ვინიცაში მოხდა მეუ-ს აქტივისტების მხრიდან უმე-ს ტაძრის მიტაცების მცდელობა

მეუ-ს რეიდერები ხელით შეეხნენ უმე-ს მრევლს, წინამძღვარს კი ჯვარი ჩამოხსნეს. ფოტო: скриншот видео со страницы храма Рождества Богородицы в Facebook.

2021 წლის 18 ივლისს ვინიცის ოლქის მუროვანოკურილოვეცკის რაიონის  სოფელ ვერბოვეცში მოხდა მეუ-ს აქტივისტების მხრიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმშობლის წმინდა საფარველის ტაძრის რეიდერული მიტაცების მცდელობა, იტყობინება თავის Facebook-გვერდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის თემი, რომელიც იმყოფება ამავე  მსახურებაში.

რეიდერული შეტევის დროს სცემეს უმე-ს მორწმუნეები, რომლებიც იცავდნენ თვის ტაძარს. ხოლო წინამძღვარს, დეკანოზ ალექსანდრ ლუჩინს, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია მსახურობს სოფელში, მოაგლიჯეს ჯვარი. "სოფელ ვერბოვეცში მოხდა ტაძრის შენობის ძალისმიერი მიტაცების მცდელობა უმე-ს წარმომადგენლებისა და ადამიანების მიერ, რომლებსაც არასდროს არ ჰქონიათ ურთიერთობა უმე-ს ადგილობრივ თემთან და ტაძარში ამდრომდე არ ყოფილან",- გადმოსცემს თემი. მორწმუნეები იუწყებიან, რომ რეიდერებს თან ჰქონდათწაწვეტებული არმატურა და იმუქრებოდნენ, რომ "ღორებივით დაჭრიან" ტაძრის მრევლს.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მაცხოვრებლების შეკრების შედეგად, და არა რელიგიური თემის, გადაცემულ იქნა დოკუმენტები უმე-ს თემის მეუ-დ გადასაფორმებლად, რომელიც მიიღო და დაამტკიცა ვინიცის საოლქო-ადმინისტრაციის ჩინოვნიკმა.  "კანონიკური ეკლესიის მორწმუნეებს არ სურდათ და არ სურთ იურისდიქციის შეცვლა, თუმცა ოდიოზურმა სახელმწიფო მოხელემ ი.ა. სელეცკიმ  განიხილა სოფლის მაცხოვრებლების კრების პროტოკოლი როგორც რელიგიური კრების, და იმის მაგივრად, რომ დაერეგისტრირებინა მეუ-ს ახალი თემი, 2021 წლის 12 ივლისს ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება- უმე-ს თემის გადაფორმება, რითაც აგრესიის ახალი ტალღის აგორების პროვოცირება მოახდინა მეუ-ს წარმომადგენლების მხრიდან", -იუწყება უმე-ს თემი.

სოფელ ვერბოვეცში, რეიდერული შეტევის შედეგად უმე-ს წმინდა საფარველის ტაძარი  დალუქულია, თემი გადაფორმების თაობაზე სახელმწიფო ჩინოვნიკების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ვოლინში გადააფორმეს მეუ-დ კიდევ ერთი უმე-ს თემი ბოროჩიჩში.

ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის პანაშვიდი გადაიხადეს

ტირანის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საღმრთო წირვაზე შეიკრიბა ალბანური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები.

ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.

რომის პაპს ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში

რკე-ის ხელმძღვანელის კლინიკური მდგომარეობის შეფასებას 24-48 საათი დასჭირდება.

ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა

უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.

ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“

სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".

უმე-ის წინამძღვარმა სამწყსო მარხვის წინ დალოცა

მიმართვა წაიკითხება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეკლესიასა და მონასტერში შენდობის კვირას.