ეკლესია პატივს მიაგებს მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ხსოვნას

წმინდა მოციქული იოანე. ფოტო: catholic.ru
9 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს წმინდა მოციქულისა და ევანგელისტის იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალების დღეს (II ს. დასაყისი).
რატომ მიაგებს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს ამ მოციქულს ასეთ განსაკუთრებულ პატივის?
მოციქული იოანე ქრისტეს მოწაფეებს შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო. მაცხოვარს ის უყვარდა თავგანწირული სიყვარულისა და სიწმინდის გამო. უფლის მიერ მისი მოხმობის შემდეგ, ის არ განშორებია მას და იყო ერთ-ერთი იმ სამ მოწაფეთა შორის, რომლებიც უფალმა განსაკუთრებით დაიახლოვა.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ესწრებოდა უფლის მიერ იაიროსის ქალიშვილის მკვდრეთით აღდგინებას და იყო უფლის ფერიცვალების მოწმე თაბორის მთაზე. საიდუმლო სერობის დროს ის უფლის გვერდით იჯდა და, მოციქულ პეტრეს მინიშნებით, მკერდზე მიეყრდნო მაცხოვარს და გამცემის სახელი ჰკითხა.
წმინდა მოციქული და ევანგელისტი იოანე ღვთისმეტყველი იყო ძე ზებედესი და სალომეასი - იოსებ დამწინდველის ქალიშვილის. თავის უფროს ძმასთან, იაკობთან ერთად ის გენესარეთის ტბაზე მოიხმო იესო ქრისტემ და ორივე შეუერთდა მის მოწაფეებს.
მოციქული იოანე უფალს განსაკუთრებით უყვარდა მისი მორჩილებისა და სიწმინდის გამო.
უფლის მიერ მისი მოხმობის შემდეგ, წმინდა იოანე უკვე აღარ განშორებია მას.
ჯვრის კვარცხლბეკთან ის ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა და ჯვრის სიმაღლიდან ჯვარცმული ღმერთის სიტყვები მოესმა, რომლებიც მათ მიმართ იყო თქმული. მას შემდეგ იოანე მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამზე და მის მიძინებამდე ემსახურებოდა მას. ის მუდმივად იერუსალიმში იმყოფებოდა.
ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მოციქულ იოანეს წილი ხვდა, რომ წასულიყო სახარების საქადაგებლად ეფესოში და მცირე აზიის სხვა ქალაქებში, მას ახლდა მისი მოწაფე პროხორე.
ნერონის მიერ გაჩაღებული ქრისტიანთა დევნის დროს, მოციქული იოანე ბორკილებით წაიყვანეს რომის სასამართლოში, სადაც მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ ღვთის ძალით ის ცოცხალი დარჩა: მან დალია შეთავაზებული თასი მომაკვდინებელი შხამით და მდუღარე ზეთით სავსე ქვაბიდან უვნებელი გამოვიდა.
მოციქული გადაასახლეს საპატიმროში კუნძულ პატმოსზე, სადაც მან მრავალი წელი იცხოვრა. ის სახარებით ანათლებდა კუნძულის მოსახლეობის უმრავლესობას, დევნიდა საკერპეებში მყოფ ეშმაკებს, კურნავდა ბევრ სნეულს.
კუნძულ პატმოსზე მოციქულმა დაწერა გამოცხადების წიგნი.
დაახლოებით 95 წელს მოციქულმა იოანემ ეფესოში დაწერა სახარება. მან ყველა ქრისტიანს მოუწოდა, რომ უყვარდეთ უფალი და ერთმანეთი და ამით აღასრულონ ქრისტეს სჯული.
მოციქულმა იოანემ ამქვეყნად 100 წელზე მეტი იცხოვრა და იყო ერთადერთი ცოცხალი ადამიანი, რომელსაც იესო ქრისტე მისი მიწიერი ცხოვრების დროს ჰყავდა ნანახი.
ყოველწლიურად, მაისში, წმინდა მოციქულ იოანეს საფლავიდან ამოდიოდა თხელი ფერფლი, რომელსაც მორწმუნეები აგროვებდნენ და იკურნებოდნენ სულიერი და ხორციელი სნეულებებისგან.

На похоронах понтифіка візьмуть участь трансгендери
Ватикан запросив трансгендерів, мігрантів та ув'язнених для участі в церемонії поховання понтифіка в базиліці Санта-Марія-Маджоре.
Думенко розповів, як Україна переможе Росію
Глава ПЦУ вважає, що російські війська самі по собі покинуть Україну.
Церква відзначає свято ікони «Живоносне Джерело»
У п'ятницю Світлої седмиці віруючі збираються біля святих джерел, де відбуваються водосвятні молебні, а в храмах проходять урочисті богослужіння.
В Кам'янській єпархії ієрарх УПЦ освятив дзвони для двох храмів
Освячення здійснив митрополит Кам'янський і Царичанський Володимир.
За ухилення в розкол заборонили в служінні клірика Овруцької єпархії УПЦ
Митрополит Овруцький і Коростенський Віссаріон видав указ з накладенням заборони на священнослужіння ієрею Вадиму Гвоздю.
მიტროპოლიტმა პაველმა კიევში ანასტასია პოკროვსკაიას პატივსაცემად საზეიმო ღონისძიებები ჩაატარა
მოციქულთა თანასწორმა ანასტასიამ შუამავლობის მონასტერი 1889 წელს დააარსა.