პრაღის მიტროპოლიტი: უფალს ვთხოვ, რომ უნატრესს მისცეს ძალები უმე-ს დასაცავად
პრაღის მიტროპოლიტი მიხეილი. ფოტო: news.church.ua
2021 წლის 28 ივლისს ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის სინოდის წევრმა, პრაღის მიტროპოლიტმა მიხეილმა განაცხადა, რომ იმ განსაცდელში, რომელიც უმე-ს დაატყდა თავს, იწრთობა ჭეშმარიტი ქრისტიანების რწმენა.
ჩმდსმე-ს წინამძღოლის, მიტროპოლიტ როსტისლავის მისალოცი გზავნილის გაჟღერების შემდეგ, მეუფე მიხეილმა პირადად მისი სახელით მიულოცა უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის და უმე-ს სრულად, წმინდა კეთილმორწმუნე მთავარ ვლადიმირის ხსენების დღე.
ბევრი პარალელის შენიშვნისას, რომელიც აკავშირებს უკრაინის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელ ქრისტიანებს, მიტროპოლიტმა მიხეილმა განაცხადა, რომ მისი აზრით, იმ განსაცდელში, რომელსაც უფალი უკრაინელ ხალხს და წმინდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უგზავნის, იწრთობა და მტკიცდება ჭეშმარიტი ქრისტიანების რწმენა. „განვტმკიცდეთ და უფალს მივენდოთ“, - თქვა იერარქმა.
მან დაგვარწმუნა, რომ პრაღის მართლმადიდებლური ეპარქის ტაძრებში ღვთისმსახურების დროს მუდმივად ხდება ლოცვების აღვლენა უკრაინაში ეკლესიის ერთიანობასა და მშვიდობაზე „და ადამიანებს შორის ურთიერთგაგების განმტკიცებაზე“.
მიტროპოლიტმა მიხეილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ბევრი მოქალაქე, დროებით ან სრულად იმყოფება ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, „ხდება ჩვენი სამწყსოს ნაწილი და ჩვენ ვასაზრდოებთ მთელი სიყვარულითა და ზრუნვით, მათთვის ვხსნით ახალ და ახალ ტაძრებს“.
„თქვენი უნეტარესობაბ, ძვირფასო მეუფე! დაუღალავად შევსთხოვ ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს შეინარჩუნოს, დაიცვას და განამტკიცოს წმინდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, კანონიერად და იმ კანონებთან თანხმობაში, რომელსაც თქვენი უნეტარესობა ხელმძღვანელობს. დაე, უფალმა მოგცეთ ძალა, მოთმინება და სიბრძნე, რომ დაიცვათ მართლმადიდებელი უკრაინელი ხალხი და წმინდა ეკლესია“, - განაცხადა მიტროპოლიტმა მიხეილმა.
„გვწამს, რომ დადგებ დღე, როცა არანაირი ბოროტი ძალა და ბოროტი ნება არ დაარღვევს ჩვენი ცხოვრების სიმშვიდეს, სიჩუმესა და მშვიდობას. რამეთუ უფალი და მთელი მისი ზეციური მხედრობა ჩვენთანაა!“ , - შეაჯამა მღვდელმთავარმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ სერბეთის პატრიარქ პორფირეს აზრით, უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი არის მართლმადიდებლობის ერთიანობის სიმბოლო.
მჟკ აფართოებს თავის საზღვრებს: ჩვენ ვხსნით ოფისებს საბერძნეთსა და გერმანიაში
ახალმა ევროპულმა ორგანიზაციამ „მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა“ კიდევ ორი ფილიალი გახსნა: საბერძნეთში და გერმანიაში. ამ ქვეყნებში საიტებმაც დაიწყო ფუნქციონირება.
მჟკ-მ დაარეგისტრირა ახალი იურიდიული პირი ევროპაში
მჟკ-ს ყველა თანამშრომელი მიიღებს ევროპელი ჟურნალისტის სტატუსს.
სასამართლომ მიტროპოლიტ თეოდოსის 24-საათიან პატიმრობა არ მიუსაჯა
შემდეგი სასამართლო სხდომა 17 იანვარს გაიმართება.
შვეიცარიაში ხელოვნური ინტელექტი იბარებს აღსარებას კათოლიკეებისგან „იესო ქრისტეს სახელით“
„იესო ქრისტე ახლა ღილაკზე დაჭერით ლაპარაკობს“, - წერს Deutsche Welle.
ნოვოსელკში, მეუ-ს აქტივისტებმა ჩამორთმეული ეკლესიიდან ნაგავივით გაიტანეს ხატები
დუმენკოს სტრუქტურის წარმომადგენლებმა ნაგვის მანქანაზე დაყარეს ხატები, სახარებები და სხვა წიგნები.
სასამართლომ ტერეშჩენკოს ქონება უმე-ს ჩამოართვა და სოფლის მეურნეობის ლიცეუმს გადასცა
არქიტექტურული ძეგლის სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოები რამდენიმე წელია გრძელდება.