იურაში: შმიგალის ვიზიტი ფანარიონზე -წინა ხელისუფლების შეთანხმების დასტური
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი და პატრიარქი ბართლომე ფანარიონზე. ფოტო: Пресс-служба Кабмина
უკრაინის მთავრობის მეთაურის ვიზიტი ფანარიონზე იყო „უკრაინასა და დედა-ეკლესიას შორის მიღწეული ურთიერთგაგების ძალიან მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი დონის“ დასტური. ამის შესახებ „უკრაინული რადიოს“ ეთერში განაცხადა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოსთან არსებული რელიგიის საკითხების, მოქალაქეების თავისუფალი მსოფლმხედველობისა და აღმსარებლობის უფლების უზრუნველყფოის საკითხების განყოფილების მეთარუმა ანდრეი იურაშმა.
„ამ ვიზიტის არსი იყო უკრაინასა და დედა-ეკლესიას შორის უკვე მიღწეული ძალიან მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი დონის ურთიერთგაგების დასტური - განაცხადა იურაშმა. უკრაინის ქვეშ მე ვგულისხმობ საეკლესიო ორგანიზაციებს და სამთავრობო სტრუქტურებს, რომლებიც ვალდებულნი არიან უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ხელი შეუწყონ რელიგიურ ორგანიზაციებს მათი რელიგიური პრიორიტეტების, ხედვებისა და ამოცანების რეალიზაციაში“.
მან განმარტა, რომ მეუ „ რასაკვირველია, მადლიერია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დედა -ეკლესიის ტომოსის მინიჭებისთვის, ამიტომაც სახელმწიფოს ამჟამინდელი ხელმძღვანელები, და პირველ რიგში, პრეზიდენტი ოქტომბერში იმყოფებოდა და შეხვდა პატრიარქ ბართოლომეოს, ხოლო მთავრობის მეთაური - ნოემბერში“.
შმიგალის ვიზიტზე საუბრისას, რომლის მომზადებასაც ხელმძღვანელობდა იურაშის დაქვემდებარებული სტრუქტურა, მან ხაზი გაუსვა, რომ „ყველაზე მთავარი, რაც იყო ამ ვიზიტის ფარგლებში, ეს იყო მსოფლიო პატრიარქის უკრაინაში მიწვევაზე დასტური. მაშინ, 30 ნომებერს, პატრიარქმა პირველად ოფიციალურად და საჯაროდ განაცხადა მიეღო მოწვევა, რომელიც მას პრეზიდენტმა შესთავაზა და მან დადო პირობა, რომ იქნება უკრაინაში ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში“.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 30 ნოემბერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მიიღო მონაწილეობა ფანარიონის მეთაურთან და რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ერთობლივ ლოცვაში, რომელიც შედგა კონსტანტინოპოლის პატრიარქის რეზიდენციაში, სტამბულში. იმავე დღეს პატრიარქმა ბართოლომეომ განაცხადა, რომ უკრაინას ეწვევა 2021 წლის აგვისტოში.
ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის პანაშვიდი გადაიხადეს
ტირანის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საღმრთო წირვაზე შეიკრიბა ალბანური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები.
ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად
უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.
რომის პაპს ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში
რკე-ის ხელმძღვანელის კლინიკური მდგომარეობის შეფასებას 24-48 საათი დასჭირდება.
ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა
უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.
ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“
სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".
უმე-ის წინამძღვარმა სამწყსო მარხვის წინ დალოცა
მიმართვა წაიკითხება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეკლესიასა და მონასტერში შენდობის კვირას.