„მეღორე“ და „ლაზიერი“: ვინ მოყავს მეუ-ს მაგალითად?
"არქიმანდრიტი" ბარსანუფი კაჩანი ემზადება ფილარეტ დენისენკოს "კურთხევის" მისაღებად. ფოტო: СПЖ
2019 წელს მეუ-ს „საპატიო პატრიარქმა“ ფილარეტ დენისენკომ (რომელიც ჯერ კიდევ დუმენკოს სტრუქტურის მღვდელმსახურთა სიაში აღირიცხება) გადაწყვიტა განაახლოს კს უმე-ს საქმიანობა და დაიწყო თავისი „სინოდისთვის“ ახალი „ეპისკოპოსების“ „ხელდასხმა“. რამდენიმე თვეში ფილარეტმა რვა „მღვდელმთავარი“ „აკურთხა“, რომელთა შორის მოხვდა მეუ-ს „არქიმანდრიტი“ ბარსონოფ კაჩანიც. ამ ადამიანის მაგალითზე ჩვენ კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, რომ არც ერთი კარგი და ნორმალური მღვდელი არ წავა განხეთქილებაში. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ დუმანკოსა და ფილარეტის სტრუქტურებში იღებენ ნებისმიერ მსურველს. თუნდაც ადამიანი სერიუზულად დაავადებული იყოს.
„მეღორე“
ეს ისტორია, სატირითა და მოულოდნელობებით აღსავსე, უკავშირდება ბარსანოფ კაჩანოვის გადასვლას ჯერ მეუ-ში, შემდეგ კი კს უმე-ში და კვლავ მეუ-ში. მაგრამ მისი ბოლო მართლაც რომ სატირალია... ასე რომ, დავიწყოთ.
2019 წლის იანვარში ბარსონოფ კაჩანი მიხვდა, რომ მას ემუქრება ღვთისმსახურების აკრძალვა (მიზეზი: ქალებისა და ღვინისადმი ლტოლვა, ის წავიდა უმე-ს ხმელნიცკის ეპარქიიდან და გადავიდა მეუ-ში, სადაც დაიწყო მისი სწრაფი „კარიერული“ ზრდა.
მეუ-ს მაშინდელი ხმელნიცკის „ეპისკოპოსი“ ანტონ მახოტა სრულიად არ დაბრკოლებულა თავისი ახალი კლირიკოსის საეჭვო ბიოგრაფიის გამო და უკვე 2019 წლის აპრილში მან ის „არქიმანდრიტის“ წოდებით დააჯილდოვა.
პრაქტიკულად ძალიან სწრაფად (ზოგიერთი მონაცემით „არქიმანდრიტობამდე“ ერთი თვით ადრე) ბარსანოფი მეუ-დან გადავიდა კს უმე-ში, სადაც 2019 წლის დეკემბერში გახდა ხმელნიცკისა და კამენეც-პოდოლსკის „ეპისკოპოსი“. ახლა კი იწყება ყველაზე საინტერესო.
„არქიმანდრიტ“ ბარსანუფიუს კაჩანის „ეპისკოპოსად“ დასახელება.
2020 წელს ბარსანოფ კაჩანს, კს უმე-ს „ეპისკოპოსს“, განხეთქილების წრეებში შეარქვეს „მეღორე“. საქმე იმაშია, რომ Facebook-ის თავის ოფიციალურ გვერდზე მან განათავსა შემდეგი შინაარსის განცხადება: “ვიყიდი ღორს სუფთა წონით 100-1200 0671718500-მდე“ (ორთოგრაფია დაცულია).
ამ განცხადებამ ძალზე გააღიზიანა დენისენკოს მომხრეები, ნეონილა ტკაჩენკოს ჩათვლით, რომელიც არის კს უმე-ს იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი. მან საჯაროდ გამოთქვა შენიშვნა, რომ ამგვარი განცხადებები „მღვდელმთავრის“ გვერდზე არ უნდა იყოს განთავსებული. ბარსანოფმა უპასუხა: „პანი ნეონილა, თქვენთვის არავის მიუცია უფლება, რომ მიუთითოთ მღვდელმთავარს რჩევები თქვენს ქვეშევრდომებს მიეცით“ (ორიგინალის სტილი დაცულია).
მოგვიანებით ქსელში მოხვდა ბარსონოფის ფოტო, რომელიც ღორებთან ერთად გალიაში ზის, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სამჯერ იყო დაქორწინებული. საბოლოოდ, კს უმე-ს კანცელარიაში გადაწყვიტეს, რომ ეს პერსონაჟი მათ „საეპისკოპოსოს“ არცხვენს და მიიღეს გადაწყვეტილება მისი სახლში გაშვების შესახებ. ბარსონოფმა გადაწყვიტა არ გამოსცადოს ბედი და დაწერა სინანულის წერილი, სადაც ითხოვდა ეპიფანესთან დაბრუნებას და, თითქოს საკათედრო ტაძრის ასაშენებლად, შესამოსელისთვის და პანაღიისთვის, მან თან გაიყოლა კიევის საპატრიარქოს 105 000 გრივნა, რომელიც კს უმე-ს ვლადიმერის ტაძრის სალაროდან „ითხოვა“.
"ეპისკოპოსი" ბარსანუფიუს კაჩანი ღორის გალიაში.
მისაბაძი მაგალითი მეუ-სთვის
ბარსონოფის მეუ-ს სტრუქტურაში დაბრუნება სიხარულით კი არა, აღფრთოვანებით იყო აღქმული. „სამღვდელმთავრო კრებაზე“ 2022 წელს ეპიფანე დუმენკოს სწორედ ეს ადამიანი მისი სტრუქტურის მაგალითად მოყავდა.
აი, რა თქვა მან მაშინ: „სამწუხარო მოვლენების გარდა, ჩვენ კარგი ამბავიც გვაქვს. მეუ-ს ხმელნიცკის ეპარქიის კლირიკოსმა, არქიმანდრიტმა ბარსანოფმა (კაჩანი), რომელიც 2019 წლის დეკემბერში გაემიჯნა საეკლესიო ერთობას, ცოტა ხნის წინ სინანულის წერილით მიმართა წინამძღოლს და თხოვდა მის აღდგენას მეუ-ს ხმელნიცკის ეპარქიის მღვდელმსახურთა შორის და კურთხევას სამღვდლო მსახურების გასაგრძელებლად. ეს უნდა გახდეს მაგალითი ჩვენი ქვეყნის იმ მცირერიცხოვანი კლირიკოსებისთვის, რომლებიც აგრეთვე გაემიჯნენ ერთობას - მათ შეუძლიათ გააგრძელონ სამღვდლო მსახურება ადგილობრივ ეკლესიაში ან მის მოწინააღმდეგეებად შეირაცხებიან“.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დუმენკომ აშკარად მიუთითა, რომ, მიუხედავად მუქი ლაქებისა მის ბიოგრაფიაში, მიუხედავად სკანდალებისა და ქცევისა, რომელიც არ შეეფერება არა მარტო „ეპისკოპოსს“, არამედ რიგით ქრისტიანსაც, ბარსონოფ კაჩანი წარმოადგენს მაგალითს ყველასთვის, ვისაც სურს თავისი „სამღვდლო მსახურება“ აღასრულოს მეუ-ში. თუმცა „არქიმანდრიტი“ კაჩანი მას აღასრულებდა კიდეც...
ჩვენი ინფორმაციის თანახმად, მას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ხმელნიცკის ოლქში უმე-ს ტაძრების მიტაცებაში, მონაწილეობდა უმე-ს მღვდელმსახურთა და ერისკაცთა დევნაში, და აკეთებდა ყველაფერს, რასაც მეუ-ს ბევრი კლირიკოსი სჩადიოდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავის „სამღვდლო მსახურებაში ადგილობრივ ეკლესიაში“, რომელმაც ტომოსი პატრიარქ ბართლომესგან მიიღო, ბარსონოფი უფრო შორს წავიდა, ვიდრე დუმენკოს სხვა „მღვდლები“ და ამის გამო ის 2023 წლის ნოემბერში მეუ-ს ხმელნიცკის ეპარქიის შტატგარეშედ გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ შტატგარეშედ გამოცხადება არ ნიშნავს მღვდელმსახურების აკრძალვას. ეს არის მღვდელი, რომელიც ეპარქიის შტატგარეშეა, მას არ ჰყავს მრევლი, თუმცა ამავდროულად ის ეპარქიის მოქმედი კლირიკოსია. ეს კი ნიშნავს, რომ დღემდე „არქიმანდრიტი“ ბარსონოფი მეუ-ს ხმელნიცკის ეპარქიის მოქმედი და ლეგალური კლირიკოსია. და სწორედ ამ სტატუსით ის მოხვდა ხმელნიცკის ერთ-ერთ საჯარო ვიდეოზე.
ამ მოკლე ვიდესიუჟეტში ჩვენ ვხედავთ მეუ-ს „არქიმანდრიტს“, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში ეჩხუბება ასევე არაფხიზელ გოგოს. რა უნდა ვთქვათ ამაზე?
ის, რომ ადამიანურად ის მართლაც საცოდავია. დაავადებულია ალკოჰოლიზმით და, თუ ვიმსჯელებთ ღორების ფოტოს მიხედვით, კიდევ ფსიქიკური და გონებრივი პრობლემებიც აქვს. ამ თვალსაზრისით ჩვენ მას არ განვიკითხავთ - ღმერთმა განსაჯოს.
ჩვენ უნდა ვისაუბროთ მეუ-ზე, როგორც სტრუქტურაზე, რომელიც აგროვებს ყველას, ვისაც სერიუზული პრობლემები აქვს - როგორც მორალური (პირველ რიგში), ასევე ფსიქიკური ხასიათის. ამ მხრივ ბარსანოფ კაჩანი ერთადერთ შემთხვევას არ წარმოადგენს.
მაგალითად, მეუ-ს „ეპისკოპოსმა“ ადრიანე კულიკმა 2021 წლის ოქტომბერში უმოწყალოდ სცემა თავისი მეზობელ ქალს და ამის გამო ის გახდა შტატგარეშე (და არა აკრძალული).
არა ნაკლებად ოდიოზურად გამოიყურება მეუ-ს მოქმედი „ეპისკოპოსი“ ტიხონ პეტრენიუკიც, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აგენტი, მეტსახელად „ლაზიერი“, რომლის წინააღმდეგ 2022 წელს სწრაფი რეაგირების ჯგუფმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე.
აღვნიშნავთ, რომ პეტრანიუკი არის არა მარტო ადამიანი, რომელსაც ადანაშაულებენ ქვეყანა-აგრესორის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, არამედ ის არის ადამიანი, რომელიც წარმატებულად „ითვისებს“ ბიზნესმენთა „ფულებს“.~
ეს ყველაფერი მშვენივრად ესმის დუმენკოს და... არაფერს არ აკეთებს ამისთვის. უფრო სწორად, აკეთებს - პეტრანიუკს აჯილდოვებს. გასაგებია, ჯილდო - არა მარტო დამსახურებათა დასტურია, არამედ სამაგალითოდ წარმოჩენაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პეტრანიუკის დაჯილდოვებით, დუმენკოს ის მაგალითად მოყავს. საინტერესოა, რატომ?
სხვა კითხვა, რატომ არ იმჩნევს უუს, რომელიც უმე-ს მღვდელთა ქადაგებებით არის დაკავებული, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მოქალაქის პასპორტს, რომელიც პეტრანიუკს აქვს.
სინამდვილეში, არც კაჩანი, არც კულიკი, არც პეტრანიუკი არ წარმოადგენენ გამონაკლისს დუმენკოს სტრუქტურაში. რადგან ზემოჩამოთვლილ “ეპისკოპოსთა”გარდა (კაჩანს ზუსტად იგივე “ქიროტონია” აქვს, როგორც დუმენკოს, ესე იგი ფილარეტისეული), მეუ-ში არიან “მღვდლები”, რომლებიც ჩხუბობენ, იგინებიან და ასე შემდეგ. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? იმაზე, რომ ვლინდება ერთი სახასიათო ტენდენცია: კლირიკოსებს, რომლებიც უმე-დან მეუ-ში გადადიან, აქვთ სერიუზული მორალური და დისციპლინარული პრობლემები.
„არქიმანდრიტ“ ბარსანოფ კაჩანის ისტორია ნათელი მაგალითია. ის აღმოჩნდა უამრავი სკანდალის ცენტრში, ქურდობაში ეჭვმიტანილი და მას პირადი ხასიათის პრობლემები გააჩნია. უმე-დან წასვლა მისთვის გახდა პასუხისმგებლობისგან გაქცევისა და „მსახურების“ გაგრძელების საშუალება ახალშექმნილ იურისდიქციაში, რომლის ხელმძღვანელობა უბრალოდ თვალს ხუჭავს ყველაზე მდაბალ და უღირს საქციელებზე.
სწორედ ამიტომ მეუ იღებს კლირიკოსებს ამგვარი რეპუტაციით და წარმოაჩენს მათ მაგალითად და წარმოადგენს როგორც წარმატებას - ეს არის კითხვა, რომელიც უნდა დავუსვათ არა მარტო დუმენკოს, არამედ პატრიარქ ბართლომესაც, რომელმაც კალმის ერთი მოსმით მოახდინა ყველა ამ „მეღორისა“ და „ლაზიერის“ ლეგალიზება.
რატომ დაუჭირა მხარი დუმენკომ ქართულ ,,მაიდანს’’?
ეპიფანე დუმენკომ მოულოდნელი განცხადება გააკეთა და ქართველებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ "პროევროპულ" საპროტესტო აქციებს. რა არის ეს - ეპისკოპოსის თუ პოლიტიკოსის განცხადება?
პატრიოტიზმი, როგორც ბიზნეს პროექტი: რატომ ებრძვის რსა-ს ხელმძღვანელი კოზიცკი ეკლესიას?
ლვოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ მისი რეგიონი მთლიანად გაწმენდილია უმე-ის ეკლესიებისგან. რა დგას ეკლესიის წინააღმდეგ ასეთი გულმოდგინე ბრძოლის უკან?
დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი: ფუნდამენტური განსხვავებები ქრისტიანისთვის
ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩიეს. მისი გამარჯვება ტოტალური და უპირობოა. ის და ჰარისი წარმოადგენენ არა მხოლოდ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს, არამედ სხვადასხვა პარადიგმას. რა არის ისინი?
„მეღორე“ და „ლაზიერი“: ვინ მოყავს მეუ-ს მაგალითად?
ორი წლის წინ ეპიფანემ მაგალითად მოიყვანა კს უმე-ს „ეპისკოპოსი“, რომელიც მეუ-ში „არქიმანდრიტის“ ხარისხში დაბრუნდა. ახლა ეს „არქიმანდრიტი“ სკანდალში გაეხვა. რას ნიშნავს ეს?
პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?