ფილარეტს დაპირდნენ, რომ ეპიფანე გახდება "ინგლისის დედოფალი,"- დრაბინკო
ფილარეტ დენისენკო და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: 24.ua
უკრაინის მათმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი, ამჯერად მეუ-ს "იერარქი" ალექსანდრ დრაბინკო თვლის, რომ ფილარეტ დენისენკოს სინამდვილეში უნდა მხოლოდ ძალაუფლება, და "გაერთიანებულ კრებაზე" უმე-ს ხელმძღვანელი წავიდა იმისთვის, რომ მიეღო დაპირებული ახლადშექმნილი სტატუსის ფაქტიური ხელმძღვანელობა. ამაზე მან განაცხადა ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა YouTube-არხზე DROZDOV 2021 წლის 6 იანვარს.
კანონიკური უმე-ს ხელმძღვანელის ფილარეტის როლის კომენტირებისას დრაბინკომ ხაზი გაუსვა იმას, რომ "ტომოსი მისი დამსახურებით არ გადმოუციათ."
"მას (ფილარეტს-რედ.), სინამდვილეში, ჩემი აზრით, დაპირდნენ, რომ ის იქნება ეკლესიის ფაქტიური ხელმძღვანელი, და მეუფე ეპიფანე იქნება "ინგლისის დედოფალი," და თავის წარმომადგენლობით ფუნქციებს მხოლოდ საზღვარგარეთ შეასრულებს"-განმარტა მან.
მეუ-ს "იერარქმა" დააზუსტა, რომ ეს დაპირებები რომ შესრულებულიყო, ის "გაერთიანებულ კრებაზე " არ წავიდოდა.
"ფილარეტს სურს ძალაუფლება- მაგრამ, ბოდიში. ასეთივე ისტორია იყო 1992 წელს.<...>იმ დროს ის უკრაინის ეკლესიის მეთაურობიდან გადააყენეს, და თუ მაშინ ასე აწუხებდა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა, უნდოდა ნამდვილი, სრულფასოვანი ავტოკეფალია, ამის მიღწევა შეიძლებოდა ჯერ კიდევ 92-93 წლებში. საჭირო იყო <...> ეკლესიაში დარჩენა, და არა სხვების იგნორირება და აი, "ვარ მე" და დაიწყო რაღაც ახალის შენება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ იმ დროს საქმე მიდიოდა ეკლეზიოლოგიურ ერესამდე, როდესაც მას უნდოდა თითქმის ოჯახი შეექმნა ადგილობრივი მართლმადიდებელი პარალელური ეკლესიების,"-დასძინა დრაბინკომ.
შეგახსენებთ, ადრე ფილარეტმა თქვა,რომ პოროშენკომ აიძულა უარი ეთქვა უკრაინაში მათმადიდებლური ეკლესიის წევრობაზე.
ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის პანაშვიდი გადაიხადეს
ტირანის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საღმრთო წირვაზე შეიკრიბა ალბანური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები.
ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად
უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.
რომის პაპს ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში
რკე-ის ხელმძღვანელის კლინიკური მდგომარეობის შეფასებას 24-48 საათი დასჭირდება.
ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა
უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.
ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“
სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".
უმე-ის წინამძღვარმა სამწყსო მარხვის წინ დალოცა
მიმართვა წაიკითხება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეკლესიასა და მონასტერში შენდობის კვირას.