უუს-მ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ უმე - უკრაინული ეკლესიაა: რა მოხდება ამის შემდეგ?

2825
24 April 19:32
28
უუს-მა მოულოდნელად დაანგრის უმე-ს გარშემო არსებული ტყუილის პირამიდა. ფოტო:: СПЖ უუს-მა მოულოდნელად დაანგრის უმე-ს გარშემო არსებული ტყუილის პირამიდა. ფოტო:: СПЖ

როდესაც უკრაინის ხელისუფლებას აწყობს, ის უმე-ს „მოსკოვურსა და უფსურს“ უწოდებს, როდესაც არა - „უკრაინულს“. სად არის სიმართლე?

2025 წ. 22 აპრილს უუს-ს ოფიციალურ ფეიბუქ-გვერდზე გაჩნდა საოცარი ინფორმაცია. უშიშროების სამსახური „იტყობინება რმე-ის კიდევ 14 „მაღალ თანამდებობაზე მყოფ  ჩინოვნიკის“ ეჭვმიტანილობის შესახებ, რომლებიც ხელს უწყობდნენ უკრაინული ეკლესიების მიტაცებას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. ეს „მაღალ თანამდებობაზე მყოფი ჩინოვნიკები“ აღმოჩნდნენ მღვდელმთავრები, რომლებიც 2022-2024 წწ. იყვნენ რმე-ის წმინდა სინოდის წევრები და, უუს-ის აზრით, მათ უზრუნველყვეს სინოდის გადაწყვეტილება, რომ რმე-ს „შეუერთდეს“ უმე-ს ჯანკოის, ბერდიანსკის, როვენსკის და ხერსონის ეპარქიები (ე.ი. რუსული ჯარების მიერ მიტაცებულ ტერიტორიებზე) და  იქ „მოსკოვისადმი დაქვემდებარებული“ ეპისკოპოსები დანიშნონ.

უუს-მ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ უმე - უკრაინული ეკლესიაა: რა მოხდება ამის შემდეგ? фото 1

„მაღალ თანამდებობაზე მყოფი ჩინოვნიკები“ ეჭვმიტანილები არიან დანაშაულში, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 27 სტ. მე-5 ნაწ. 110 სტ. მე-3 ნაწ. (წინასწარ განზრახული ქმედებების ჩადენის ხელშეწყობა ტერიტორიის საზღვრების შეცვლისა ან უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მიზნით, რომელიც უკრაინის კონსტიტუციით არის დადგენილი, ადამიანთა ჯგუფის მიერ წინასწარი მოლაპარაკებით, რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგები).

უუს-ს ოფიციალურ ფეისბუქ- გვერდზე განთავსებული განცხადებიდან გამომდინარეობს სამი პრინციპული მომენტი:

  1. მიტაცებული იყო უკრაინული ეკლესიები და არა რუსული;
  2. დასახელებული ეპარქიები მიერთებულები იყვნენ რმე-ს, ეს კი ნიშნავს, რომ მანამდე ისინი მათ არ ეკუთვნოდნენ;
  3. ამ ეპარქიებში დანიშნულები იყვნენ ეპისკოპოსები, რომლებიც „მოსკოვის კონტროლის ქვეშ არიან“, ეს კი ნიშნავს, რომ წინა ეპისკოპოსები (უმე-ს მღვდელმთავრები) მისი კონტროლის ქვეშ არ იმყოფებოდნენ.

ახლა კი ვნახოთ, თუ რა წერია „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის შესახებ წესდების რელიგიათმცოდნეობრივ ექსპერტიზაში მოსკოვის საპატრიარქოსთან (რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიათან) საეკლესიო-კანონიკური კავშირის არსებობაზე), რომელიც დამტკიცებულია ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების უკრაინის სახელმწიფო სამსახურის 2023 წ. 27 იანვრის ბრძანებით:

 „უმე-ს რმე-სთან მიმართებით აქვს საეკლესიო-კანონიკური კავშირი ისე, როგორც ნაწილს მთლიანთან. უმე-ს დამოკიდებულება რმე-სთან არ წარმოადგენს ერთი დამოუკიდებელი (ავტოკეფალური) ეკლესიის დამოკიდებულებას მეორე დამოუკიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან. უმე-ს აგრეთვე არ აქვს ავტონომიური ეკლესიის სტატუსი, რომელიც აღიარებულია სხვა ეკლესიების მიერ, შესაბამისად კი, ეკლესიოლოგიისა და კანონიკური სამართლის თვალსაზრისით, წარმოადგენს რმე-ის სტრუქტურულ ქვეგანაყოფს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი წარმონაქმნის ცალკე უფლებები საკუთარი კანონიკური სუბიექტურობის გარეშე. <...> საეკლესიო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და უმე-ს მმართველობის დღევანდელი მოქმედება ან უმოქმედობა მოწმობს იმაზე, რომ უმე რმე-სთან მიმართებაში აგრძელებს ქვეშევრდომულ დამოკიდებულებაში ყოფნას“.

როგორც ჩანს, სახეთნოპოლიტიკის სამსახურის ექსპერტიზა სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც გამომდინარეობს უუს-ის ეჭვმიტანილობიდან, რომელიც დაუსწრებლად წარუდგინეს რმე-ის მღვდელმთავრებს. სახეთნოპოლიტიკის სამსახურის ექსპერტიზა ამტკიცებს, რომ ამ მღვდელმთავრებს პრინციპში არ შეეძლოთ მათდამი ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, რადგან ზემოთხსენებული ეპარქიები ისედაც ეკუთვნოდნენ რმე-ს, ხოლო მათი მღვდელმთავრები ისედაც მოსკოვს ექვემდებარებოდნენ (ისევ, სახეთნოპოლიტიკის სამსახურის აზრით).

სახეთნოპოლიტიკის სამსახურის ექსპერტიზა არის ოფიციალური ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი, მაგრამ მტკიცება იმისა, რომ უმე რმე-ის ნაწილია ისმის სრულიად სხვადასხვა ადამინებისგან, პოლტიკოსებისგან, საზოგადოებრივი და საეკლესიო მოღვაწეებისგან. აი, სულ რამდენიმე მაგალითი:

მეუ-ს კროპივნიცკისა და გოლოვანოვსკის „არქიეპისკოპოსი“ მარკოზი: „ყველას ესმის, რომ უმე (მს) დამოუკიდებელი არ არის, ის მხოლოდ რმე-ის ნაწილია“.

სახალხო დეპუტატი ნიკოლაი კნიაჟიცკი: „მს უმე-ს არ გაუწყვიტავს კანონიკური კავშირები რმე-სთან და მომავალშიც რჩება „ფართო ავტონომიის მქონე რმე-ის თვითმმართვად ნაწილად“.

ხშირად შეხვდებით უფრო რადიკალურ მოსაზრებებსაც. მაგალითად, სახალხო დეპუტატი ნატალია პიპა: „მს უმე-ს წესდებაშიც წერია, რომ წესდება შეიძლება იყოს შეცვლილი პირველად ორგანიზაციასთან, ესე იგი მოსკოვთან შეთანხმებით. ეს ეკლესია კი არ არის, არამედ უფს-ის კონტროლქვეშ მყოფი სტრუქტურაა“.

 

როგორც ცნობილია, უუს უმოწყალოდ ებრძვის პრორუსულ ნარატივებს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში გადასცემს იმ პირებს, რომლებიც ამ ნარატივებს ავრცელებენ. და აი, რა გამოდის: სახეთნოპოლიტიკის სამსახურის ექსპერტებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უმე - „რუსული ეკლესიაა“, სინამდვილეში პრორუსულ ნარატივებს ავრცელებენ.

 

ყველა მსგავსი განცხადება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ისინი ამტკიცებენ, რომ რმე-ს აქვს სრული უფლება განკარგოს ეპარქიები და სამრევლოები უკრაინის ტერიტორიაზე. ეს განცხადებები ახდენენ უუს-ის სრულ დისკრედიტაციას და სასაცილოდ წარმოაჩენენ მას, რადგან ამ შემთხვევაში რმე-ის მღვდელმთავართა ქმედებებში არანაირი დანაშაული არ იღინიშნება და არც შეიძლება რომ იყოს. ეს განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ რმე-ს უფლება აქვს განკარგოს უმე როგორც თავისი ნაწილი,  მიტაცებულ ტერიტორიებზე გადაყვანოს ეპარქიები თავისი უშუალო მმართველობის ქვეშ, იქ შეცვალოს ეპისკოპოსები და განახორციელოს სხვა ადმინისტრაციული ქმედებები, ამიტომ რმე სრულიად კანონიერად იქცევა. სახეთნოპოლიტიკის სამსახურის პოზიციის, ელენსკისა და უმაღლესი რადის უამრავი „სახპატრიოტის“ პოზიციის თანახმად, ის არაფერს არ იტაცებს. რა არის ეს, თუ არა კრემლის აშკარა ნარატივები?

ყოველივე ზემოთქმულდან გამომდინარე, უუს-ს წინაშე აუცილებლად უნდა დაისვას საკითხი სისხლის სამართლის პასუხისგებაში გადაცემის შესახებ უკრაინის სახელმწიფოს სახეთნოპოლიტიკის სამსახურის ექსპერტთა წინააღმდეგ დანაშაულებების გამო, აგრეთვე ყველა იმ პირთა, ვინც მონაწილეა პრორუსული თეზისის გავრცელებაში, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რმე-ის ნაწილს წარმოადგენს. ისინი ეჭვმიტანილები უნდა იყვნენ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის იგივე სტ. 27 ნაწ. მე-5, სტ. 110 ნაწ. მე-3, რის მიხედვითაც ეჭვმიტანილებად ცნეს რუსეთის მღვდელმთავრები. ისინი და სხვებიც ხომ ერთი და იგივე მტკიცებულებებით ხელმძღვანელობენ.

ან საჯაროდ უნდა იყოს დეკლარირებული ის, რაც სინამდვილეში ხდება. ის, რომ უმე - დამოუკიდებელი ეკლესიაა, რომელიც თავისი წესდებით, თავისი სინოდის გადაწყვეტილებებით ხელმძღვანელობს და არაფერში არ ექვემდებარება რმე-ს. მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს მთელი ამ ცრუ პირამიდის ნგრევა „უკრაინაში რუსული უფსუს ეკლესიის“ შესახებ, რომელსაც ხელისუფლება, მასმედია და სხვა უუს-ები  ბოლო წლებია მონდომებით აშენებენ. და ამ სიცრუის საფუძველზე შეთხზეს მთელი კანონი მილიონობით საკუთარი მოქალაქის ეკლესიის აკრძალვის შესახებ.

ფაქტობრივად, ეს არის ცნობილი ებრაული ანეკდოტის კლასიკური მაგალითი ჯვრისა და საცვლების შესახებ. ანუ, თუ ჭკვიანურ სიტყვებს გამოვიყენებთ - ეს არის კოგნიტური დისონანსის შემთხვევა. მაგრამ დღესდღეობით ჩვენს მაღალ კაბინეტებში ჭკუა მაინცდამაინც პატივში არ არის. ეტყობა, დროა ასეთი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ