უხუცესი გაბრიელ კარეელი: შეისწავლეთ ისტორია და იფიქრეთ"

30 November 2021 00:22
98
ათონის მთის უხუცესი მამა გაბრიელ კარეელი. ფოტო: СПЖ ათონის მთის უხუცესი მამა გაბრიელ კარეელი. ფოტო: СПЖ

ათონელი უხუცესის გაბრიელ კარეელის მოსაზრებები თანამედროვე ადამიანებზე და ჩვენს რთულ ცხოვრებაზე.

-გერონდა, მამა სერაფიმემ ჩვენ რთული შეკითხვა დაგვისვა ეკლესიურ ცხოვრებაზე: რა იქნებოდა, კოლივადები ახლა ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ან ჩვენს დროს ცოცხალი რომ ყოფილიყო ღირსი პაისი მთაწმინდელი?

-რას გააკეთებდა პაისი მთაწმინდელი ახლა? დიახ, ჩვენ ვიცით მოწმობები ათონზე, დღემდე ცოცხალი არიან ადამიანები, ვინც მას ესაუბრებოდა. მაგალითად, მე თქვენ მოგიყვებით. ერთხელ მამა ნიკოდიმოს პილატესი წავიდა მამა პაისთან და უთხრა მას: "გერონდა, შენ გსაყვედურობენ როგორც ეკუმენისტს". უხუცესმა პაისმა  ლამის დაიყვირა:"მე ეკუმენისტი?!" ეს იყო ჯერ კიდევ სტავრონიკიტინაში. მამა დოსიფეოსი მე მომიყვა, ხოლო მას მოუყვა თვით მამა ნიკოდიმოს პილატესმა.

და რას გააკეთებდნენ ახლა კოლივადები? იცით, ახლა ძალიან საინტერესო დროა. ისეთივე სკანდალური დრო დადგა, როგორიც იყო კოლივადების დროს. სინამდვილეში, ისტორიული ეპოქა ძალიან მსგავსია.

კოლივადებზე საერთოდ ბევრმა ადამიანმა არ იცის. და ბევრმა არ იცის, რომ იმ დროს მამები, რომლებიც იყვნენ მეორე მხარეს კოლივადებისგან, ეწინააღმდეგებოდნენ მათ, თავიანთ მტრობაში იქამდე მივიდნენ, რომ მოკლეს რამდენიმე ადამიანი. ამას, რა თქმა უნდა, არ აცხადებენ. და მაშინ კოლივადები შეიკრიბნენ წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის კელიაში. ამ შეკრებას ესწრებოდა მრავალი დღევანდელი წმინდანი: წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი, ღირსი ათანასე პარიელი და სხვა უხუცესები. მათ ასე გადაწყვიტეს: რადგან ეს ომი თუ მტრობა უკვე მივიდა მკვლელობამდე- საქმე ცუდადაა. ჩვენ ჩვენი სიცოცხლის არ გვეშინია, ჩვენ მზად ვართ  ის შევწიროთ, მაგრამ, რომ არ დავუშვათ ათონზე ასეთი დანაშაულობები- ჩვენ მივდივართ წმინდა მთიდან. და ისინი წავიდნენ.

უხუცესები დასახლდნენ კიკლადის კუნძულებზე და გადაარჩინეს მრავალი კუნძული კათოლიკური ექსპანსიისგან.

ისტორია ჩვენ გვასწავლის, რომ ადამიანურად ეს იყო არასამართლიანი, მაგრამ ღვთის განგებით აღმოჩნდა, რომ ამ გადასახლებამ მოიტანა დიდი სარგებელი, ეს სასიკეთო გახდა ბერძენი ხალხისთვის.

ასე რომ შეისწავლეთ კოლივადების ეპოქა და იფიქრეთ.

ჩვენი თანამედროვე უხუცესი ამბროსი ამბობდა, რომ ახლო მომავალში 2 მილიონი ბერძენი დაიღუპება. მაგრამ მან არ თქვა, რისგან. რა შეიძლება ეს იყოს, გარდა ვაქცინებისა? ქალები კლავენ თავიან დაუბადებელ ბავშვებს, და ამ მოკლული ბავშვების უჯრედებს იყენებენ ვაქცინებში- ეს დიდი ცოდვაა.

დიახ, ჩვენთვის ახლა ცუდი დროა, მაგრამ იქნება კიდევ უარესი, თუ არ მოვინანიებთ. ყველაფრის გასაღები არის მონანიება. ჩვენს ღმერთს არ შეუძლია ჩვენ გვაპატიოს ძალით, ჩვენი მონანიების გარეშე. ეს შეუძლებელია.  მიტევების მისაღებად ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ჩვენი ნება. მაგალითად მოვიყვან ნინევიელებს, ქალაქ ნინევიის მაცხოვრებლებს, რომლებიც მთელი ძველი მსოფლიოსთვის სამაგალითო გახდნენ. მათ მთელმა ქალაქმა გულწრფელად მოინანია,  დაიწესეს მარხვა,და საქონელსაც კი აიძულეს მარხვა. და რა შეეძლო ღმერთს ამაზე ეპასუხა? რა თქმა უნდა, მან ისინი შეიწყალა და არ გაანადგურა ქალაქები.

და კიდევ რას გეტყვით. ღმერთი ამბობს ბიბლიაში: "ხე შეიცნობა ნაყოფით". ცუდ ხეს არ შეუძლია კარგი ნაყოფის მოცემა.  ზუსტად ასევე შეიცნობა ადამიანიც. მითხარი, თუ შენ ხარ ღვთიური ადამიანი, ჩვენ ხომ ვაძლევთ თავისუფლებას საქონელსაც კი, რატომ იკეთებ აცრას ძალით? შენ მაგდებ სამსახურიდან და შენთვის სულერთია, შეიძლება მე სიცოცხლე თვითმკვლელობით დავასრულო? ამას რა, ღვთიური ადამიანი ასე აკეთებს?

დაიმახსოვრეთ- მონანიების გარეშე ღმერთი ჩვენ არ გადაგვარჩენს.

და კიდევ ერთ ადგილს შეგახსენებთ წერილიდან. როდესაც წარღვნამდე ღმერთი ჩამოვიდა დედამიწაზე, მან თქვა: "არ დარჩება სული ჩემი ამ ადამიანებში უკუნისამდე, რადგან არიან ისინი ხორციელნი". რას ნიშნავს "რადგან არიან ისინი ხორციელნი"? ნიშნავს- ისინი გახდნენ მხოლოდ ხორციელნი, დაკარგეს სული. და თუ მაშინ მან თქვა ასეთი სიტყვები, რას იტყვის ის ახლა ჩვენზე, ჩვენს სატანურ საზოგადოებაზე?

სოდომისა და გომორის მცხოვრებლები, რომლებიც ღმერთმა დაწვა როგორც მწერები, ისინი იყვნენ არა უბრალოდ უღმერთოები, არამედ უკიდურესად უღმერთოები. სოდომელები სჩადიოდნენ საშინელ ცოდვებს, მაგრამ არ აკანონებდნენ მას. და ჩვენ დღეს ვაკანონებთ ცოდვას. ასეთი არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში.

                                                                                               მასალები ათონის წმინდა მთის საინფორმაციო პორტალიდან.

*კოლივადები-XVIII საუკუნის მეორე ნახევარში  ათონელი ბერების გარემოში  შექმნილი მოძრაობის წარმომადგენლები, გაუმართლებელი ინოვაციების მოწინააღმდეგეები და სულიერი ცხოვრების ტრადიციული პრაქტიკის აღდგენის მომხრეები.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ