უმე-ს ეპარქიებში გამარჯვების დღეს მოიხსენეს დაღუპული მეომრები

ჩრდილოდონეცკის ეპარქიის ვიკარმა, ნოვოფსკოვის ეპისკოპოსმა ირინარხმა (ტიმჩუკი) ყვავილებით შეამკო საძმო საფლავი "დიდების მემორიალი" ჩრდილოდონეცკში.ფოტო: страница Северодонецкой епархии УПЦ в Facebook.

9 მაისს გამარჯვების დღეს სამღვდელოება და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი ლოცულობდნენ დიდი სამამულო ომის დროს გერმანელ ფაშისტებთან ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენიებლად.

ასე, ჩრდილოდონეცკისა და სტარობელსკის მიტროპოლიტმა ნიკოდიმმა (ბარანოვსკი), ჩაატარა საღვთო ლიტურგია ჩრდილოდონეცკში , ქრისტეს შობის საკათედრო ტაძარში, რა დროსაც აღევლინა განსაკუთრებული ლოცვა "თავდადებული ბელადებისა და ჯარისკაცების მარადიული ხსოვნისათვის, ვინც სიცოცხლე შესწირა და თავი დადო სამშობლოსა და რწმენისათვის, დაიღუპა ჭრილობებისა და შიმშილისაგან, ტყვეობასა და მძიმე სამუშაოებისაგან უდანაშაულოდ ტანჯულების და მოკლულების, და ყველასათვის, ვინც შეიტანა თავისი წვლილი გამარჯვებისათვის". წირვის შემდეგ ჩატარდა პანაშვიდი, იუწყება ეპარქიის Facebook-გვერდი.

ხოლო ჩრდილოდონეცკის ეპარქიის ვიკარმა, ნოვოფსკოვის ეპისკოპოსმა ირინარხმა (ტიმჩუკი) ჩაატარა მიცვალებულთა სააღდგომო ლოცვა საძმო სასაფლაოს "დიდების მემორიალთან"  ჩრდილოდონეცკში და შეამკო ყვავილებით.

ლვოვისა და გალიცკის მიტროპოლიტის ფილარეტის კურთხევით ლვოვში წირვის დაწყებამდე, საეპარქიო მმართველობის მდივანმა,  დეკანოზმა ალექსანდრ ივანჩენკომ ჩაატარა მიცვალებულთა მოსახსენიებელი ლოცვა მეომრების საფლავების ადგილებში "მარსოვის ველზე" და "დიდების მემორიალთან", იუწყება ლვოვის უმე-ს ეპარქიის Facebook- გვერდი.

ჩერნოვცებში უმე-ს მორწმუნეებმა ჩერნოვიცისა და ბუკოვინის მიტროპოლიტ მელეთის (ეგორენკო) წინამძღოლობით ჩაატარეს ჯვაროსნული მსვლელობა დაღუპული მეომრების მემორიალთან და გადაიხადეს პანაშვიდი, იუწყება ჩერნოვიცის უმე-ს ეპარქია თავის Facebook - გვერდზე.

ასევე ჯვაროსნული მსვლელობა ჩაატარა ჩერნოვიცის ოლქის სოფელ მიხალჩეს უმე-ს წმინდა მიძინების ტაძრის დევნილმა თემმა. დიდ სამამულო ომში დაღუპული მეომრების ძეგლთან გადაიხადეს პანაშვიდი, ნათქვამია სამრევლოს Facebook - გვერდის შეტყობინებაში.

ჩერკასკისა და კანევსკის არქიეპისკოპოსის ფეოდოსის (სნიგირევი) კურთხევით ჩერკასკის ეპარქიაში ქველმოქმედებისა და სოციალური დახმარების განყოფილების თანამშრომლებმა მოინახულეს დიდი სამამულო ომის შვილები და მიულოცეს მათ გამარჯვების დღე, დაურიგეს მათ სხვადასხვა სასურსათო ნაკრები. პირადად დეკანოზმა აღავლინა მოსახსენიებელი ლოცვა შეწევნისათვის დიდ სამამულო ომში დაღუპულ მეომართა სულებისათვის კიევის ვედენსკის ტაძარში, რომლის წინამძღვარიცაა, იუწყება ეპარქიის ოფიციალური საიტი.

ვოლინსკის უმე-ს ეპარქიის ვიკარმა, კამენ-კაშირსკის ეპისკოპოსმა აფანასიმ (გერმანი) საღვთო წირვის დროს ილოცა დაღუპულ მეომრებზე და ასევე ამ დღეს  გადაუხადა მათ პანაშვიდი, იუწყება ეპარქიის ოფიციალური საიტი.

პოლტავისა და მირგოროდის მიტროპოლიტმა ფილიპემ (ოსადჩენკომ) აღავლინა მოსახსენიებელი ლოცვა დიდი სამამულო ომის წლებში დაღუპულებისათვის ჯარისკაცის დიდების მემორიალთან პოლტავაში. ლოცვის შემდეგ არქიეპისკოპოსმა სამღვდელოებასთან ერთად ყვავილებით შეამკო ძმათა სასაფლაო, აქვეყნებს თავის Facebook -გვერდზე უმე-ს პოლტავის ეპარქია.

გამარჯვების დღეს მუკაჩევსკისა და უჟგოროდის მიტროპოლიტ ფეოდორის (მამასუევის) კურთხევით ეპარქიის სამღვდელოებამ ჩაატარა მოსახსენიებელი პანაშვიდი მუკაჩევოს სამხედრო სასაფლაოზე, იუწყება თავის Facebook -გვერდზე ეპარქია. პანაშვიდი გადაიხადა სამხედრო ნაწილის 128 ბრიგადასთან არსებული წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და სხვა სამხედრო ფორმირებებთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა ივან გერგელმა.

ოდესისა და იზმაილსკის მიტროპოლიტის აგაფანგელას (სავინი) კურთხევით, მისიონერული, კატეხიზატორული, ახალგაზრდული და სოციალური განყოფილებების ხელმძღვანელებმა მოინახულეს დიდი სამამულო ომის ვეტერანები, გაუწიეს მათ მატერიალური დახმარება, ხოლო   შემოქმედებითმა კოლექტივებმა შეასრულეს ომისდროინდელი სიმღერები, აქვეყნებს თავის Facebook გვერდზე ეპარქია.

ისლამისტები სირიაში მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ, - მედია

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სირიაში ისლამისტების მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება იყოს 1000-დან 10000-მდე ან მეტი ადამიანი.

ეკლესია აღნიშნავს იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის პირველად და მეორედ პოვნას

იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად და მეორედ პოვნის დღესასწაული მართლმადიდებლური კალენდრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა.

ეკლესია აღნიშნავს მართლმადიდებლობის ზეიმს

ვინმესთვის ანათემის გამოცხადებით ეკლესია ამით მოწმობს: ამ ადამიანს, თუნდაც ის საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებდეს, ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

კულტურის სამინისტრო: ლავრის ტაძარიდან ჯვარი ჩამოვარდა რუსული დაბომბვის გამო

ნაკრძალმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ტაძარარზე, რომელიც 1980-იანი წლებიდან ფართომასშტაბიან რესტავრაციას საჭიროებდა, უარყოფითად იმოქმედა რუსული რაკეტების სეისმურმა ვიბრაციებმა.

კიევ-პეჩერის ლავრაში ყველა წმინდანის ეკლესიის გუმბათის ჯვარი ჩამოინგრა

ყველა წმინდანის ეკლესია მდებარეობს ზემო ლავრის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად ეროვნული ნაკრძალის იურისდიქციაშია.

დუმენკო ვიზიტით სტამბულში ჩავიდა

მეუ-ს ხელმძღვანელს აეროპორტში თურქეთში უკრაინის გენერალური კონსული რომან ნედილსკი დახვდა.