კატაკომბები: ქრისტიანთა მიწისქვეშა ცხოვრება გუშინ და დღეს

30 November 2021 00:50
502
კატაკომბას წამებულები. ჟ. , 1855 წელი. ფოტო: wikipedia.org კატაკომბას წამებულები. ჟ. , 1855 წელი. ფოტო: wikipedia.org

ყველას გაუგია კატაკომბებისა და მათთან დაკავშირებულ პირველი საუკუნის ქრისტიანთა ცხოვრების შესახებ. თუმცა კატაკომბების ისტორიაში ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ჩანს.

კატაკომბებთან არა მარტო ქრისტიანთა, არამედ იუდეველთა და წარმართთა ტრადიციებიც არის დაკავშირებული. კატაკომბებში ხალხს არასდროს არ უცხოვრია, მათ  პირველ რიგში იყენებდნენ როგორც გარდაცვლილთა სასაფლაოს.  ყველგან კი არ აშენებდნენ, არამედ იქ, სადაც გეოლოგიურად ხელსაყრელი პირობები იყო. რომის ცნობილი კატაკომბების გარდა, ანალოგიური მიწისქვეშა დერეფნები იქმნებოდა სიცილიის კუნძულებსა და მალტაზე, აგრეთვე ეგვიპტეში, ტუნისში, გალეში, პალესტინაში და ა.შ.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სწორედ კატაკომბებში დაიწყო დაკრძალვის ქრისტიანული წესის, ლიტურგიის მსახურების,  აგრეთვე წნიდანთა თაყვანისცემის ტრადიციისა და ხატწერის სახვითი ხელოვნების ფორმირება.

კატაკომბების მშენებლობისა და განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ქრისტიანულმა ანთროპოლოგიამ და სოტერიოლოგიამ*. ერთი მხრივ, ქრისტიანები სხეულს როგორც ღვთის ქმნილებას აღიქვამდნენ, ადამიანის ბუნების განუყოფელ ნაწილს, რომელიც „მეტად კარგია“. მეორე მხრივ კი - სხეული კვდება მხოლოდ დროებით, რადგან მოსალოდნელია შემგომი აღდგომა და მაცხოვართან შეხვედრა მეორედ მოსვლის დროს. ამიტომ ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად სხეულთა კრემაციის ტრადიცია თანდათან გაქრა. წარმოიშვა დაკრძალვის ადგილების ძემნის აუცილებლობა.

კატაკომბები: ქრისტიანთა მიწისქვეშა ცხოვრება გუშინ და დღეს фото 1
წმინდა კალისტეს კატაკომბები ღია ნიშებით. ფოტო: wikipedia.org

თავიდან კატაკომბები შერეული იყო (ე.ი. ერთ კატაკომბაში კრძალავდნენ ქრისტიანებს, იუდეველებს, წარმართებს და მიტრაისტებს), მაგრამ თანდათან ქრისტიანთა თემებმა დაიწყეს მიწის ნაკვეთების საკუთრებაში შესყიდვა  ქრისტიანთა ცალკე დაკრძალვისთვის. ჩვენთვის ჩვეულ საფლავებს ქრისტიანები არ აწყობდნენ. ეს  II-III საუკუნეების მიჯნაზე ხდებოდა, სწორედ მაშინ გაჩნდა რომში წმინდა კალისტეს და ნეაპოლში წმინდა იანუარის ყველაზე ცნობილი და უმსხვილესი კატაკომბები.

წმინდა კალისტეს კატაკომბები (უწოდეს რომის ეპისკოპოსის სახელი, რომელიც მართავდა კათედრას 217-222 წწ.) წარმოადგენენ გვირაბის ტიპის პირველ ნაგებობებს. ისინი გათხარეს რომთან, ცნობილ აპიას გზასთან მდებარე ნაკვეთზე. მიწის მონაკვეთის პერიმეტრზე ქრისტიანებმა შექმნეს გალერეები და მათ შორის გარდიგარდმო გასასვლელები გათხარეს, სადაც სხეულების დასამარხად რამდენიმე ფენად ნიშები განალაგეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავიდან აგებდნენ კატაკომბებს, რომლებსაც არა მარტო ქრისტიანები იყენებდნენ, ხოლო III საუკუნის ბოლოსთვის იუდეველთა და წარმართთა მსგავსი ნაგებობები უკვე პრაქტიკულად აღარ არსებობენ. ზოგჯერ იმ დროისთვის შერეული სამარხები ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო, მაგრამ, მაგალითისთვის, ქრისტიანთა და წარმართთა ეპიტაფიები მათზე იყო, შესაბამისად, როგორც 600:1.

კატაკომბები: ქრისტიანთა მიწისქვეშა ცხოვრება გუშინ და დღეს фото 2
პრისცილას კატაკომბები რომში. ფოტო: yourwo.com

მილანის ედიქტის გამოსვლასთან ერთად (313 წ.) იწყება მოწამეთა თაყვანისცემის ტრადიციის ფორმირების სწრაფი პროცესი. პაპმა დამასმა აკრძალა კატაკომბებზე რამე ნაგებობების აღმართვა და ტაძრებს თვით კატაკომბებში აწყობდნენ მოწამეთა დაკრძალვის ადგილებზე ან ამ ადგილებთან ახლოს მდებარე მიწაზე. ამ დროს ხდება მიწისქვეშა გასასვლელების გაფართოვება და გაუმჯობესება კიბეების აგების, ჭერის თაღების ფორმირებისა და ლუმინარების - გამოქვაბულში მზის შუქისა და სუფთა ჰაერისთვის მოწყობილი სპეციალური ჭების  გზით. ამავე დროს ბევრი ეპიტაფია შეიცვალა უფრო ვრცელით, სადაც მოწამეთა ღვაწლი  ლექსად იყო აღწერილი.

რომის კატაკომბები საბოლოოდ ხუთკილომეტრიანი  გზების გასწვრივ, ქალაქგარეთ  გადაიჭიმა და ამის შედეგად  ქალაქის გარშემო ლანდშაფტიც კი შეიცვალა. თუ ადრე აქ მხოლოდ კერძო აგარაკები და ვილები იყო, ახლა მოცემული ტერიტორია საზოგადოდ მნიშვნელოვანი გახდა. ყველაფერი ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ უძველეს დროში ქალაქში  სამარხების მოწყობა იკრძალებოდა. გამონაკლისს მხოლოდ ეგვიპტური კატაკომბები წარმოადგენენ, მაგალითად, ალექსანდრიაში ხსენებული აკრძალვა არ ყოფილა.

სიტუაცია VI საუკუნის შუა წლებში შეიცვალა, როდესაც, ერთი მხრივ, იკლებს ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა და შესაბამისად ფართო სასაფლაოების მოთხოვნაც იკლებს. მეორე მხრივ კი, სამხედრო საშიშროებისთან დაკავშირებით, დაშვებული იყო ადამიანთა პოლისებში დაკრძალვა. თუმცა ეს არანაირად არ აისახებოდა ქრისტიანთა დამოკიდებულებაზე კატაკომბების, როგორც წმინდა ადგილების მიმართ: მათთან ახლოს კვლავ  ტაძრებსა და მონასტრებს აგებდნენ, ხოლო მოწამეთა წმინდა ნაწილებისკენ სულ უფრო მეტი მომლოცველი მიემართებოდა.

კატაკომბები: ქრისტიანთა მიწისქვეშა ცხოვრება გუშინ და დღეს фото 3
პრისცილას კატაკომბების მოხატულობა რომში. ფოტო: yourwo.com

შემდგომ, VII ასწლეულში ჩნდებიან ეგრეთ წოდებული იტინერარიები - გზამკვლევები, რომლებიც მიუთითებენ, როგორ და სად შეიძლება ამა თუ იმ სამარხისა და კატაკომბური ეკლესიის მოძებნა. ამავე დროს გრძელდება მიწისქვეშა დარბაზების მოხატვა, ხოლო კატაკომბების მხატვრული გაფორმების უკანასკნელი კვალი VIII საუკუნის ბოლოს და IX საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება.

მაგრამ ეს ეპოქა  კატაკომბების დაცემის დროა. უკვე VII-VIII საუკუნეებში იწყებენ წმინდა ნაწილების მიწისქვეშეთიდან ქალაქის ტაძრებში გადატანას. მაგალითად, პაპის ბონიფაცი IV დროს (VII .) კატაკომბებიდან  ნაწილები  ოცდაათი მარხილით გამოიტანეს, ხოლო პასქალიონ I დროს (IX .) – 2300 მოწამის ნაშთი. შუასაუკუნეების პერიოდში ზოგიერთი ქრისტიანი ჯერ კიდევ იშვიათად დადიოდა კატაკომბებში,  XIV ასწლეულისთვის მომლოცველთა ინტერესი სრულიად  გაქრა და ამ დროისთვის  ყველამ  მიატოვა იქ სიარული. კატაკომბების მიმართ ინტერესის ახალი ტალღა აგორდა ქრისტიანული არქეოლოგიის განვითარებასთან ერთად, ე.ი. XV-XVI საუკუნეებში.

რადგან აღვნიშნეთ, რომ კატაკომბები არა მარტო ქრისტიანული იყო, უნდა ითქვას, რომ მათი წარმოშობა თავისთავად დაკავშირებულია ეგრეთ წოდებულ ჰიპოგეებთან - პატარა საკნებთან სამარხებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ფართოდ იყო  გავრცელებული ხმელთაშუაზღვის ტერიტორიებზე.

კატაკომბები: ქრისტიანთა მიწისქვეშა ცხოვრება გუშინ და დღეს фото 4
ჰიპოგეა ჰალ-საფლიენი. მალტა. ფოტო: daeu.eu

თვით კატაკომბების მოწყობა ჯიშის ხარისხზე იყო დამოკიდებული. მაგალითად, რომი ტუფზე დგას - მსუბუქ, პორებიან, მთის ჯიშზე, ამ შემთხვევაში ვულკანური წარმოშიბისაა, რაც მისი დამუშავების საშუალებას იძლევა დიდი ფიზიკური ხარჯის გარეშე. ზოგიერთი კატაკომბა ჰიპოგეებით იყო გაფართოვებული, ზოგიერთი კი - მიტოვებული ქვისსამტეხლო მაღაროებით. ბევრი კატაკომბის მშენებლობა  ნულიდან იწყებოდა, ბორცვის ფერდში ან ბრტყელ კლდეში შეღწევის გზით.

როგორც წესი, მშენებლობის წინ კატაკომბების არანაირი გეგმა არ არსებობდა, ისინი  მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე ფართოვდებოდნენ. ზოგჯერ ეს ახალი დერეფნების მშენებლობა იყო, ზოგჯერ კი იატაკის ჩაღრმავება ნიშების ახალი წყების ფორმირებისთვის. თემის ყველაზე პატივსაცემი წევრებისთვის ითხრებოდა კუბიკულები - სპეციალური მრავალკუთხა ოთახები, სადაც სხეულები ქვის სარკოფაგებში თავსდებოდნენ.

საინტერესოა, რომ კატაკომბების მშენებლობისთვის ცალკე თანამდებობა იყო გამოყოფილი - მთხრელის, რომელიც ძალზე საპატივსაცემო იყო. მის მოვალეობაში შედიოდა არა მარტო მიწისქვეშა დერეფნებისა და ოთახების აგება, არამედ  პასუხიმგებლობაც სამარხების გაყიდვაზე, აგრეთვე  თვით დაკრძალვის პროცესის ორგანიზებაც.

*   *   *

დასასრულს შეგახსენებთ, რომ კატაკომბებში ქრისტიანები არ ცხოვრობდნენ და არც იმალებოდნენ, ეს იყო სამარხები, ლოცვის, ღვთისმსახურებების, შეკრებების ადგილები და სხვა არაფერი. ამიტომ ХХ საუკუნემდე ასეთი ცნება, როგორც „კატაკომბური ეკლესია“, არ  არსებობდა. დღეს ამ  ტერმინს იყენებენ განხეთქილების მომხრე ფანატიკოსები, რომლებიც თხრიან სარდაფებს,  ერეკებიან იქ მათ მიერ გასულელებულ ადეპტებს და ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ მათ. ამ მოღვაწეებს არც რეალურ კატაკომბებთან, არც ნამდვილ ქრისტიანულ ცხოვრებასთან არაფერი საერთო არ აქვთ.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ