მიტროპოლიტი ლუკა ზაპოროჟიეს დეპუტატებს უყვებოდა უმე-ს უფლებების შეზღუდვაზე
ზაპოროჟიეს რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე ელენა ჟუკი და მიტროპოლიტი ლუკა. ფოტო: hramzp.ua
2021 წლის 8 ივნისს ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიტროპოლიტმა ლუკამ (კოვალენკო) შეხვედრა-პრეზენტაცია ჩაატარა ადგილობრივ დეპუტატებთან ზაპოროჟიეს საოლქო საბჭოში, რომლის დროსაც ის ყვებოდა ეპარქიის საქმიანობის მიმართულებებზე, აგრეთვე მან ყურადღება გაამახვილა ანტიეკლესიურ კანონებზე და კანონპროექტებზე, იუწყება უმე-ს ზაპოროჟიეს ეპარქიის ოფიციალური საიტი.
საოლქო საბჭოს თავმჯდომარემ ელენე ჟუკმა შეხვედრის დასაწყისში თქვა, რომ ზაპოროჟიეს საოლქო საბჭო ღიაა თანამშრომლობისთვის სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან, დღევანდელი შეხვედრაც ასეთი დიალოგის დასაწყისია. მიტროპოლიტმა ლუკამ აღნიშნა, რომ მასმედია ყოველთვის სიმართლეს არ ეძებს ზოპოროჟიეს ეპარქიასა და ზოგადად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ, ამიტომ ის მოხარული იქნება, თუ ეს შეხვედრა დაეხმარება დეპუტატებს უკეთ გაიგონ, რას საქმიანობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და აღნიშნული ეპარქია.
მეუფემ დეპუტატების ყურადღება გაამახვილა კანონებზე და კანონპროექტებზე, უკვე მიღებულზე და უკრაინის უმაღლეს რადაში განხილვის პროცესში მყოფზე, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მორწმუნეების უფლებებს ზღუდავენ. კერძოდ, ის ყვებოდა სახელის შეცვლის კანონპროექტის აბსურდულობის შესახებ. „ერთ-ერთი ამ კანონის თანახმად, ჩვენ გვთხოვენ სახელის შეცვლას, სურთ, რომ ჩვენს ეკლესიას „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში“ ეწოდოს“, - ამბობდა მიტროპოლიტი ლუკა. - უკაცრავად, მაგრამ... ზაპოროჟიეს კათედრაზე მე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დამნიშნა, მთელი ქონება უკრაინის ტერიტორიაზეა. მე უკრაინის მოქალაქე ვარ და სხვა მოქალაქეობა არ გამაჩნია. ჩვენი მღვდლები, ასევე მრევლი - უკრაინის მოქალაქეები არიან. როგორც მღვდელმთავარი, მე მონაწილეობას ვიღებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებების შემუშავებაში, მაგრამ არც ერთ რუს ეპისკოპოსს არ აქვს უფლება გავლენა იქონიოს ჩვენი სინოდის გადაწყვეტილებებზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ეწოდოს დამოკიდებული და „მტრის სტრუქტურა“?“
მეუფემ საოლქო საბჭოს დეპუტატებს შესთავაზა მიმართონ უმაღლეს რადას მოწოდებით გააუქმონ ანტიეკლესიური კანონები და არ მიიღონ ახალი. მიტროპოლიტი ლუკა აგრეთვე ყვებოდა ეპარქიის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზე: ბავშვებთან და ახალგაზრდობასთან მუშაობა საკვირაო სკოლებში, მასობრივი კულტურულ-აღმზრდელობითი ღონისძიებები, АТО/ООС - ანტიტერორისტული ოპერაციისა და გაერთიანებულ ძალთა ოპერაციის მონაწილეთა და მსხვერპლთა დახმარება, დედებისა და ცოლების მხარდაჭერა, რომელთა შვილები და ქმრები დაიღუპნენ ქვეყნის აღმოსავლეთით და ბევრი სხვა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს მომავალში კონსტრუქციულ დიალოგზე და თანამშრომლობაზე. ოლქის მოსახლეობის საკეთილდღეოდ სიყვარულით ქმნილი საქმეების გამო, დეპუტატებმა ფეხზე ადგომითა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით მადლობა გადაუხადეს მეუფე ლუკას და მისი სახით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ ზაპოროჟიეს ეპარქიას.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ცნობილი გახდა უნეტარესი ონოფრეს ზაპოროჟიეში ვიზიტის დეტალები.
ნიკოლოზობის დღესასწაულზე პრაღაში სატანისტური შოუ გაიმართება
შემზარავი არსებები საჩუქრების დარიგების ნაცვლად ბავშვებს შეაშინებენ.
19 ნოემბერს, უმე-ის ოდესის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ილოცებენ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთათვის
უმე აღავლენს ლოცვას ოდესის დაბომბვის შედეგად ყველა დაღუპულთა და დაშავებულთათვის.
მიტროპოლიტმა ევლოგიიმ მიუსამძიმრა სუმის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს
სუმის ეპარქიის ყველა ეკლესიასა და მონასტერში განსაკუთრებული პარაკლისი აღევლინება.
Kyipride-მა ბოდიში მოიხადა თარიღის არჩევისთვის და გადადო ლგბტ ფესტივალი
ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს კრიტიკა გოლდომორის ხსოვნის დღეს მათი ღონისძიების გამართვის გამო.
ნოვოსელკაში უცნობმა პირებმა კვლავ გაქურდეს უმე-ის საეკლესიო სახლი
სოფელში უმე-ის მორწმუნეებს სისტემატიურად დევნიან.
პირველად, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები გამოიყენება სასულიერო სივრცეში
ინოვაცია დაეხმარება მათ, ვინც ვერ ახერხებს ვატიკანში ჩამოსვლას წმინდა პეტრეს ბაზილიკის დასათვალიერებლად.