აფრიკის ეგზარქოსი: რმე-ში არ აღიარებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას
აფრიკაში რმე-ს საპატრიარქოს ეგზარხოსმა, კლინის მიტროპოლიტმა ლეონიდმა განაცხადა, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოს სასამართლოს გადაწყვეტილება რმე-ს ორი მღვდელმსახურის მიმართ რმე-ში მიაჩნიათ უკანონოდ და არასოდეს არ აღიარებენ მას, იუწყება interfax-religion.ru.
შეგახსენებთ, ეპისკოპოსი ანდრეი ნოვიკოვი და დეკანოზი გიორგი მაქსიმოვი გამოიძახეს ალექსანდრიის საპატრიარქოს საეკლესიო სასამართლოში აფრიკის ტერიტორიაზე არაკანონიკური მოღვაწეობის ბრალდებით.
"აბსოლუტურად არავითარი შედეგი ამას (საეკლესიო სასამართლოს გადაწყვეტილებას,-რედ.) არ ექნება. ეს არასამართლებრივი გადაწყვეტილებაა, რომელსაც რუსული მართლმადიდებლი ეკლესია არასდროს არ აღიარებს",-აღნიშნა მიტროპოლიტმა ლეონიდმა.
"გამოიძახონ ჩვენი კლირიკები სასამართლოში მათ უფლება არა აქვთ. ალექსანდრიის პატრიარქს შეუძლია მიმართოს თავის კლირიკებს, თავის სამწყსოს. თუ პატრიარქ თეოდორეს აქვს რაიმე შეკითხვები, მაშინ მან უშუალოდ უნდა მიმართოს მთელ რუსულ ეკლესიას, და არა ისე მოიქცეს, როგორც მიღებულია ზოგიერთ ვითომდა სერიოზულ ორგანიზაციებში, რომლებიც საუბრობენ, როგორც იტყვიან, ერთ პირში და ირგვლივ არავის მოსმენა არ სურთ. ჩვენ ასეთი მანტრები გვესმის ახლა პოლიტიკურ პლატფორმაზეც, გვესმის კონსტანტინოპოლის პატრიარქისგანაც, და მას ეხმიანება, ბუნებრივია, ალექსანდრიის პატრიარქი",- დაუმატა რმე-ს ეგზარხოსმა და ურჩია ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურს ყურადღებით წაიკითხოს რმე-ს სინოდის განჩინება.
"თვითონ საეგზარხოსოს შექმნა არაორდინალურია. ვიტყვი ასე: ალექსანდრიის პატრიარქმა არ უნდა ეძებოს დამნაშავეები მღვდელებს შორის, რომლებიც ასრულებენ თავის სამწყემსო მოვალეობას იერარქიის ლოცვა-კურთხევით, არამედ ყურადღებით უნდა წაიკითხოს რმე-ს სინოდის გადაწყვეტილება და სსუგ-ს ბოლო განცხადება, სადაც შავით თეთრზე დაწერილია, რომ რმე მოუწოდებს პატრიარქ თეოდორეს გადახედოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება უკრაინის საკითხზე და დაბრუნდეს კანონიკური მართლმადიდებლობის რელსებზე, ანუ არ შეიტანოს მასში განხეთქილება",- შეაჯამა მიტროპოლიტმა ლეონიდმა.
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ალექსანდრიის საპატრიარქომ რმე-ს კლირიკები გამოიძახა საეკლესიო სასამართლოში.
ალბანეთში გარდაცვლილი წინამძღვრის სულიერი ანდერძი წაიკითხეს
მეუფე ანასტასის ანდერძი დაიწერა 2008 წელს.
ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის პანაშვიდი გადაიხადეს
ტირანის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საღმრთო წირვაზე შეიკრიბა ალბანური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები.
ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად
უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.
რომის პაპს ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში
რკე-ის ხელმძღვანელის კლინიკური მდგომარეობის შეფასებას 24-48 საათი დასჭირდება.
ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა
უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.
ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“
სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".