ლადიჟინში აქტივისტები შეიჭრნენ საეკლესიო სახლში, სცემეს მღვდელი და მორწმუნეები

თავდამსხმელებმა სცემეს უმე-ის მღვდელი ლედიჟინში. ფოტო: Скриншот видео t.me/kozakTv1

2024 წლის 2 აპრილს უცნობი ადამიანების ჯგუფი შეიჭრა ლადიჟინში, ვინიცის რაიონში საეკლესიო სახლის ტერიტორიაზე, სადაც ლოცულობდა, უმე-ის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის მრევლი. თავდამსხმელებმა გაჭრეს საკეტები, დაარბიეს შენობა, სადაც შეფარებული იყო უმე-ის მრევლი, ასევე სცემეს მღვდელი და მორწმუნეები. იუწყება  Telegram-არხი «Дозор».

ვიდეოში ჩანს, რომ თავდამსხმელები, ფაქტიურად მაშინვე მივარდნენ ეკლესიის მოძღვარს, მამა ევგენი ვორობიოვს და ტაძრის მრევლს.

მათ დაიწყეს მორწმუნეების ცემა, სასულიერო პირი ჯერ მიწაზე დააგდეს, შემდეგ კი ქუჩაში გააგდეს.

„პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ დანაშაულის ადგილზე სრულიად უმოქმედოდ“, - ნათქვამია მოხსენებაში. „თავდამსხმელებმა მართლმადიდებლები სახლიდან გააძევეს და შესასვლელი გადაკეტეს. ყველა თავდამსხმელი ცდილობდა სახის დაფარვას, რომ არ მომხდარიყო მათი ვინაობის დადგენა“.

სამი თვის განმავლობაში მართლმადიდებლები იძულებული იყვნენ ელოცათ ადაპტირებულ ოთახში, მათ სალოცავზე თავდასხმის შემდეგ.

როგორც მჟკ წერს, 9 იანვარს ტაძრის ტერიტორიაზე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი თავდამსხმელთა ჯგუფი შეიჭრა. სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით შეანგრიეს ეკლესიის კარები,  მრევლსა და სასულიერო პირს თავს დაესხნენ. 28 დეკემბერს ლადიჟინში ყაზანის ეკლესიაზე მეუ-ს „აქტივისტების“ თავდასხმის დროს მოძღვარი და 10-მდე მრევლი, მათ შორის ქალები, დაშავდა. თუმცა, პოლიციამ ვერ დაინახა რაიმე დანაშაული უმე-ის ტაძრის შტურმისას და იძულებული გახდა სისხლის სამართლის საქმისცწარმოება დაეწყო მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის პანაშვიდი გადაიხადეს

ტირანის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საღმრთო წირვაზე შეიკრიბა ალბანური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები.

ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.

რომის პაპს ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში

რკე-ის ხელმძღვანელის კლინიკური მდგომარეობის შეფასებას 24-48 საათი დასჭირდება.

ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა

უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.

ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“

სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".

უმე-ის წინამძღვარმა სამწყსო მარხვის წინ დალოცა

მიმართვა წაიკითხება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეკლესიასა და მონასტერში შენდობის კვირას.