შოსტაცკი: უმე-დან ჩვენ ფულს მოსკოვში არ ვაგზავნიდით

მეუ-ს ,,იერარქი'' სიმონი (შოსტაცკი). ფოტო: eukraina.com

უმე-დან წასულმა ყოფილმა მიტროპოლიტმა სიმონმა (შოსტაცკი) , რომელმაც მიმდინარე წელს აღნიშნა თავისი ,,მიტროპოლიტობის’’ 25 წლისთავი, DetectorUA - სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის მართმადიდებლური ეკლესია ფულს მოსკოვში არ აგზავნიდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ რუსეთის მართმადიდებლური ეკლესია უმე-ს მხარეს იყო ყოველთვის ფულის გამო,მან უპასუხა, რომ ,,სწორედ ფინანსურ საკითხებში არც ისე’’.

«რადგანაც ჩვენ ფულს არ ვაგზავნიდით მოსკოვში, გადასახადს არ ვუხდიდით მათ, - ახსნა მან. – მაგრამ მიუხედავად ამისა, უკრაინული ეკლესია (მოსკოვს, - რედ.) მხარს უჭერდა, რადგანაც ყველა საეკლესიო საჭიროების ნივთის ყიდვა ხდებოდა იქ, მოსკოვში. განსაკუთრებით ძვირადღირებული ნივთები, - როგორიცაა ჯვრები, მიტრა, ანაფორა, პანაგია. მაშინ ყველაფერი მოსკოვიდან ჩამოგვქონდა».

ამ ლაპარაკში შოსტაცკიმ ფაქტიურად განაცხადა ,,მოსკოვის მხარდაჭერაზე’’  უნიათებსა და სქიზმატიკოსებზე, ხაზი გაუსვა , რომ მოსკოვის გარეუბან სოფრინაში , სადაც მზადდება საეკლესიო ნივთების ძირითადი ნაწილი, «საეკლესიო ნივთებს იძენდნენ ასევე კათოლიკები, ბერძენი კათოლიკები, და მათ შორის როგორც ამბობდნენ კიევის საპატრიარქოს სქიზმატიკოსები , ან - ავტოკეფალური ეკლესია,და ჩვენი მართმადიდებლური ეკლესიის განშტოებები უკრაინაში. ყველა იქ მიდიოდა და ყველაფერს იქ ყიდულობდნენ ».

«ეს არის ის მხარე, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მატერიალურს, ფულადი –იქ მხოლოდ საეკლესიო ნივთებს ვყიდულობდით. ხოლო უშუალოდ ფინანსები - ასეთი არაფერი ყოფილა. მე, როგორც მომავალი არქიეპისკოპოსი, ვერ ვიტყვი, რომ მსგავსი რამე არ მომხდარა», – განაცხადა შოსტაცკიმ.

შეგახსენებთ, მეუ-ს «იერარქ» სიმონს (შოსტაცკი) სწამს «ადამიანური და სულიერი» ურთიერთობების აღდგენისა მას მერე რაც სწავლობდა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში თავის მეგობრებთან ერთად, რომელთაგან უმრავლესობა «დროებით შეჩერებულია ».

ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის პანაშვიდი გადაიხადეს

ტირანის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საღმრთო წირვაზე შეიკრიბა ალბანური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები.

ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.

რომის პაპს ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში

რკე-ის ხელმძღვანელის კლინიკური მდგომარეობის შეფასებას 24-48 საათი დასჭირდება.

ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა

უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.

ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“

სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".

უმე-ის წინამძღვარმა სამწყსო მარხვის წინ დალოცა

მიმართვა წაიკითხება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეკლესიასა და მონასტერში შენდობის კვირას.