების და ასევე საეკლესიო დიპლომატიის თვალსაზრისით, მსგავსი გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორის მიერ მეუ-ს აღიარების შემდეგ. თუმცა, რმე ორ წელზე მეტი ხანი ელოდა და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა დონეზე ჩატარდა არაფორმალური კონტაქტები ალექსანდრიის იერარქებისთვის მათი პოზიციის არაკანონიკურობისა და არაკონსტრუქციულობის განმარტების მიზნით.

 და მხოლოდ ახლა, როცა ცხადი გახდა, რომ ალექსანდრიის საპატრიარქომ მტკიცედ დაუკავშირა თავი ფანარიონს და კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესს, რმე-მ გადაწყვიტა ესოდენ რადიკალური მოქმედებების განხორციელება.

რატომ ეგზარქატი და არა საპატრიარქო მრევლი

რმე-ს წმინდა სინოდი ამბობს, რომ ეგზარქატის შექმნის გადაწყვეტილება გახდა პასუხი აფრიკელი კლირიკოსების მიმართვაზე, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორის გადაწყვეტილებას ურთიერთობაში შესულიყვნენ განხეთქილებაში მყოფებთან. მათი რმე-ს იურისდიქციაში მისაღებად, საჭირო არ იყო ეგზარქატის შექმნა, საკმარისი იყო მათთვის აფრიკაში მოსკოვის საპატრიარქოს სტავროპიგიის მრევლის სტატუსის მინიჭება. დღეისათვის, ასეთი მრევლი არსებობს ეგვიპტეში, ტუნისში, მაროკოსა და სარ-ში. ეს სულაც არ არღვევს ალექსანდრიის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიას და არ ქმნის არანაირ პარალელურ იერარქიას. რატომ იქნა არჩეული სწორედ ხისტი ვარიანტი ეგზარქატის შექმნით მის იერარქიულ სტრუქტურასთან ერთად?

რმე,  შექმნა რა საპატრიარქო ეგზარქატი აფრიკაში, მოიქცა მართებულად, როგორც კანონების, ასევე საეკლესიო დიპლომატიის თვალსაზრისითაც.

შეიძლება ვივარაუდოთ შემდეგი: ჯერ ერთი, მოსკოვის საპატრიარქოში გააცნობიერეს, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოს უკვე არ შეუძლია თავისი შეცდომის აღიარება, მეუ-ს აღიარების უკან წაღება და რმე-თან ურთიერთობის აღდგენა. ამ საკითხში დაუბრუნებლობის წერტილი უკვე გავლილია, ეს კი ნიშნავს იმას, რომ არანაირი აზრი არა აქვს სანახევრო გადაწყვეტილებების მიღებას. პატრიარქი თეოდორი არ მოინანიებს თავის ვერაგულ ღალატს უმე-სა და უნეტარესი ონუფრის მიმართ, ადრინდელი ერთიანობა არ იქნება. ამას ადასტურებს მისი თავდაპირველი რეაქცია ეგზარქატის შექმნაზე. 31 დეკემბერს მან განაცხადა, რომ უკვე „დაწერა წერილი, რაც უნდა გაიგოს ყველა ეკლესიამ, რომელიც ხელყოფს იმ წმინდა სივრცეს, რომელსაც მისია ეწოდება“.

მეორე, არის სერიოზული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში საპატრიარქო ეგზარქატს არა მხოლოდ ალექსანდრიის საპატრიარქოს მღვდლები, არამედ მღვდელმთავრებიც შეუერთდებიან. ამის შესახებ განაცხადა აფრიკის ახალდანიშნულმა ეგზარქოსმა კლინის მიტროპოლიტმა ლეონიდმა. შესაბამისად, მოსკოვის საპატრიარქოს სტავროპიგიის მრევლის უბრალო გამრავლებისას ისინი აღმოჩნდებოდნენ უსაგნო მდგომარეობაში. ეგზარქატის დროს კი ისინი ჩაერთვებიან ამ ახალ საორგანიზაციო სტრუქტურაში.

მესამე, ეგზარქატის სტატუსი გულისხმობს მეტ ავტონომიას და დამოუკიდებლობას, ვიდრე სტავროპიგიის მრევლის ერთობლიობას. ეგზარქატის სტატუსი საშუალებას აძლევს ადგილობრივ მღვდელმთავრებსა და მღვდლებს და ასევე უბრალო მორწმუნეებს, მონაწილეობა მიიღონ ამ სტრუქტურის მართვაში. ამიტომაც, აფრიკაში სწორედ ეგზარქატის შექმნა არის გამართლებული, თუმცა არა აბსოლუტურად უდაო.

რა შუაშია აქ გეოპოლიტიკა

საქმე იმაშია, რომ ამჟამად აფრიკაში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროცესები, რომელთა არსიც დაიყვანება შემდეგამდე: აშშ-სა და ევროპის გავლენა სუსტდება, ხოლო ჩინეთის, რუსეთის (და ნაკლებად, თურქეთის) კი მნიშვნელოვნად იზრდება. რუსეთმა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი არსებობა აფრიკაში ეკონომიკურ სფეროში, ხოლო უფრო მეტად - პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში. 2019 წლის ოქტომბერში, სოჭში ჩავიდა აფრიკის პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ლიდერი უპრეცედენტო სამიტზე რუსეთი - აფრიკა, რომელზეც ხელი მოეწერა რიგ დოკუმენტს, რომელიც აძლიერებდა რუსეთის გავლენას ამ რეგიონში. 2022 წელს დაიგეგმა მეორე ასეთი სამიტის ჩატარება, რომელზეც მიღებული იქნება რუსეთ-აფრიკის თანამშრომლობის საგზაო რუკები ეკონომიკურ, სამეცნიერო და ჰუმანიტარულ სფეროებში.

რასაკვირველია, არასწორი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ აფრიკაში რუსეთის გავლენის გაძლიერებამ განაპირობა იქ საპატრიარქო ეგზარქატის შექმნა, მაგრამ ჩამოყალიბებული პოლიტიკური გარემოებები კარგ შესაძლებლობებს იძლევიან ეგზარქატის განვითარებისა და მართლმადიდებლური მისიის წინსვლისთვის ამ კონტინენტზე.

მეორეს მხრივ, ამერიკის გავლენის შემცირება, როგორც აფრიკაში, ასევე მთლიანად მსოფლიოში ნეგატიურად ახდენს გავლენას ყველა იმ პროექტზე, რომელიც აშშ-შია დაგეგმილი. რელიგიურ სფეროში ეს, პირველ რიგში, არის ფანარიონის ინტერესების წინსვლის პროექტი, მეუ-ს შექმნა და ამ პროექტის აღიარების უზრუნველყოფა ადგილობრივი ეკლესიების მიერ.

თუმცა, აფრიკაში ზემოთ აღწერილ პოლიტიკურ პროცესებზე უფრო დიდი მნიშვნელობა გააჩნია ქვეყნების საყოველთაო დაყოფას ორ ბანაკად. პირობითად, ამ ბანაკებს შეიძლება ვუწოდოთ ლიბერალურ-გლობალური აშშ-ს მეთაურობით და ნაციონალურ-ტრადიციონალისტური ჩინეთისა და რუსეთის მეთაურობით. დღეისათვის, ამ ორი მიმართულების ლიდერები გამოიკვეთნენ და მათ შორის მიდის აქტიური ბრძოლა, როგორც მთავარი ქვეყნების (ისეთი, როგორიცაა ინდოეთი, თურქეთი, ევროკავშირის ქვეყნები), ასევე უფრო პატარა სახელმწიფოების თავიანთ ბანაკებში გადასაბირებლად. ასეთი დაყოფის პროცესში მთავარი მოვლენა გახდა აშშ-ს მიერ ორგანიზებული ე.წ. „დემოკრატიული სამიტი“, რომელსაც ბოლო მომენტში უწოდეს „სამიტი დემოკრატიისთვის“ (Summit for democracy). მიიჩნეოდა, რომ მასზე შეიკრიბებოდნენ ის სახელმწიფოები, რომლებიც აშშ-ს მიერ აღიარებულია დემოკრატიულად და შესაბამისად, ისინი მხარს დაუჭერდნენ ამერიკულ დღის წესრიგს, ხოლო იმ ქვეყნებს, რომლებიც არ იყვნენ მიწვეულნი, მიეკრობოდა ავტორიტარულის იარლიყი. მთლიანობაში, სამიტი წარუმატებელი აღმოჩნდა.

ასევე იყო აღნიშნული დღის წესრიგი, რომელსაც წინ სწევენ ზემოთ აღნიშნული ბლოკები. ჰუმანიტარულ სფეროში, რომელსაც აშშ მეთაურობს, წინ წამოწეულია ლიბერალიზმი, ნებისმიერი სიმახინჯის თავისუფლება, ლგბტ-ს უფლებები, BLM იდეოლოგია. რელიგიურ სფეროში ესაა ეკუმენიზმი და მორალური ნორმების დეგრადაცია.

ჩინეთი, რუსეთი და სხვა ქვეყნები გვთავაზობენ კონსერვატიულ ანუ ტრადიციონალისტურ დღის წესრიგს, რომლის თანახმადაც ქალები უნდა იყვნენ ქალები, ხოლო მამაკაცები - კაცები, ოჯახი უნდა იყოს ტრადიციული, ხოლო გაუკუღმართებას ეწოდოს გაუკუღმართება და არა ნორმა. ამ დღის წესრიგში სახელმწიფოები იცავენ თავიანთ ტრადიციულ კონფესიებს და ეხმარებიან მათ, თუმცა ზოგჯერ ეს დახმარება საკმაოდ თავსმოხვეული ხდება.

ჯერჯერობით ეს ორი ბლოკი ჩამოყალიბების სტადიაში იმყოფება, ჯერ კიდევ არაა ცნობილი, თუ როგორ გამოიყურებიან და შეძლებენ თუ არა ისინი საერთოდ ჩამოყალიბებას. თუმცა, უკვე დღეს ამ ბლოკებს ერთგულებას ეფიცებიან არა მხოლოდ ქვეყნები, არამედ ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაციები. მაგალითად, ვატიკანმა და ფანარიონმა უკვე მკაფიოდ გაგვაგებინეს, რომ ისინი მხარს უჭერენ აშშ-სა და მათ გეოპოლიტიკურ და იდეოლოგიურ დღის წესრიგს. აშშ-ში პატრიარქ ბართლომეს ბოლოდროინდელი ვიზიტმა ეს დაამტკიცა სრულიად ნათლად, თუმცა ფანარიონის აშშ-ზე ორიენტაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი მინიმუმ ბოლო 70 წლის განმავლობაში არ გვაქვს. ამდენად, იმ ადგილობრივმა ეკლესიებმაც (უფრო ზუსტად, ამ ეკლესიებიდან ის იერარქები), რომლებმაც მხარი დაუჭირეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და  კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესს, რომელიც გამოხატა მეუ-ს შექმნაში, ასევე გააკეთეს თავიანთი გეოპოლიტიკური არჩევანი. მეუ შეიქმნა აშშ-ს ინიციატივითა და მასშტაბური მხარდაჭერით. ამ ორგანიზაციის აღიარებამ ან აუღიარებლობამ ადგილობრივი ეკლესიების მიერ მოახდინა დაყოფა მართლმადიდებლობაში, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში გეოპოლიტიკურ განხეთქილებას თან დაემატა საეკლესიო განხეთქილებაც მართლმადიდებლობაში. როგორც ცოტა ხნის წინანდელ ინტერვიუში განაცხადა რმე-ს სსკგ-ს თავმჯდომარემ ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი), „გამიჯვნა მსოფლიო მართლმადიდებლობაში ასევე არსებული ფაქტია“.

იმისათვის, რომ ეკლესიებმა, რომლებმაც აღიარეს მეუ, შეძლონ თავიანთი არჩევანის შეცვლა, უნდა მოხდეს რაღაც ექსტრაორდინალური მოვლენები, როგორიცაა პატრიარქ თეოდორის გადადგომა საჯარო მონანიებით კანონების დარღვევასთან დაკავშირებით. ეს, სავარაუდოდ, არ მოხდება, ეს კი ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს წარმატებები ან წარუმატებლობები იმავე აფრიკაში შესაბამისად აისახება ალექსანდრიის საპატრიარქოზე.

თუმცა, არა დამოკიდებულება ამერიკულ დიპლომატიაზე წარმოადგენს ალექსანდრიის საპატრიარქოში ნეგატიური ტენდენციების მთავარ მიზეზს, რომელიც, უდაოდ, მხოლოდ გაიზრდება. მთავარია სწრაფვა მოხდეს, არა მხოლოდ მართლმადიდებლობის, როგორც ასეთის, არამედ ელინიზმის ( ხშირად მისი უარესი გამოვლინებით) წინსვლა, რაზეც არაერთხელ განაცხადეს ე.წ. ბერძნული ეკლესიების წინამძღოლებმა და იერარქებმა. პირადად იცნობს რა აფრიკაში რელიგიურ სიტუაციას პრესვიტერმა გიორგი თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა: „თანამედროვე  ბერძნული მისია აფრიკაში არის მნიშვნელოვანწილად „პოტიომკინის სოფელი“, რომლის ექსპლუატაციასაც ახორციელებს ბერძენი მღვდელმთავრების ჯგუფი იმისთვის, რომ ფული აიღონ ბერძნებიდან სხვა ქვეყნებიდან. ყველა ბერძენი მღვდელმთავარი ასეთი არაა, მაგრამ მსგავსი ბევრია. აფრიკელები არ არიან სულელები და ამას ყველაფერს ხედავენ. იქ დიდი ხანია დაიღალნენ ბერძნებისგან. აფრიკა იმსახურებს საუკეთესოს“. და თუნდაც დავუშვათ, რომ მამა გიორგი რამდენადმე ამუქებს ფერებს, სურათი მაინც საკმაოდ მძიმეა.

როგორია რუსეთის საპატრიარქო ეგზარქატის პერსპექტივები

ამ საკითხისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კადრებს ანუ იმ აფრიკელი კლირიკოსების პირად რწმენას და ღვთისმოსაობას, რომლებმაც გადაწყვიტეს გადასვლა რმე-ს იურისდიქციაში. რმე-ს არამეგობრებმა უკვე განაცხადეს, რომ თითქოს, ისინი ფულზე გაიყიდნენ და საერთოდ განხეთქილებაში მყოფები ძველი სტილის მიმდევრები არიან. ეს მართალი არაა, ყველა კლირიკოსი, რომელმაც გადაწყვიტა გადსავლა რმე-ს იურისდიქციაში, არის კანონიკური მღვდელმთავარი, რომელიც წოდებას არ არის მოკლებული და არ იმყოფება სხვა რაიმე ცდუნების ქვეშ. ჯერჯერობით მათი ოფიციალური რიცხვია 102, მაგრამ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მათი რიცხვის ზრდა. ალექსანდრიის საპატრიარქოს კლირიკოსების საერთო რიცხვის განსაზღვრა საკმაოდ რთულია, მაგრამ 102 ადამიანი საერთო რაოდენობის დაახლოებით 20%-ია. შედარებისთვის შეიძლება წარმოვიდგინოთ რა მოხდებოდა, მეუ-დან უმე-ში რომ გადასულიყო 2,5 ათასი მღვდელი.

შეიძლება ვამტკიცოთ, რომ რმე-ში გადასული კლირიკოსების უმრავლესობა არის ერთგული მწყემსი, რომელიც პრინციპულად არ ეთანხმება ეკლესიის წმინდა კანონების დარღვევას.

შეიძლება ვამტკიცოთ, რომ რმე-ში გადასული კლირიკოსების უმრავლესობა არის ერთგული მწყემსი, რომელიც პრინციპულად არ ეთანხმება ეკლესიის წმინდა კანონების დარღვევას. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს შემდეგი: ჯერ ერთი, ბევრმა მათგანმა შესაბამისი თხოვნით ჯერ კიდევ 2019 წელს მიმართა, პატრიარქ თეოდორის მიერ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების აღიარებისთანავე. ანუ მიმართვის მიზეზი გახდა სხვა არაფერი, თუ არა ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორის მიერ კანონების დარღვევა. მსგავსი მიმართვა იყო ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი, რადგან უცნობი იყო, მიიღებდნენ თუ არა მათ რმე-ში, ხოლო ალექსანდრიის საპატრიარქოს მხრიდან ამას ზუსტად მოჰყვებოდა ყოველგვარი ცდუნება, სასჯელი და მსგავი რამ. მეორე,  ალექსანდრიელმა კლირიკოსებმა არ შეცვალეს თავიანთი გადაწყვეტილება, ხელფასის გაუცემლობისა და მათი მისამართით ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხის მიუხედავად. მაგალითად, ტანზანიის ეპარქიის ვიკარიუსი, ბერძენი ეპისკოპოსი აგაფონიკოსი, ადგილობრივი მღვდლების სიტყვებით, ვციტირებთ „გვემუქრებოდა მოკვლით“. და მესამე, ამ კლირიკოსებმა გადაწყვიტეს რმე-ში გადასვლა და მათ შესანიშნავად ესმოდათ, რომ  ელოდათ ხანგრძლივი დაპირისპირება ოპონენტებთან, ბრძოლა მრევლისთვის, საეკლესიო ქონებისთვის და ა.შ. ყოფითი თვალსაზრისით, გაცილებით უფრო კომფორტული იქნებოდა არგამოსვლა  პატრიარქ თეოდორის წინააღმდეგ, არამედ პოზიციის დაკავება: „ჟირაფი დიდია და ის უკეთ ხედავს“, რაც, სხვათაშორის, ბევრმა მღვდელმა გააკეთა კვიპროსზეც, საბერძნეთშიც და ათონზეც კი.

ამდენად, გეოპოლიტიკური ტენდენციები, ზოგადი განწყობა აფრიკის სასულიერო პირთა დიდ ნაწილში ელინიზმის ძალადობის წინააღმდეგ და ასევე რმე-ში გადასულ კლირიკოსთა პრინციპულობა ქმნიან ხელსაყრელ პირობებს საპატრიარქო ეგზარქატის განვითარებისთვის. როგორც ჩანს, ჩვენ მალე დავინახავთ ეგზარქატის შევსებას ახალი მღვდლებითა და მღვდელმთავრებით, ახალი ტაძრების აშენებას და მისიონერული მუშაობის გაჩაღებას აფრიკის კონტინენტზე. უახლოეს მომავალში, დადგება ადგილობრივი კანდიდატების მიერ სასულიერო განათლების მიღების აუცილებლობა  და ვფიქრობთ, საკმაოდ სერიოზულ დახმარებას ამ მხრივ გასწევენ უკრაინული სასულიერო სკოლები. შესაძლოა, უკრაინელი მღვდლები ან მღვდელმთავრებიც კი გაემგზავრონ აფრიკაში დროებით ან მუდმივად სახარების ქადაგებით. ეს საკმაოდ სიმბოლური იქნებოდა, უმე-ს მზაკვრული ღალატის გათვალისწინებით, რომელიც პატრიარქმა თეოდორმა ჩაიდინა. რაც შეეხება ალექსანდრიის საპატრიარქოს, ის რისკავს იქცეს ნომინალურ სტრუქტურად, რომელშიც იქნება მინიმალური რაოდენობის „ცოცხალი“ მრევლი, სამაგიეროდ, იქნება საკმარისი რაოდენობის ტიტულარული მღვდელმთავარი, რომელიც მზად იქნება განავითაროს ელინიზმი და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უზენაესობა. რასაკვირველია, ასეთი ხვედრის არ შეგშურდება, მაგრამ ალექსანდრიის საპატრიარქომ თავად გააკეთა არჩევანი. სხვათაშორის, მონანიება არასდროს არაა გვიანი.

პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?

უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა

2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?