ამერიკელმა მღვდელმა უპასუხა უშძ-ის სპიკერს ამე-ის მეთაურისადმი მისი პრეტენზიების გამო

ამე-ს მღვდელი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი. ფოტო კოლაჟი: Перший козацький

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა ნიკოლოზ ბრეკენრიჯმა ბათლეჰემიდან, პენსილვანიის შტატი, მიწერა წერილი კს უმე-ს ექს-სპიკერს, უშძ-ის გენშტაბის სპიკერს ანდრეი კოვალიოვს, რომელმაც სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ტიხონს უკრაინაში მისი ვიზიტის შემდეგ უწოდა „კრემლის აგენტი ანაფორაში“ და უშძ-ს მოუწოდა, რომ გაერკვნენ მისი ვიზიტის დეტალებში.

მამა ნიკოლოზი წერს, რომ ამე-ს სინოდი და სამღვდელოება ცალსახად გამოდის რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული დამპყრობლური ომის წინააღმდეგ და ეკლესიამ დაგმო რფ-ის აგრესია  2022 წელს, საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე.

ამე-ს მღვდელი არ ეთანხმება კოვალიოვის მანიპულაციებს და ამბობს, რომ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკულია და მართლმადიდებლური სარწმუნოება ნებისმიერ ეთნიკურ და ნაციონალურ მოსაზრებებზე მაღლა დგას. ჩვენი ეკლესია „ამერიკაში რუსული ეკლესია“ არ არის.

„გასაგებია, რომ ბატონი კოვალიოვი მეტად ცინიკურად აღიქვამს უკრაინაში მიტროპოლიტ ტიხონის ვიზიტს. მან უკვე რაღაც დასკვნაც გამოიტანა და კავშირებს ხლართავს იქ, სადაც ისინი არ არიან, საკუთარი დასკვნის დასტურად. მან ახლოდან იხილა რუსეთის აგრესიის მთელი საშინელება. მე არ ვადანაშაულებ მას იმაში, რომ ნახა ის მომენტები, რომლებიც არ უნდა ენახა. ვლოცულობ, რომ ღმერთმა გული მოულბოს და თვალები აუხილოს. ვიმედოვნებთ, რომ ის შეინანებს ამ ცილისწამებას, თითქოს მიტროპოლიტი ტიხონი „კრემლის აგენტია ანაფორაში“, - წერდა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსი.

ის წერს, რომ არ იცის, თუ რატომ გაემგზავრა ამე-ს მეთაური მომლოცველად უკრაინაში, მაგრამ იცის, რომ უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე მათი ეკლესიის ძველი მეგობარია. მღვდელმა გაიხსენა მისი შეხვედრა ჩერნოვიცკის მიტროპოლიტ ონოფრესთან 2005 წელს.

ამე-ს კლირიკოსმა თქვა, რომ ის სხვა ამერიკელებთან ერთად ლოცულობს ყველასთვის, ვინც უღმერთობას ებრძვის.  

„ვლოცულობთ, რომ თქვენი ბრძოლა უღმერთო რუსულ აგრესიასთან რაც შეიძლება მალე დამთავრდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით! ვლოცულობთ, რომ სამშობლოს დასაცავად დაღუპულებმა უფლის სასუფეველში განისვენონ, ხოლო მათ, ვინც იტანჯება და სახლი დაკარგა, ჩვენს უფალ იესო ქრისტეშო ჰპოვონ ნუგეში.

ვლოცულობთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ შეწყვიტოს თავდასხმები თქვენს ღვთივდაცულ ეკლესიაზე და პატივი სცეს  თავისუფლების, დემოკრატიის  ფასეულობებს, აღმსარებლობის თავისუფლებას, რისკენაც ისწრაფვის თავისუფალი უკრაინა!“, - დაასრულა მღვდელმა.

როგრც მჟკ იუწყებოდა, უშძ-ის სპიკერმა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის მომლოცველობას უკრაინაში მოსკოვის სპეცოპერაცია უწოდა.

ისლამისტები სირიაში მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ, - მედია

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სირიაში ისლამისტების მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება იყოს 1000-დან 10000-მდე ან მეტი ადამიანი.

ეკლესია აღნიშნავს იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის პირველად და მეორედ პოვნას

იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად და მეორედ პოვნის დღესასწაული მართლმადიდებლური კალენდრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა.

ეკლესია აღნიშნავს მართლმადიდებლობის ზეიმს

ვინმესთვის ანათემის გამოცხადებით ეკლესია ამით მოწმობს: ამ ადამიანს, თუნდაც ის საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებდეს, ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

კულტურის სამინისტრო: ლავრის ტაძარიდან ჯვარი ჩამოვარდა რუსული დაბომბვის გამო

ნაკრძალმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ტაძარარზე, რომელიც 1980-იანი წლებიდან ფართომასშტაბიან რესტავრაციას საჭიროებდა, უარყოფითად იმოქმედა რუსული რაკეტების სეისმურმა ვიბრაციებმა.

კიევ-პეჩერის ლავრაში ყველა წმინდანის ეკლესიის გუმბათის ჯვარი ჩამოინგრა

ყველა წმინდანის ეკლესია მდებარეობს ზემო ლავრის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად ეროვნული ნაკრძალის იურისდიქციაშია.

დუმენკო ვიზიტით სტამბულში ჩავიდა

მეუ-ს ხელმძღვანელს აეროპორტში თურქეთში უკრაინის გენერალური კონსული რომან ნედილსკი დახვდა.