....

ფანარის მიერ, 1686 წლის გაუქმებული სიგელი - გაბათილებულია, ამბობს კვიპროსის იერარქი.

კვიპროსის ეკლესიის იერარქმა შეგვახსენა, რომ ყველა ადგილობრივი ეკლესია ყოველთვის აღიარებდა იმ ფაქტს, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, უკანასკნელი 332 წელი იმყოფებოდა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ.

კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის, კიკსის და ტილსკის მიტროპოლიტი ნიკიფორე თვლის, რომ 1686 წლის საპატრიარქო სიგელის გაუქმება და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციის უფლება უკრაინის საეკლესიო ტერიტორიებზე - ბათილად არის გამოცხადებული.

მიტროპოლიტი ნიკიფორეს ახლახან გამოცემულ წიგნში, სათაურით :  “თანამედროვე უკრაინის გამოწვევა და მისი გადაწყვეტის გზა ღვთიური და წმინდა კანონებით“ ჩვენ ვკითხულობთ, რომ პატრიარქის მიერ 1686 წელს სიგელის გაუქმება იყო არც მეტი, არც ნაკლები - ერთპიროვნული, თვითნებური და ანტიკანონიკური გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამგვარად მიღებული გადაწყვეტილება არ შეილება კანონიერათ იქნას მიჩნეული.

მიტროპოლიტი ნიკიფორე ხაზს უსვამს, რომ მსოფლიო საპატრიარქოს და რუსეთის ეკლესიის საეკლესიო და ასევე, საერთო მართლმადიდებლური უნივერსალური ცნობიერება (ესე იგი, ყველა ადგილობრივი მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია) ყოველთვის, ყველანაირი ეჭვის და მერყეობის გარეშე იაზრებდა იმ ფაქტს, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია უკანასკნელი 332 წლის განმავლობაში (1686- 2018) იმყოფებოდა მართლმადიდებლური მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო იურისდიქციის ქვეშ და შედიოდა მის კანონიკურ ტერიტორიაში.

კვიპროსის ეკლესიის იერარქი გვეუბნება, რომ ეს მართლმადიდებლური საეკლესიო ცნობიერება ვლინდება ეტაპობრივად, ყოველგვარი წინააღმდეგობისა და წინდაუხედაობის გარეშე, მართლმადიდებლური მსახურებების და ღონისძიებების პროცესში, მშვიდობიანი ვიზიტების პერიოდში. გარდა ამისა, საერთაშორისო კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების დახმარებითაც.

უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი: “ თანამედროვე უკრაინული გამოწვევა და მისი გადაწყვეტის მეთოდები, ღვთაებრივი და წმინდა კანონებით“ - ავტორს მიძღვნილი აქვს იმ ისტორიული ფაქტებისა და საეკლესიო დოკუმენტების კვლევის ანალიზისათვის, რომლებიც პირდაპირ კავშირშია უკრაინული ეკლესიის საკითხთან და რაც დღესდღეობით იწვევს კრიზისს მსოფლიო მართლმადიდებლობაში, რასაც, თავის მხრივ ხელი შეუწყო კონსტანტინოპოლის პატრიარქის ახლანდელმა მოქმედებამ უკრაინაში. უნდა უთქვას, რომ ზემოთ აღნიშნული წიგნი შედგება 223 გვერდისგან, რაშიც  191 გვერდი მოიცავს ინფორმაციებს, უშუალოდ კვლევის შესახებ.

ჟურნალისტების მართლმადიდებლური გაერთიანება წერდა, რომ კვიპროსის იერარქმა გამოსცა წიგნი უკრაინული პრობლემის მოგვარებაზე, ეკლესიის კანონებით. 

 

 

Читайте также

Почаевский крестный ход как народный референдум о вере

35–40 тысяч паломников прошли более 200 км до Почаева несмотря на запреты, проверки и травлю в медиа – и это больше, чем когда-либо за годы войны.

Диссертация о «первенстве» Константинополя: спор, который придется решать

Появилось большое академическое исследование о «первенстве» Константинополя. Почему это важно и для Украины, и для всего Православия?

Нож в спину: кто на самом деле сорвал Томос в 2008 году?

Виктор Балога рассказал, как Ющенко упустил патриархат в 2008-м. Но факты его же истории указывают на другого виновника – и предвещают сценарий 2018 года.

Украина: от христианства – к национальной религии?

Власти создают в Лавре пантеон, перезахоранивают тела нацгероев, устраивают церемонии с языческим подтекстом. Что это? Попробуем разобраться.

Портрет болгарского сторонника ПЦУ

Архимандрит Никанор поддержал ПЦУ и объявил войну собственному Патриарху. За обоими шагами стоит один принцип – право самому решать, кто в Церкви каноничен.

Кто скажет епископу, что он не прав?

Почему уверенность в собственной правоте так легко принять за духовное возрастание – и почему это разговор не только о епископах.